სტერილიზაციის აპარატი
სხვადასხვა კოსმეტიკური და სამედიცინო ხელსაწყოს დეზიმფექციისა და ჰიგიენის შესანარჩუნებლად მხოლოდ გარეცხვა არ არის საკმარისი და მათ სტერილიზაცია აუცილებლად სჭირდებათ, რაშიც გამოცდილი და ხარისხიანი სტერილიზაციის აპარატი გამოგადგებათ.
სტერილიზაციის აპარატი კოსმეტიკური და სამედიცინო ინსტრუმენტების სრულყოფილი სისუფთავისთვის
სხეულში ბაქტერიის მოხვედრა დიდი რისკია. ამიტომ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური თუ სამედიცინო პროცედურის ჩატარებამდე ყოველი წვრილმანი ხელსაწყო საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს და მასზე სახიფათო ბაქტერიის არსებობის რისკი უნდა განულდეს.
სტერილიზაციის აპარატები გამოიყენება სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, მანიკურის, პედიკურისა და თმის პროცედურებში საჭირო მეტალის ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის.
ყველაზე ხშირად მანიკურ-პედიკურის გაკეთებისას სოკოვანი დაავადების გავრცელების საშიშროების წინაშე ვხვდებით, ხოლო სტერილიზაციის აპარატი ჰაერს 0-დან 200 გრადუსამდე აცხელებს, რაც სპობს ბაქტერიების საშიშ უჯრედებს.
სტერილიზაციის აპარატი ონლაინ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად
ონლაინ მაღაზია ისურვეზე იხილავთ როგორც თავის მოვლის საშუალებებს, ასევე სტერილიზაციის აპარატებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია Sanitizing Box CH-360T.
მისი მოსახერხებელი დიზაინი მოხმარებას ძალიან ამარტივებს, ხოლო ერთდროულად არაერთი სხვადასხვა ხელსაწყოს სტერილიზაციაა შესაძლებელი.
მოხმარების წესი:
დენის წყაროზე დააერთეთ აპარატი, მოათავსეთ მასში დასამუშავებელი ინსტრუმენტები და კარგად დალუქეთ აპარატის კარი. ამის შემდეგ საჭიროა აპარატი სასურველ ტემპერატურაზე დააყენოთ.
აპარატს აქვს ორი ნათურა - წითელი და მწვანე. მწვანე ნათურის ანთება ნიშნავს, რომ აპარატში დაიწყო ჰაერის საჭირო ტემპერატურამდე გაცხელება, ხოლო როცა ჩაქრება, ნიშნავს რომ ტემპერატურა მიღწეულია.
წითელი ნათურის ანთებით სტერილიზატორი განიშნებთ, რომ დაიწყო სტერილიზაციის პროცესი, ხოლო როცა წითელი ნათურა ჩაქრება - აპარატი წყვეტს მუშაობას.
ამ დროს კონტეინერი და ხელსაწყოები ძალიან ცხელია, ამიტომ საჭიროა კონტეინერი სპეციალური კაუჭებით გადმოიტანოთ სტერილიზატორიდან და მოათავსოთ სპეციალურად მომზადებულ ადგილზე, დაელოდოთ გაციებას და სრულიად უსაფრთო ხელსაწყოებით დაიწყოთ კოსმეტოლოგიური პროცედურა.
სტერილიზაციის აპარატი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით და აქვს გრძელვადიანი ხარისხის გარანტია, რაც ნიშნავს, რომ ის წლების განმავლობაში შეძლებს მოვალეობის დაბრკოლების გარეშე შესრულებას.