სარწყავი პომპები
სარწყავი პომპები - იტალიური, გერმანული და სხვა ევროპული ქვეყნის მოდელები. ყველაზე გამძლე პომპები, საუკეთესო ფასად და უფასო ადგილზე მიტანით მთელს საქართველოში.
დიდი ხანია არავინ დაობს იმაზე, რომ სარწყავი პომპები და წყლის სატუმბები, კერძო სახლის ან აგარაკის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი სწორი არჩევანია.
შესაფერისი ტექნიკური პარამეტრებით, სარწყავი პომპების შერჩევა ძალიან რთული საქმეა, რადგან კომპანიები აწარმოებენ და გვთავაზობენ ასობით სხვადასხვა სატუმბ მოწყობილობას, რომელთა შეძენისასაც უნდა გავითვალისწონოთ ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები როგორიცაა: ენერგია, წნევა, სიჩქარე და შეწოვის სიღრმე.
სარწყავი წყლის ტუმბო ეზოსა და ბაღის მოვლისათვის ყველაზე მარტივი გამოსავალია
სარწყავი წყლის ტუმბო უამრავი მასალის, ზომის, მოცულობისა და წარმადობის არსებობს და მისი არჩევისას უნდა განისაზღვროს გამოყენებისათვის გათვლილი კონკრეტული მდებარეობა, მუშაობის არეალი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რათა მისი გამოყენებით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.
პომპების შემთხვევაში, არსებობს როგორც ძირითადი კომპონენტები, ასევე დამატებითი კომპონენტები, რომლებიც ზრდიან საიმედოობასა და მუშაობის ხარისხს. აქვე გათვალისწინებულია ასევე სპეციალური მახასიათებლები კომფორტისა და მოხერხებულობისთვის.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორად შეარჩიოთ სარწყავი პომპები, წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელის დეტალურ აღწერას, რაც მახასიათებლების განსაზღვრაში უკეთ დაგეხმარებათ.
აღნიშნული პომპები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, გამოირჩევიან რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით. ესენია:
ფასისა და ხარისხის ოპტიმალური კომბინაცია;
სტაბილური წნევით მაღალი ეფექტურობა;
საიმედოობა - დიდხანს ძლებს და წლების განმავლობაში არ ფუჭდება.
AL-KO HW 3500 Inox Classic
ამ კომპანიის ტექნიკა ცნობილია თავისი ხარისხით ამიტომ, გაყიდვების ნებისმიერ რეიტინგში ყოველთვის სათავეში დგას.
ანალოგიურად, AL-KO HW 3500 Inox Classic პომპა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული მოდელია და პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, არ არის ძალიან ძვირიანი მოდელიც.
კომპაქტურობა - წარმოებაში გამოყენებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ, ტუმბოს ხშირი ჩართვა-გამორთვა, დაბალხარისხიანი ჩინური მოდელებისგან განსხვავებით, პრობლემას არ წარმოადგენს. მოწყობილობის მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება კონკურენტი მოდელების მაჩვენებელს.
სტანდარტულ გაანგარიშებაზე: წუთში 14 ლიტრი თითო ონკანზე - სრულიად საკმარისია საშუალო სახლისთვის, სამზარეულოს ნიჟარისთვის და აბაზანისთვის. წყლის ავზი იკავებს 17 ლიტრ მოცულობას, რაც 2-3 კაციანი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია.
მწარმოებელმა ყურადღება გაამახვილა მასალების ხარისხზეც. ტუმბოს გარსაცმი, ძრავა, ძრავის ლილვი და ჰიდრავლიკური აკუმულატორი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.
სარწყავი პომპა არ კოროზირდება - ანუ, ტუმბოს დაყენება შესაძლებელია ჭასთან ახლოს მდებარე ორმოში, სადაც ტენიანობა შესაძლოა მაღალი იყოს.
Metabo HWW 3300/25 G
Metabo გერმანული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში პროფესიონალური დონის აღჭურვილობითაა ცნობილი. მისი სატუმბები თუ სარწყავი პომპები არის დანადგარი, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და თითქმის ისევე კარგია, როგორც AL-KO. მყიდველები სრულად ენდობიან გერმანულ მწარმოებელს. გარდა ამისა, თითოეულ სატუმბს გააჩნია 3 წლიანი გარანტია.
ტუმბოს სამუშაო ბორბალი დამზადებულია პლასტმასისგან, რომელიც თანამედროვე ტექნოპოლიმერია და შესანიშნავად ეწინააღმდეგება როგორც ზემოქმედებას, ასევე წყლის წნევას. ამასთან, უპირატესობა არის აკუმულატორის გაზრდილი მოცულობა - 24 ლიტრი.
ტუმბოს კორპუსი დამზადებულია თუჯისგან, რომელიც ძალიან ძლიერი და გამძლე ლითონია. ამ მოდელთან შედარებით, უჟანგავი ფოლადის AL-KO ნაკლებად საიმედოა.
ერთადერთი უარყოფითი არის კოროზიისადმი მიდრეკილება ამიტომ, Metabo სატუმბი რეკომენდირებულია დამონტაჟდეს სახლის სარდაფში. თუ მოწყობილობა გჭირდებათ ორმოში სამუშაოდ - იზრუნეთ მის ჰიდროიზოლაციაზე.
მუშაობის მაჩვენებელი საათში 3300 ლიტრია. ანუ, სადგური წუთში 55 ლიტრ წყალს ტუმბავს. ერთ ონკანზე 14 ლიტრის გაანგარიშებისას, საკმარისია ოთხი გასასვლელი წერტილის არსებობა. მაგალითად, სამზარეულოს ნიჟარა, საშხაპე, აბაზანის ნიჟარა და საპირფარეშოს ავზი. საშუალო ზომის კერძო სახლის კომფორტული წყალმომარაგებისთვის, ეს მოწყობილობა მართლაც იდეალურია.
ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საოჯახო და პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ფასდაკლებებით, განვადების სისტემითა და შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით.