სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ჰაუკის ეტლები

ჰაუკის ეტლები (Hauck) - გერმანული საბავშვო სფეროში წამყვანი კომპანიის საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ჰაუკის ეტლის ყიდვისას არასდროს უკმაყოფილი არ დარჩებით, და ფასისა და ხარისხის კომპონენტში საუკეთესო არჩევანს გპირდებათ.

ჰაუკის ეტლები საბავშვო ეტლების სეგმენტში ნამდვილად საუკეთესოები არიან

უფრო ძვირიანი მოდელების შერჩევისას გაითვალისწინეთ - ჰაუკზე ან ლორელის ეტლზე უკეთეს ხარისხსის ნახვა ფაქტიურად შეუძლებელია, ასე რომ უკეთესი ხარისხის მიღება გაგიჭირდებათ, მხოლოდ უკეთეს ბრენდს თუ მიიღებთ.

Hauck-ის ეტლში თქვენი პატარა, კომფორტულად და წყნარად იქნება

პატარა ბავშვები განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ ხოლმე ეტლში. ამდენად, დედებმა ძალიან კარგად იციან რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ხარისხიანი საბავშვო ეტლის შეძენა.

ჰაუკის ეტლები

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვთა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება, საიმედოობა და მოხერხებულობა. ყველაფერ ამ მახასიათებლებს კი აერთიანებს ჰაუკის ეტლები, რომლის ყიდვაც განვადებით შეგიძლიათ ისურვეზე და რომელთა შესახებაც აღწერაში უფრო ვრცლად მოგიყვებით.

ჰაუკის მაღაზია ინტერნეტ სივრცეში, შეიძინეთ ჩვეNთან გერმანული ბრენდი ეტლები

იქამდე კი, სანამ უშუალოდ ჰაუკის ეტლების განხილვას დავიწყებდეთ, მინდა მცირე მიმოხილვა შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საბავშვო ეტლების შეძენისას.

პირველ რიგში, სწორი არჩევანის გაკეთების მიზნით, თქვენ უნდა დაფიქრდეთ შემდეგ შეკითხვებზე: რა სიხშირით დადიხართ სასეირნოდ? როგორ  გზებზე გადაადგილდებით? სად შეიძლება მისი შენახვა და ა.შ.

ეტლების შერჩევისას, ყურადღებას აქცევენ ასევე რამოდენიმე დეტალს. მაგალითად:

სეზონურობა - საბავშვო ეტლები  განკუთვნილია ზაფხულისა და ზამთრის სეზონისთვის. პირველი მათგანი უფრო კომპაქტური,  მსუბუქი სასეირნო ეტლია, რომლებსაც ხშირად აქვთ ისეთი ჩანართები, რომლებიც უზრუნველყოფს ჰაერის ცვლას აკვანში.

მეორე მათგანი მაქსიმალურად იზოლირებულია, ისინი აუცილებლად აღჭურვილია ფეხების სქელი დამცავი საფარით და ქარსაფარი ქუდით. შესაბამისად, თქვენ უნდა აირჩიოთ მოდელი იმ სეზონისთვის, როდესაც ბავშვი შეგეძინათ და მისი ცხოვრების პირველ თვეებს გაატარებს.

წონა და ზომები - ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ  მშობლებისთვის, რომლებიც მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობენ. მაგალითად, ტრანსფორმატორი ეტლი  13–20 კგ-ს იწონის. თუმცა, ასევე არ ღირს  ძალიან მსუბუქი ეტლის ყიდვა,  რადგან არსებობს რისკი, რომ ზრდასრული ბავშვი შეძლებს მის გადაბრუნებას.

დიზაინის მახასიათებლები - პირველ რიგში, თქვენ უნდა დაადგინოთ, რამდენად მოსახერხებელია ჩარჩოს დასაკეცი მექანიზმი. ამ ფორმის ბორბლიანი ეტლი თავისუფლად თავსდება მანქანაში, მაგრამ სასურველია კალათა ამოიღოთ და განათავსოთ იგი ავტომობილის სალონში.

დედები, რომლებსაც შვილებთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უწევთ გადაადგილება, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ტრანსფორმატორ მოდელებს. ის რამდენიმე ღილაკის დაჭერით  მარტივად და კომპაქტურად იკეცება და  თან მცირე ადგილს იკავებს.

ახლა რაც შეეხება ჰაუკის ეტლების კონკრეტულ მოდელებს, პირველი ეს არის Hauck Eagle 4S Duoset (150207).

ჰაუკის ეტლები

ძირითადი მახასიათებლები:

  • რეკომენდირებულია: 0 თვიდან - 25 კგ-მდე;
  • ძალიან მსუბუქი და კომპაქტური საბავშვო ეტლი დამატებით ბავშვის ჩასაწვენი კალათით,  რომელიც მარტივად მონტაჟდება ეტლზე;
  • ყველაზე მსუბუქი ეტლი თავის კატეგორიაში, იწონის სულ რაღაც 6,9 კილოგრამს;
  • იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისათვის (მარტივია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე მსუბუქი ავტომობილით გადასატანად);
  • დაკეცვის შესაძლებლობა;
  • დამზადებულია ანტიალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;
  • შესაძლებელია წინა საბურავების მიმართულების კონტროლი, ასევე საბურავების ბლოკირება;
  • 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ქამარი;
  • ნივთების სათავსო;
  • ალუმინის ჩარჩო;
  • ბადე ჰაერის ვენტილაციისათვის;
  • ჩასაწვენის მოტრიალების შესაძლებლობა;
  • საზურგისა და ფეხის დასადების მარტივი რეგულირების შესაძლებლობა;
  • სახელურის სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობა 91 - 104 სმ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ონლაინ მაღაზია გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენთვის სასურველი საბავშვო ეტლები განვადებით შეიძინოთ, ჰაუკის ეტლზე ფასდაკლებები გამოიყენოთ და  პლიუს, ისარგებლოთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

და ბოლოს, მეორე მოდელი ეს არის  Hauck  Easy Traveler Orlando(149140).

ჰაუკის ეტლები

ძირითადი მახასიათებლები:

  • დანიშნულება: 0 თვიდან - 4 წლამდე(22 კგ-მდე);
  • ძალიან მსუბუქი და კომპაქტური საბავშვო ეტლი;
  • იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისათვის;
  • დაკეცვა შესაძლებელია ერთი ხელით (სახელურზე განთავსებული დასაკეცი მექანიზმის საშუალებით)
  • შესაძლებელია წინა საბურავების მიმართულების კონტროლი, ასევე მათი ბლოკირება;
  • დიდი ზომის სათავსო ნივთებისათვის, ასევე სათავსო ბოთლისათვის;
  • საზურგისა და ფეხის დასადების მარტივი რეგულირების შესაძლებლობა;
  • ფანჯარა ჰაერის ვენტილაციისათვის.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!