ბლინის ტაფა
იყიდეთ უმაღლესი ხარისხის ბლინჩიკების ტაფა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული ონლაინ განვადების პირობებით.
ჩვენ კი თქვენს შენაძენს ძალიან მალე, და სრულად უფასოდ მოგაწვდით.
ბლინის ტაფები ერთმანეთისგან შეიძლება მასალის, ფორმისა და ზომის მიხედვით განსხვავდებოდეს
მათ საერთო მახასიათებლები მაინც აქვთ. დაბალი მხარეების წყალობით, ბლინის მომზადება უფრო მარტივია, ხოლო სქელი ფსკერი და კედლები ხდის პანელს უფრო მძლავრს.
გამძლეობა ბლინის ტაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ტაფა ვერ უძლებს ისეთ ძლიერ ტემპერატურულ განსხვავებას, როდესაც ცივი ცომის მასა თავსდება ცხელ ზედაპირზე.
ბლინის ტაფას კიდევ ერთი თვისება აქვს, მისი სახელური გრძელი, არათბობადი უნდა იყოს. უშუალოდ ტაფის ფორმა შეიძლება იყოს მრგვალი, კვადრატული ან სპეციალური ბადურებით, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომის ბლინების დასამზადებლად.
სხვათა შორის, კვადრატული ბლინის შიგთავსით გახვევა ბევრად უფრო მოსახერხებელია, მაგრამ რომელი ბლინის საცხობია საუკეთესო, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რეკომენდაციები, რათა გაგიმარტივდეთ ყიდვის პროცესი.
ბლინების მომზადება ძალიან დელიკატური პროცესია. ტაფამ უნდა უზრუნველყოს სწორი ტემპერატურა, ხელი შეუწყოს ცხიმიანობას და არ გამოიწვიოს ცომის დაწვა.
იმ მახასიათებლებს შორის, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ბლინის საცხობის ყიდვისას, შემდეგია:
წონა- კარგი ბლინის ტაფა არ უნდა იყოს მძიმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება ბლინების გადატანა ან მასზე მასის განთავსება. ამ გაგებით, სპილენძისა და ალუმინის პროდუქტები ბრწყინვალედ გამოიყენება და ძალიან მოსახერხებელია.
დიამეტრი -გამომცხვარი ბლინების ზომა დამოკიდებულია ამ პარამეტრზე. ის, თუ რა ზომის ბლინები გინდათ გამოაცხოთ, შეგიძლიათ ყიდვისას ტაფის სიდიდითაც განსაზღვროთ.
სახელური - მოსახერხებელი გამოყენებისთვის, უმჯობესია აირჩიოთ ტაფა გრძელი სახელურით, რომელიც უსაფრთხოდ უკავშირდება სხეულს.
ფორმა - კლასიკური წრე ოპტიმალურადაა მიჩნეული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიასახლისი მხოლოდ დამწყებ ნაბიჯებს დგამს კულინარიაში. ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ კვადრატის, ოვალური ან გულის ფორმის ტაფებში შესაძლოა გაგიჭირდეთ ბლინების გამოცხობა.
კედლები - უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ მოდელებს, რომლებსაც თხელი კედლები აქვთ. თავის მხრივ, სქელი კედლები უკეთესად ინარჩუნებს სითბოს. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ ტაფის მხარეები არ არის 1-2 სმ-ზე უფრო მაღალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოყენება ძალიან მოუხერხებელი იქნება.
მაშ, როგორი უნდა იყოს ბლინების ტაფა?
და რომელი შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ?
ბლინის აპარატი უნდა იყოს:
- სქელი, გლუვი ძირით და კედლებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთგვაროვან გათბობად და სითბოს გადაცემას;
- დაბალი მხრებით, რათა ბლინები მაქსიმალურად თხლად აქციოს;
- მაღალი ტემპერტატურის ამტანი სახელურით, რომელიც არ გადნება;
- შესაფერისი დიამეტრი - იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იყოს არაუმეტეს 26 სმ და არანაკლებ 20. ასეთ დროს, გათბობა უფრო ერთგვაროვანია და მოსახერხებელია მისი გადაბრუნება.
