სახვევი PHILIPS HP8699/00
სახვევი PHILIPS HP8699/00
Regular price 241 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სახვევი PHILIPS HP8697/00
სახვევი PHILIPS HP8697/00
Regular price 198 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაკიაჟი ჩანთით, სავარცხლიანი ფენი და ეპილატორი
მაკიაჟი ჩანთით, სავარცხლიანი ფენი და ეპილატორი
Regular price 309 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
თმის სახვევი Kemei, სავარცხლიანი ფენი Braun და ეპილატორი PHILIPS
თმის სახვევი Kemei, სავარცხლიანი ფენი Braun და ეპილატორი PHILIPS
Regular price 259 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

თავის მოვლა

თავის მოვლა, სილამაზე და ჰიგიენა ერთ კატეგორიაში.

აქსესუარები ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის ყველა წამყვანი ბრენდისგან. მხოლოდ რჩეული პროდუქცია.

უდიდესი ასორტიმენტი და საუკეთესო ფასები, განვადების გამორჩეულ პირობებთან ერთად.

შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი, მიიღოთ ფასდაკლება ბარათით შეძენისას, იყიდოთ განვადებით ან ადგილზე გადახდის მეშვეობით.

ქალისა და  მამაკაცისთვის ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია. შეძენისას არსებითი ყურადღება ყოველთვის ექცევა  ბრენდს, მახასიათებლებს, დამეტებით ფუნქციებსა და ა.შ.

დაზოგეთ ფული და დრო სალონებში თუ სხვადასხვა ცენტრებში სიარულისგან და თავს საკუთარ სახლში მოურეთ და გაალამაზეთ ისურვეს დახმარებით.

თავის მოვლა

მამაკაცებისთვის მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწყობილობა თმის ელექტრო საკრეჭი ან წვერის საპარსი ტრიმერია, რომლებსაც ყველაზე დიდი სიხშირით იყენებენ. ქალბატონებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ტიპის სახის კრემებსა და ლოსიონებს ნაკლებად იყენებენ, მაგრამ საუკეთესო მოდელის საკრეჭებსა თუ ტრიმერებში დიდი თანხების გადახდას არასდროს გაურბიან.

თავის მოვლას კრემებისა და გელების გარდა, საუკეთესო მოწყობილობებიც უზრუნველყოფს, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს სწორედ სახეზე ქმნიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წვერის საპარსი არ იწვევდეს კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და ანთებით პროცესს.

იმისათვის, რათა თქვენი წვერი, ულვაშები ან თმა სათანადოდ  მოვლილად გამოიყურებოდეს, უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ბრენდის მოდელები. ამ შემთხვევაში უდაო ლიდერს - Philips-სა და Brown-ს გირჩევთ, მაგრამ ასევე შეგხვდებათ სხვა ცნობილი და ხარისხიანი ბრენდებიც, რომელთა ხილვაც ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც შეგიძლიათ.

გამომდინარე იქიდან, რომ Philips-ის თავის მოვლის საშუალებები  საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციებითაა დატვირთული, ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი საპარსის გამოყენება შეგიძლიათ როგორც მშრალ კანზე, ისე - სველზე. ამდენად, გაცილებით ადვილია გამოიყენოთ Philips ელექტრო საპარსი  ყოველდღიური კანის მოვლისთვის, რომელიც გაღიზიანებასა და ალერგიას არ იწვევს.

წვერისა და თმის  გასასწორებელი მოწყობილობის გარდა, არსებობს ასევე ცხვირისა და ყურების ტრიმერი, რომელიც  მოგაცილებთ არასასურველ თმას აღნიშნულ მიდამოებში. სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით, ტრიმერების დიზაინი ოდნავ განსხვავებულია, რადგან მათი თავები  სრულიად სხვანაირია.

