ავტომობილის დინამიკი ADS X69-L1
ავტომობილის დინამიკი ADS X69-L1
Regular price 120.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ADS

აუდიო სისტემების მწარმოებელი გიგანტი ADS უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ფასდაკლებები, განვადება სახლიდან გაუსვლელად და უფასო საკურიერო სერვისი.

ADS-ის შეძენა უკვე შესაძლებელია ისურვეზე, უმაღლესი დონის აუდიო სისტემის მოწყობაშ და უიაფესად შეძენაში ჩვენ დაგეხმარებით.

კომპანია Guangzhou ADS Audio Science & Technology დაარსდა 1977 წელს, რომელიც კერძო კომპანიაა და მდებარეობს ADS-ის სამრეწველო ზონაში.

ADS

საწარმო ორიენტირებულია საშინაო კინოთეატრის სხვადასხვა სისტემის, ავტომობილების აუდიო სისტემისა და პროფესიონალური, მაღალი დონის დინამიკების წარმოებაში. 

კომპანია ADS-ის ორგანიზაციული სტრუქტურა და მოვალეობები ნათელი და ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, რომლებიც  მიყვებიან შემდეგ იდეას: „მომხმარებელი უპირველესია, ისევე როგორც - ხარისხი“.

ADS  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სანდოობას, ეფექტურობასა და ინოვაციას, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს  მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე ხარისხიანი პროდუქტები. ADS პროდუქცია,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

თუკი აღნიშნული ბრენდის შეძენა გსურთ, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე შეგიძლიათ მათი ძალიან ხელმისაწვდომ ფასად ყიდვა.

მაგალითად, ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს ავტომობილის საბვუფერი ads AB10-M2, რომელიც აქტიური ტიპისაა. საბვუფერის ზომა 292x314x458 მმ-ია და ნომინალური სიმძლავრეა 200 ვატი, ხოლო მაქსიმალური - 400 ვატი. სიხშირე 45-500 Hz-ია. მეტალის შიდა კორპუსის გამო კი მისი წონა  8 კგ-ია.

ADS

დინამიკების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ არა ფორმას, არამედ - ზომას. როგორც წესი, ყველა ავტომობილშია გათვალისწინებული რეგულარული ადგილები, რომლებიც განკუთვნილია შემდეგი ზომის დინამიკებისთვის: მრგვალი - 10, 13, 16 სმ,  ხოლო ოვალური ფორმისთვის - 15x23 სმ. რაც უფრო დიდია დინამიკის დიამეტრი, მით უკეთესია.

რაც შეეხება მთლიან  აუდიო სისტემას, იგი შედგება დინამიკებისგან, რომლებიც  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  არის განთავსებული სალონში. თუ სწორად დააინსტალირებთ  დინამიკებს, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ეფექტის მიღება. ასეთ შემთხვევაში, შედარებით დაბალბიუჯეტიანი აუდიო სისტემაც კი კარგ ხმას გამოსცემს.

არის კიდევ ერთი დინამიკი ads TCJ12A, რომელიც დასადგამი, სამგზავრო ტიპისაა და აქვს რამოდენიმე მულტიმედიური ფუნქცია: Bluetooth, AUX, FM, USB, REC პროდუქტის აღწერა:

დინამიკი არის გადასატანი და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლში, ასევე - ბუნებაში მეგობრებთან ერთად პიკნიკის დროს. იტენება როგორც 220v-ით,  ისე - 12v-ით, ხოლო დამუხტული მუშაობს 3-4 საათი.

ADS

მოწყობილობის სიმძლავრეა 20W,  სრული წინაღობაა 4 Ohm, იმპულსი 1"+12", სიხშირე 50-20KHz, ხოლო ხმის სიმძლავრეა 93±3dB. აქვს LED ნათება, ასევე უკაბელო მიკროფონი.  პროდუქტის ზომაა 325x295x525 მმ, შეფუთვის კი 378x334x588 მმ. წონა დაახლოებით 7.5 კგ-მდე აღწევს.

ads მიღებული აქვს სერტიფიკატები RoHs CE SASO ISO9001: 2000 ხარისხიანი მართვის სისტემაში და ზედიზედ სამი წლის განმავლობაში,  მოგებული აქვს რამოდენიმე საპატიო ტიტული, რამაც განაპირობა მათდამი დიდი ნდობის ჩამოყალიბება.  

გახსოვდეთ, რომ  დინამიკების სწორი ინსტალაცია განაპირობებს ხმის ხარისხზე გავლენას. მაგალითად, ზედმეტად ძლიერი ვიბრაცია სულაც არ არის კარგი სმენისთვის, ამიტომ ისინი უნდა დააინსტალიროთ იმდენად სწორად, რომ მიიღოთ რაც შეიძლება სუფთა ხმა.

თუ დინამიკებს ამონტაჟებთ  კარებში, აუცილებლად იზრუნეთ იმაზე, რომ შემცირდეს ვიბრაციისა და ხმაურის დონე. აუდიო სისტემის განთავსების საუკეთესო ვარიანტია უკანა კარები ან საბარგული, ხოლო საშუალო დონის  დინამიკები შეგიძლიათ ჩაამონტაჟოთ მანქანის წინა მზარეს.