დღეს ბაზარზე წარმოდგენილია სამზარეულოს ჭურჭლის მწარმოებელთა ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ბლინების ტაფების. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე პოპულარული ბრენდები:
- ფრანგული მწარმოებლები: Tefal, Vitesse.
- იტალიელი მწარმოებლები: Flonal S.P.A.
- ჩინური მწარმოებლები: Kitchen Star, SNT, BERGNER, Con Brio, Gipfel, Hilton.
- გერმანული მწარმოებლები: RONDEL, BERGER, UELBERG, KAISERHOFF.
ბლინის ელექტრო ტაფა ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ
საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბაზარზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი მწარმოებლის პროდუქტი. ბლინის ტაფა იაფად და სახლში უაფასო მიტანით, მხოლოდ ისურვეზე შეგიძლიათ იპოვოთ!
და გაითვალისწინეთ, რომ ისეთი იაფი ფასები და თქვენზე მორგებული განვადების სერვისი სხვაგან არსად არაა. გისურვებთ წარმატებას!
ბლინის ტაფა სამზარეულოში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს
მათთვის, ვისაც უყვარს თხელი და გემრიელი ბლინების მომზადება, ბლინის ტაფა აუცილებლად ესაჭიროებათ.
განსაკუთრებით ბავშვებს უყვარს გემრიელი ბლინები, რომლითაც უგემრიელესი საუზმის მომზადებაა შესაძლებელი.
ბლინის ტაფა დაგეხმარებათ მოამზადოთ ყველაზე თხელი და თანაბარი ზომის ბლინები უმოკლეს დროში ყველაზე მარტივად და საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებსა, თუ სტუმრებს გემრიელი ბლინებით გაუმასპინძლდეთ.
გემოვნებაზე არ დაობენო, ამბობენ, თუმცა, სინამდვილეში, ყველაზე ხშირად სწორედაც, რომ გემოვნებაზე დაობენ.
გემოვნების საკითხია სწორედ, ბლინისაგან სხვადასხვა ვარიაციის გემრიელობის მომზადება.
ბლინის ტაფა უცხიმო და დაბალკალორიული ბლინების მოსამზადებლად
ფაქტია, რომ დიეტის გამო უამრავ გემრიელობაზე გვიწევს ზოგჯერ უარის თქმა, თუმცა ბლინები ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია, რადგან მისი მომზადება ბლინის ტაფის დამსახურებით, არ საჭიროებს ზედმეტ ცხიმსა და დანამატებს.
ბლინები შოკოლადითა და ბანანის უგემრიელესი დანამატით ყველას უყვარს, ზოგიერთები ბლინებს არაჟნით მიირთმევენ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია ბლინებისაგან სხვადასხვა დანამატით უგემრიელესი კერძისა თუ დესერტის მიღება.
ბლინების ტაფა - დროისა და ხარჯების ეკონომიის საუკეთესო საშუალება
ბლინების მომზადება დიდ დროს გვართმევს მაშინ, როცა ტაფის ზედაპირი ძველი და დაზიანებულია.
თანამედროვე ბლინის ტაფების უმეტესობა მზადდება მასალით, რომელიც ძნელად იკაწრება, არ იკრავს საკვებს და არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
ბლინების ტაფის დამსახურებით შეგვიძლია ზედმეტი ხარჯებისა და დროის კარგვის გარეშე მოვამზადოთ ბლინები რამდენიმე წუთში.
სწორედ მაღალხარისხიანი მასალის დამსახურებით არ იკრავს ბლინის ტაფა ცომს, ამიტომაც ხელის მარტივი მოძრაობით შესაძლებელია გამომცხვარი ბლინის ტაფიდან გადმოტანა.
ბლინის ტაფა ფასი, ხარისხის, ზომისა და დიზაინის მიხედვით ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ, რადგან ჩვეთან ბლინის ტაფების უზარმაზარი არჩევანია, ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი და შეუკვეთეთ მარტივად.