ყინულის აპარატი FAKIR SITARE
ყინულის აპარატი FAKIR SITARE
Regular price 478.00 ლარი 409 ლარი / თვეში 23 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ყინულის აპარატი Zilan ZLN1177
ყინულის აპარატი Zilan ZLN1177
Regular price 349 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ყინულის აპარატი

ყინულის აპარატი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სასმელთან შეხება აქვს, მოხმარებისა თუ რეალიზაციის კუთხით, ნამდვილად აუცილებელი მოწყობილობაა. მისი საშუალებით შესაძლებელია დიდი ოდენობით ყინულის დროის მოკლე პერიოდში მიღება, და თქვენ თუ თქვენი მომხმარებლები ცივი პროდუქტების ნაკლებობას ვეღარასდროს იგრძნობთ.

ყინულის აპარატი

ყინულის აპარატი  ძალიან მოსახერხებელია ყინულის კუბიკების შესაქმნელად. განსაკუთრებით  გამოგადგებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი კოქტეილებისა ან წვენების მიღება ყინულებით  გიყვართ. უფრო მეტიც, ასეთი მოწყობილობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბინა ან კაფე-ბარი.

ყინულის აპარატი ცხელ დღეებში იდეალური გამოსავალია თქვენი საყვარელი გამაგრილებელი სასმლის ტემპერატურის შენარჩუნებისთვის

ყინულის აპარატი არსებობს სხვადასხვა სახეობის და მისი შეძენისას საჭიროა, უამრავი დეტალის განსაზღვრა, რათა მისით მიღებული სარგებელი სრულყოფილად პასუხობდეს თქვენს მოთხოვნებს.

ყინულის აპარატები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ზომითა და დიზაინით, რომელთა სიმძლავრეც განსხვავებულია.

იმისათვის, რათა უკეთ გაგარკვიოთ რომელი მოდელის შეძენაა თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ამისთვის წარმოგიდგენთ ვრცელ ინფორმაციას, ხოლო  საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უკვე თქვენზეა.

სახლისთვისთვის, აგარაკისთვის, ოფისისთვის და სხვა საქმიანი დანიშნულებისთვის, გჭირდებათ განსხვავებული ზომისა და ფუნქციების ყინულის აპარატი.  აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩამოვწერეთ გარკვეული რეკომენდაციების სია, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი ვარიანტის შერჩევაში.

  1. პირველ რიგში, განსაზღვრეთ, რისთვის/რატომ გჭირდებათ ყინულის აპარატი. თუ ხშირად სვამთ კოქტეილებსა და ცივ სასმელებს, დაგჭირდებათ საშუალო სიმძლავრის მოდელი. თუკი ყინულის გარკვეული რაოდენობის გაყინვა გსურთ და არა ერთიანად, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ დაბალი სიმძლავრის, უფრო დაბალფასიანი მოდელი.

პროდუქტიული და სწრაფი ყინულის აპარატი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუკი კაფე-ბარი გაქვთ, რადგან საჭიროებიდან გამომდინარე, მოწყობილობაზე დატვირთვაც განსხვავებული იქნება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ თუ რატომ გჭირდებათ მოწყობილობა.  

  1. ნახეთ რა ტიპის ყინულს ქმნის მოწყობილობა, რადგან თანამედროვე ყინულის აპარატები სხვადასხვა ფორმის ყინულებს ქმნიან. მაგალითად, კუბიკებისა და გრანულების ფორმისას.  გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული ტიპის ყინულები არ გამოიყენება სასმელში ჩასაყრელად და ისინი განკუთვნილია  ღვინოებისა თუ შამპანურების გასაგრილებლად.
  2. გადაწყვიტეთ, შესრულების თვალსაზრისით, რომელი აპარატი გჭირდებათ. ამისათვის კი უნდა იცოდეთ, დაახლოებით რამდენი ყინული გჭირდებათ და რა დროში. ამ მაჩვენებლის საფუძველზე, ყურადღება მიაქციეთ შესრულების მაჩვენებელს.  რაც უფრო მაღალია, მით უფრო ბევრ ყინულს მიიღებთ ნაკლებ დროში.

მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი მოდელების ღირებულებაც მაღალია.

  1. შეამოწმეთ, რა მექანიზმს იყენებს მაცივარი ყინულის შესაქმნელად. მოწყობილობები შესაძლოა იყოს წყლის ან ჰაერის. წყლის ტიპის მოდელები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მცირე ადგილს იკავებენ და სხვადასხვა ზედაპირზე შეიძლება მათი ჩაშენება. მაგრამ ამის პარალელურად, საკმაოდ ბევრ წყალს საჭიროებენ.

ყინულის აპარატი

ჰაერის ტიპები ბევრად იაფია და ინსტალაციაც უფრო მარტივია. შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე მათი განთავსება, მაგრამ დიდ ადგილს იკავებენ. ასევე საჭიროებენ კონდესატორების ხშირ წმენდას.

  1. თუ პატარა ყინულის აპარატი გჭირდებათ, გადახედეთ ისეთ უმარტივეს მოდელებს, რომლებიც არ საჭიროებენ წყალმომარაგების სისტემებთან კავშირს. ასეთი აპარატები აწარმოებენ მცირე რაოდენობის ყინულს და ამასთან, მოიხმარენ მცირე ელექტროენერგიასაც. ყინულის აპარატი იდეალურია როგორც სახლისთვის, ასევე - ბარისთვის.
  2. დააკვირდით სად ინახავს მოწყობილობა ყინულს, რადგან არის 2 ტიპის მოდელი. პირველი: ჩაშენებული პატარა ყუთით, მეორე: გარე საცავით, რომელიც დღეში დაახლოებით 100-150 კილოგრამზე მეტ ყინულს ამუშავებს.
  3. განსაზღვრეთ სად გსურთ მოწყობილობის დაყენება. არსებობს იატაკზე ან მაგიდაზე დასამონტაჟებელი მოდელები, რომელთა ინსტალაცია ძალიან მარტივია.
  4. ყურადღებით დაათვალიერეთ მოდელის დიზაინი, რათა ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს სამზარეულო ინტერიერს. თუ მის განთავსებას სადმე კუთხეში აპირებთ, მაშინ ფერსა და დიზაინს დიდად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
  5. თუ თქვენს საცხოვრებელ ან სამუშაო ტერიტორიაზე ძალიან ცივი წყალი მოდის, უმჯობესია შეიძინოთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც წყლის ტემპერატურას ოდნავ დაარეგულირებს. ამ კომპონენტის გათვალისწინება სასურველია იქიდან გამომდინარე, რომ აპარატის გამოყენება წლების განმავლობაში უპრობლემოდ შეძლოთ.

სახლის საუკეთესო ატრიბუტიკა ისურვეზე, შეიძინეთ ჩვენთან, გააკეთეთ თქვენზე მორგებული განვადება, ჩვენი კურიერები შენაძენს უფასოდ მოგართმევენ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.