Akog
უმაღლესი ხარისხის ყველასთვის ცნობილი გამათბობლების ბრენდი Akog, ექსკლუზიურ ფასად. ონლაინ საბანკო განვადებით მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობებით. ადგილზე მიტანის უფასო სერვისი
Akog თქვენი ბინის ეკონომიურადა და უსაფრთხოდ გასათბობად
Akog უკრაინული ფირმის გაზის გამათბობელია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 10 ქვეყანაში და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Akog გაზის გამათბობლების მთავარი უპირატესობა მომხმარებლების მხრიდან მრავალწლიანი ნდობის ფაქტორია, რომელიც გამოწვეულია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებით.
სანამ უშუალოდ კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავალთ, მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ გაზის გამათბობელი სწორად.
AKOG - არჩევანი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა
გამათბობელის არჩევისას, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - სიმძლავრეა. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ გასათბობი ოთახის ან ბინის ფართობიც. სტანდარტულად 1KW ათბობს 10 კვ.მ-ს. ჭერის სიმაღლეც არსებითად მნიშვნელოანია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 მ-ს.
მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ გათბობის მილებია. არსებობს სტანდარტული ერთ მილიანი და კოაქსიალური - მილი მილში სისტემა.
პირველ შემთხვევაში გამათბობელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს ამიტომ ასეთი გამათბობელის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგი სავენტილაციო სისტემა ჰქონდეს.
მეორე შემთხვევაში, ნამწვი გარეთ გადის და წვისთვის საჭირო ჟანგბადსაც გარედან იღებს. შესაბამისად, ამ ტიპის გამათბობლები სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯამრთელობისთვის.
AKOG-ის გამათბობლების უმეტესობა ბუნებრივი გაზის კედლის გამათბობელია, რომელსაც დახურული წვის პალატა აქვს. მოწყობილობები მაღალი ეფექტურობისაა, რომლებიც საკმაოდ ეკონომიური, უსაფრთხო და მოსახერხებელი გამოსაყენებელია. კონვექტორი ავტომატურად ინარჩუნებს დადგენილ ტემპერატურას და სწრაფად ათბობს ოთახს.
ძირითადი მახასიათებლებია:
- სითბოს გამცემი მასალა უმეტეს შემთხვევაში ფოლადისაა;
- შეუძლიათ ელექტრონულად დამოუკიდებელი აალება;
- სიმძლავრე - 4 კვტ-ია;
- ბუნებრივი გაზის მოხმარება ყველა მოდელებში თითქმის ერთნაირია -0.47 მ³ / სთ;
- თხევადი გაზის მოხმარება - 0.39 მ³ / საათში;
- ეფექტურობა 87-90%;
- გათბობის ფართი 30-50 მ² (ჭერის სიმაღლე 3 მ)
- დამატებითი თვისებები: ყინვის წინააღმდეგობა, უსაფრთხოება და ტემპერატურის კონტროლი.
გაზის გამათბობლები უფრო იაფია, ვიდრე სხვა გათბობის სისტემები. ინსტალაციაც ძალიან მარტივია, საჭირო მილებისა და გაყვანილობის რაოდენობა კი მინიმალურია. კონვექტორები მოიხმარენ გაზს უფრო ეკონომიურად, ვიდრე სხვა სისტემები. სითბოს დანაკარგები დაბალია, ხოლო ეფექტურობა - მაღალი (მინიმუმ 87%).
დამატებითი დანაზოგი - ინდივიდუალურ ოთახებში სხვადასხვა ტემპერატურის დაყენების შესაძლებლობა. გამათბობელი საიმედოდ მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში.
გაზის გამათბობელი AKOG A2-5-K White, რომელიც განკუთვნილია 50 კვადრატისთვის, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და გამძლეობით. მისი წვის კამერა დამზადებულია ემალირებული ფოლადისაგან, რაც ზრდის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ხანგრძლივად შეინარჩუნოს სიმხურვალე და გაზარდოს ეკონომიურობა.
გამათბობელი მოიხმარს ბუნებრივ აირს და წვის სიმძლავრე შეადგენს 5 kW. ნომინალური წნევა 20 mbar-ია, ხოლო წვის ხარჯია - 0,64 მ³/სთ. რეკომენდირებული ფართი 40-50 მ²-მდეა და მონტაჟდება ოთახის კედელზე.
კომპლექტაციაში შედის: გაზის კონვექტორი А² - 5-К ბეჟი და გამწოვი მილი. მოწყობილობის ფიზიკური პარამეტრები მოიცავს 28 კგ წონასა და მთლიანი კორპუსის თეთრ ფერს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, დაუშვებელია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელისა და წყლის გამაცხელებლის მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს სათავსოდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. წვის პროდუქტები სათავსოში არ უნდა რჩებოდეს.
არ გამოიყენოთ ისეთი გაზის გამათბობლები, რომლის სათავსოში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები დამონტაჟებული. აუცილებლად დაამონტაჟებინეთ სპეციალისტს და ნუ გააკეთებთ ამას თავად. პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ აუცილებლად შეამოწმეთ.
და ბოლოს, გაზის გამათბობლის კიდევ ერთი მოდელი AKOG 2M-(H)-CP (Black) უნდა შემოგთავაზოთ, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეა 2,3 kW. რეკომენდირებული ფართია 15-25 მ², ხოლო მაქსიმალური ბუნებრივი აირის მოხმარებაა 0.27 მ3/სთ.
წვის კამერის ტიპი დახურულია, მასალა კი ემალირებული ლითონისგანაა დამზადებული. ფუნქციური მახასიათებლებია ავტომატური ანთება, თერმოსტატი, არ გამოიყენებს ოთახის ჰაერს და გათვალისწინებულია დაცვა შემთხვევითი ჩართვისაგან. გამათბობლის ზომებია 60 х 48.5 х 22.5 სმ.
Akog გაზის გამათბობელი სანდო და ეკონომიურია, მისი შეძენა კი ყველაზე მოსახერხებელი ჩვენთანაა.