წნევის აპარატი ფასდაკლებით

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ბევრი წნევის აპარატი ფასდაკლებით, წამყვანი ბრენდების საუკეთესო პროდუქცია.

ის, ვისაც მაღალი არტერიული წნევები აწუხებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად საჭიროებს ყოველდღიურ კონტროლს. წნევის აპარატების ყიდვა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ უმჯობესია, თუკი საუკეთესოზე შეაჩერებთ არჩევანს.

წნევის აპარატი ფასდაკლებით

საუკეთესო წნევის აპარატი  ფასდაკლებით  შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს საიტზე - isurve.ge -ზე, სადაც თითოეულ აპარატს მოჰყვება დეტალური აღწერილობა. თუმცა, სანამ უშუალოდ ყიდვას გადაწყვეტთ, ჩვენ წარმოგიდგენთ  საინტერესო ინფორმაციას წნევის აპარატების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ არჩევანის შესაძლებლობას.

წნევის აპარატების შერჩევის პარამეტრები:

  • გამოყენების პირობები - სახლის პირობებში გამოყენებისთვის, შესანიშნავია ავტომატური და ნახევრად ავტომატური მოდელები. სამედიცინო დაწესებულებებში კი იყენებენ მექანიკურ ან ელექტრო აპარატებს, რომელთა გამოყენება სახლის პირობებშიც შეიძლება.
  • წნევის აპარატის ტიპი - სასურველია შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც გამოყენების სიმარტივიდან გამომდინარე ძალიან დაგეხმარებათ. აქვე გაითვალისწინეთ გამოყენების სიხშირე და გარკვეული პირობები პაციენტის ასაკის მიხედვით.
  • სამაჯური - გამომდინარე იქიდან, რომ წნევის აპარატების სხვადასხვა მოდელი არსებობს, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილია არა მხრის სამაჯურით, არამედ - მაჯის ან თითის სამაგრებით.  ამდენად, ზომა უნდა შეირჩეს მხრის, თითის ან მაჯის გარშემოწერილობის საფუძველზე.
  • ელექტრომომარაგება - არტერიული წნევის ავტომატური და ნახევრად ავტომატური აპარატები მოითხოვს ელექტრო ენერგიას ან ბატარეებს. იმისათვის, რათა ხშირად არ მოგიწიოთ ბატარეების შეძენა, უმჯობესია შეიძინოთ აკუმულატორები.
  • დამატებითი ფუნქციები - წნევის საზომ აპარატს რაც უფრო ბევრი ფუნქციები აქვს - მით უკეთესია, რადგან ძალიან მოსახერხებელია ხდება გამოყენებაც. მაგალითად, ზოგიერთი მოდელი გიჩვენებთ პულსს, ინახავს რამოდენიმე კვირის ინფორმაციას, აჩვენებს ბოლო მონაცემებს, აქვს განგაშის ქრონომეტრაჟი, არითმიის საზომი და ა.შ.
  • საგარანტიო მომსახურება - დროთა განმავლობაში, ნებისმიერი მოწყობილობა საჭიროებს შეკეთებას. ამიტომ, სანამ უშუალოდ ყიდვას გადაწყვეტთ, დააზუსტეთ რამდენად არის შესაძლებელი სათადარიგო ნაწილების შეძენა შესაძლებელი.

წნევის აპარატის  ფასი

რომელი  წნევის აპარატი შევარჩიოთ?

  • წნევის აპარატებში ყველაზე ხელმისაწვდომი მექანიკური მოდელებია.
  • თუ გჭირდებათ არტერიული წნევის გასაზომი აპარატი, მასინ უმჯობესია შეიძინოთ ავტომატური მოდელები. გარდა ამისა, წნევის გაზომვის შედეგებს 20-30 წამში გაიგებთ.
  • თუკი გჭირდებათ ისეთი წნევის აპარატი, რომელიც არ საჭიროებს თქვენს უშუალო ჩარევას, ამასთნ გსურთ ზუსტი მონაცემების ხილვა, მაშინ შეარჩიეთ ნახევრად ავტომატური მოდელები.
  • ხანდაზმული ადამიანებისთვის უმჯობესია ისეთი მოდელის შეძენა, რომელსაც მხარზე დასამაგრებელი სამაჯური ექნება.
  • ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის შესაფერისია კომპაქტური წნევის აპარატები თითზე ან მაჯაზე. ასეთი მოწყობილობების ტარება მოსახერხებელია მოგზაურობისას, მივლინებებსა და ა.შ. ამასთან, დიდ ადგილსაც არ იკავებენ და აქვთ მოსახერხებელი დამატებითი ფუნქციებიც: პულსის გაზომვა, მეხსიერების ბარათი და ა.შ.

მაჯის წნევის აპარატები:

ამ ტიპის მოწყობილობებს უპირატესობას  ის ახალგაზრდები ანიჭებენ, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესით არიან დაკავებულები და  არ აქვთ სისხლძარღვებთა პრობლემები.

მაჯის არტერიული წნევის აპარატები იძლევა ზუსტ პასუხს, თუნდაც სუსტი გულისცემის შემთხვევაში, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და მგრძნობიარე სენსორის დამსახურებით.

წნევის აპარატი ფასდაკლებით

B.Well PRO 39 -  ძალიან კომპაქტური მოწყობილობა, რომლის ზომებია 7x6x3 სმ და იწონის შესაბამისად - 100 გრამს.  გამოსაყენებლად მოსახერხებელია, და რაც მთავარია - იძლევა ძალიან სწრაფ პასუხებს.

B.Well PRO-ს  ეკრანი საკმაოდ დიდია, რომელიც ამავე დროს აჩვენებს არტერიული წნევისა და გულისცემის მონაცემებს.

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა;
  • გამოყენების სიმარტივე;
  • სწრაფი და ზუსტი შედეგები;
  • არითმიის მითითება;
  • კომფორტული სამაჯური;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • აჩვენებს მხოლოდ ბოლო შედეგს.

PRO 39 დან B.Well არის უმარტივესი და მოსახერხებელი წნევის აპარატი, რომელიც აკონტროლებს მნიშვნელოვან ინდიკატორებს. ყველაზე ზუსტი შედეგის მისაღწევად, პირველად მოგიწევთ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება, რათა გაზომვის დროს აირჩიოთ ხელების სწორი პოზიცია.