რაც შეეხება ქალბატონებისთვის  განკუთვნილ თავის მოვლის საშუალებებს, მათთვის  ფართო ასორტიმენტი გვაქვს საიტზე წარმოდგენილი - დაწყებული უნივერსალური მაკიაჟის ყუთით, დასრულებული თმის მოვლის საშუალებებითა და ეპილატორებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ეპილატორებზე ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა, ამდენად შემოგთავაზებთ საუკეთესო, მაღალხარისხიან, ეფექტურ ფოტოეპილატორებს , რომელთა წყალობით, პროცედურა ჩვეულებრივ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.  სხვა სტანდარტულ მოდელებთან შედარებით ფასი უფრო მაღალი აქვს, თუმცა ეფექტის თვალსაზრისით -ნამდვილად ღირს შეძენა.

თავის მოვლა

გამომდინარე იქიდან, რომ ლაზერული ეპილაცია უმტკივნეულო პროცედურაა, შეგიძლიათ დაამუშავოთ ყველაზე მგრძნობიარე ადგილებიც კი.  აქვე  წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს თუ რატომ ღირს  ფოტოეპილატორის ყიდვა.

  • 3 პროცედურის შემდეგ, თმის ამოსვლა მცირება 92% -ით;
  • 12 პროცედურის შემდეგ, ფეხებზე თმის შემცირების საშუალო შედეგი 78% -მდე გაიზრდება. [შედეგები შეიძლება ინდივიდუალურად განსხვავდებოდეს];
  • 4 ინტელექტუალური ადაპტირების პროგრამა: სხეულის, სახის, მკლავებისა და ბიკინის არეში თმის მოსაშორებლად;
  • ნათურის გამოყენების ვადა 2 წლამდეა;
  • ორივე ფეხის დამუშავებას მხოლოდ 8 წუთი სჭირდება;
  • აღსანიშნავია, რომ SmartSkin-ის ფუნქცია თავად განსაზღვრავს კანის ტონს და ირჩევს ოპტიმალურ პარამეტრს.

რადგან ორივე სქესისთვის ცალ-ცალკე მიმოვიხილეთ თავის მოვლის კონკრეტული საშუალებები, ახლა წარმოგიდგენთ ისეთ აღჭურვილობებს, რომლებიც სხეულის ულამაზესი ფორმების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სავარჯიშო ტრენაჟორები განკუთვნილია როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ასევე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის დარბაზში სავარჯიშოდ. თუ ჩვეულებრივი კარდიო ვარჯიშები საკმარისი არ არის თქვენთვის და გსურთ კუნთებს უფრო ლამაზი ფორმა მისცეთ, მაშინ აუცილებლად  დაგჭიდებათ ტრენჟორები.

თავის მოვლა

სარბენი ბილიკი ეს არის მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს გულსისძარღვთა  ჯანსაღ ფუნქციონირებას, ავარჯიშებს ფეხების კუნთებს და გმატებთ მეტ ენერგიასა და პროდუქტიულობას. 

აღნიშნული ტრენაჟორის გამოყენება შეუძლიათ როგორც ქალბატონებს, ასევე - მამაკაცებს, რომელიც დაგეხმარებათ თავის მოვლასა და მუდმივად ტონუსში ყოფნაში.

ელექტრომექანიკური სარბენი ბილიკი ყველაზე ძვირადღირებული და ფუნქციონალური მოდელია, რომელიც მუშაობს ელექტროენერგიით  და სპორტმენის ძალისხმევა არ მოითხოვს.

მოწყობილობაში არსებულ ყველა ფუნქციას განსაზღვრავს მიკროკომპიუტერი, რომელიც ერთდროულად აკონტროლებს სპორტსმენის ჯანმრთელობას, ზომავს მის პულსს, წნევას, კალორიების მოხმარებას და ა.შ.

თავად ტრენაჟორები საკმაოდ მძიმეა და იწონის 150-200 კგ-ს, ხოლო რაც შეეხება სპორტსმენის წონას,   შეუძლია გაუძლოს  180 კგ-მდე დატვირთვას.