Whirlpool
Whirlpool - წარმატებული ბრენდის საუკეთესო ხარისხის პროდუქცია, განვადებით ან მომენტალური ფასდაკლებით, ხანგრძლივი გარანტიითა და უფასო მიწოდებით ნებისმიერ სრულიად საქართველოს წერტილში.
Whirlpool Corporation ამერიკული კომპანიაა, რომელიც დაარსდა ორი ძმის მიერ 1911 წელს მიჩიგანის შტატში. შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძირითად მწარმოებელსა და ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში, 70 საწარმო და სასწავლო-ტექნიკური ცენტრები აქვს მთელს მსოფლიოში. ფლობს ისეთ ბრენდებს როგორიცაა KitchenAid, Maytag, Indesit-სა და სხვებს.
ისტორია
1911 წელს ძმებმა ფრედ და ლუ ამბონმა დააფუძნეს სარეცხი მანქანების Upton Machine კომპანია. 1916 წელს მათი პროდუქციის გავრცელებით დაინტერესდა ისეთი კომპნაიები როგორიცაა Sears, Roebuck და Co.
1929 წელს, Nineteen Hundred Washer-თან შერწყმის შემდეგ, კომპანიას დაარქვეს Nineteen Hundred Corporation. კორპორაციის პროდუქტები, რომლებიც გაიყიდა Sears-ის სახელის ქვეშ, დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, ხოლო გაყიდვები გაიზარდა დიდი დეპრესიის დროსაც კი.
მეორე მსოფლიო ომის დროს, კორპორაცია აწარმოებდა იარაღებისთვის განკუთვნილ ნაწილებს, მაგრამ ამავე დროს, შეიმუშავა ახალი ტიპის ავტომატური სარეცხი მანქანა, რომლის გაყიდვები 1947 წელს დაიწყო. 1950 წელს Whirlpool Corporation გახდა კორპორაციის ოფიციალური სახელი.
თუკი Whirlpool-ის თანამედროვე ტიპის სარეცხი მანქანები დაგაინტერესებთ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ 8კგ-იანი Whirlpool FWSD81283WCV EU მოდელი, რომელიც A+++ კლასისაა და საკმაოდ ეკონომიურია.
ჩატვირთვის ტიპი წინიდან ხორციელდება, რომელიც ელექტრონულად იმართება. მაქსიმალური რეცხვის შესაძლებლობაა 8 კგ, ხოლო ბრუნვის სიჩქარე 1200 ბრ/წთ.
რეცხვის კლასი A-ია, წურვის კი - B. წყლის მოხმარება ერთ ციკლზე 54 ლიტრია, ენერგომოხმარება კი 1.17 კვტ/სთ-მდეა. ხმაურის დონე რეცხვისას დაახლოებით 55 დბ აღწევს, წურვისას კი 83 დბ-ს.
სარეცხი მანქანის ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია Clean +; გადადებული სტარტის ფუნქცია, ტემპერატურის კონტროლი, სიჩქარის რეგულირება და ორთქლით დამუშავება.
სარეცხი მანქანის პროგრამები ძალიან მრავალფეროვანია და დაახლოებით 16 პროგრამა აქვს. მათ შორისაა: სინთეტიკა, შერეული ტანსაცმელი, ბამბეული, ორთქლით დამუშავება, დელიკატური, სწრაფი რეცხვა, სპორტული ტანსაცმელი, ბეწვი, გავლება+გაწურვა, აბრეშუმი, მსუბუქი დაუთოვება და ბამბეული ეკო.
Whirlpool-მა XXI საუკუნე პერსონალის შემცირებით დაიწყო (ორი წლის განმავლობაში 7 ათასი თანამშრომელი). 2001 წელს დაიწვა 1,8 მილიონი მიკროტალღური ღუმელი (ხანძრის გამო), რაც კორპორაციას 300 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ერთი წლით ადრე, მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა ჭურჭლის სარეცხი მანქანების შემთხვევაშიც. ასე, რომ 2002 წელი კორპორაციამ წმინდა ზარალით - 394 მილიონი აშშ დოლარით დაასრულა.
ამის მიუხედავად, კომპანია დღემდე აწარმოებს სარეცხ მანქანებს, მიკროტალღურებსა და ა.შ., ხოლო მათი ხილვა შესაძლებელია ჩვენს საიტზეც.
მინი ჩასაშენებელი მაცივარი Whirlpool ARG 590/A+ კლასისაა, რომელიც Combined Fridge-Freezer ტიპისაა. მართვის ტიპი მექანიკურია, რომლის მოცულობა 129 ლიტრია. აქედან 111 ლიტრი მაცივრის კამერის მოცულობას მიაქვს, ხოლო საყინულე კამერას - 18 ლიტრი.
კლიმატის კლასი N და ST-ია. აქვს მხოლო 1 კომპრესორი. ელ.ენერგიის გათიშვის დროს, სიცივის ავტომატური შენარჩუნება 14 სთ-მდეა შესაძლებელი. წელიწადში მოხმარებული ელექტროენერგია კი 183 kW·h/წელშია.
დამატებითი მახასიათებლებია (მაცივრის კამერა): 1 ცალი ბოსტნეულის განყოფილება, 3 ცალი კარის უჯრა, 2 ცალი თარო და კამერის განათება. დამატებითი მახასიათებლები (საყინულე): ყინულის წარმოება (24სთ) - 2 კგ, განყოფილების რაოდენობა 1.
ფიზიკური პარამეტრებია 815 х 596 х 545 მმ ზომა, ჩასაშენებელი ადგილის ზომა 820 х 600 х 550 მმ და 32 კგ წონა.
2014 წელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ევროპულ ბაზარზე, საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად, რომელიც Whirlpool-ის გაყიდვების 16%-ს შეადგენდა, იტალიურმა Indesitმა 758 მილიონ ევროდ შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ისურვეზე ყველა წამყვანი ბრენდი შეგიძლიათ იპოვოთ, და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასებში შეიძინოთ, უამრავი ფასდაკლებითა და შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.