პროდუქტის აღწერა:
კრემისფერი, სამადგილიანი დივანი La Rochelle არის ელეგანტური, ერთდროულად მოდერნისტული და ვინტაჟური ავეჯის ნიმუში, რომელიც დღესაც იდეალურად მოერგება თქვენს მისაღებ ოთახს.
ბუკლეს ქსოვილი, მომრგვალებული საზურგე და რბილი დასაჯდომი ნაწილი იძლევა მოდუნებისა და კომფორტულად დასვენების საშუალებას. კომპლექტში შემავალი მრგვალი და ცილინდრული ბალიშები კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის გამოყენებას და ხაზს უსვამს გამორჩეულ სტილს.
La Rochelle-ის ექსკლუზიური დიზაინი ასხივებს სიმშვიდესა და კეთილდღეობის განცდას რადგან ის არამარტო დასვენებისთვის არის იდეალური, არამედ შესანიშნავადაც გამოიყურება - იქნება ეს მინიმალისტურ, სუფთა სტილში მოწყობილ ინტერიერში თუ ფერად დეკორაციებთან კონტრასტში.
- შიდა მასალა: კომფორტ+ ღრუბელი
- ქსოვილი: ბუკლე 55 LT 215 - პრემიუმ ხარისხის ესპანური წარმოების მაღალი ხარისხის მასალა. ქსოვილის ზედაპირი გამოირჩევა დახვეწილი, რბილად აბურდული ტექსტურით, რომელიც მყუდროებისა და დიზაინის ჰარმონიულ ბალანსს ქმნის.
- კარკასის მასალა: გამძლე ავსტრიული კონსტრუქცია, მეტალი + ხე
- შიდა სათავსო: არა
- ბალიშები: 3 (2 მრგვალი, 1 ცილინდრული)
- სიგრძე: 225 სმ
- სიღრმე: 83 სმ
- სიმაღლე: 65 სმ