სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურა

ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურა - ყველა მოდელი, ყველაზე იაფად, ოფიციალური გარანტიით, ონლაინ განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით.

ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურა საქართველოში, და მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად მოდელს წარმოადგენს.

ჩასაშენებელი გაზქურა თქვენ საშუალებას გაძლევთ სამზარეულოს ის ნაწილი სადაც კერძები უნდა მომზადდეს მაქსიმალურად მოარგოთ თქვენს დიზაინს

ეს საკითხი შეიძლება მარტივ, ესთეტიურად საკითხად მოგეჩვენოთ (განსაკუთრებით მაშინ თუ დიზაინი ოჯახში ქალბატონის შერჩეულია, და მამაკაცი კი აქტიურად ცდილობს თითქოს უაზროდ გართულებული ნახატების რეალობაში გარდაქმნას).

მაგრამ ეს მარტო ესთეტიკა არ არის. დაკვირვება აჩვენებს რომ რაც უფრო კარგად გრძნობს ადამიანი თავს სამზარეულოში, მით უფრო მეტ დროს ატარებს (ლოგიკურია), და მით უფრო დაინტერესებულია გემრიელი და ლამაზი (დიახ ლამაზიც) კერძები გააკეთოს, ამის მისაღწევად ერთ-ერთი გზა კი ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურის ყიდვაა, რისთვისაც, მაღაზიების რიგებში დგომა აღარ დაგჭირდებათ, რადგან ბეკოს საუკეთესო პროდუქცია, სახლიდან გაუსვლელად, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო, როგორც უკვე ავღნიშნე, შენაძენს ჩვენი კურიერი უფასოდ სახლში მოგართმევთ.

არ ღირს ამ გემრიელობისთვის ცოტა მეტი წვალება? პირადად მე - კი, მიღირს.

ჩასაშენებელი გაზქურა იაფად კი ჩევნთს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, ახლა კი ბეკოს დავუბრუნდეთ.

ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურის უპირატესობებიდან ჩასაშენებლობა ავხსენით, აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან  გაზქურა ბეკოს პოვნაცაა შესაძლებელი. ახლა რაც შეეხება ბეკოს.

ეს ბრენდი თურქულია. მე მოვესწარი დროს როდესაც თურქულ ნაწარმს არ ვყიდულობდით იმიტომ რომ ცუდი იყო. ისიც მახსოვს როგორ ჩაანაცვლა მდარე თურქული პროდუქცია ჩინურმა, და თურქული მართლაც ერთი საფეხურით გაუმჯობესდა.

შემდგომ ისიც მახსენდება რომ გამყიდვლები უკვე ამაყად აცხადებდნენ ხოლმე რომ პროდუქცია თურქულია, სხვა რამე კი არ გეგონოთო.

ბეკო არ მოგატყუებთ და ამ პროგრესში ნაკლებად მონაწილეობდა. იცით რატომ? იმიტომ რომ მისი პროდუქცია უკვე მრავალი ათწლეულია იყიდება ევროპის და ამერიკის მოწინავე ქვეყნებში, და ჩვენ, მაშინდელი ჩვენი შესაძლებლობებით მას ვერ შევწვდებოდით.

ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურა ყველაზე ხელმისაწვდომია

ალბათ იმიტომ რომ ბეკოც განვითარდა. დღეს ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ბარსელონასაც კი ასპონსორებს და ლიონელ მესის სახლი სრულად ბეკოს პროდუქციით არის აღჭურვილი.

ამ უზარმაზარმა ზრდამ კომპანიას საშუალება მისცა გაეფართოვებინა თავის ქარხნები და გაზრდილი შესაძლებლობებით, შემცირებული ხარჯებით და მომწოდებლებისთვის დაბალი ფასების გამორთმევით გაეიაფებინა თავისი პროდუქცია.

რა მარტივი სტრატეგიაა, მაგრამ ფაქტია რომ იმუშავა. ისიც ფაქტია რომ ეს თურქული ორგანიზაცია მსოფლიოს გიგანტებში გადის და მისი ქურები მსოფლიოში უფრო გაყიდვადია ვიდრე იგივე გაზქურა გორენიე, ინდეზიტის გაზქურა ან ბოშის გაზქურა.

რა თქმა უნდა ამ გაყიდვადობაში დიდ როლს ბეკოს ჩასაშენებელი გაზქურას იაფი ფასი თამაშობს. მაგრამ ჩვენი ბრალი ხომ არ არის რომ სხვა კომპანიებმა ეს სტრატეგია არ აირჩიეს? ხარისხითა და ფუნქციებით კი ბეკოს პროდუქციაზე ცუდს ვერაფერს იტყვი ნამდვილად, აი საქებარი კი ბევრი აქვს.