სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
ნებულაიზერი
შეიძინეთ წამყვანი ბრენდების საუკეთესო ხარისხის ნებულაიზერი ისურვეზე, უფასო მიწოდებით, გარანტიით, მოქნილი განვადების პირობებითა და მომენტალური ფასდაკლებით ბარათით გადახდის შემთხვევაში.
ნებულაიზერით ინჰალაცია აღიარებულია, როგორც რესპირატორული დაავადებების მკურნალობის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი.
ნებულაიზერი რესპირატორული დაავადებების სამკურნალო აუცილებელი მოწყობილობაა, რომელიც დაავადების სიმპტომების გაქრობას მნიშვნელოვნად აჩქარებს
მისი და სხვა ინჰალატორების შეძენა კი, ყველაზე დაბალ ფასში, გარანტიითა და, როგორც უკვე გითხარით, უფასო საკურიერო სერვისით, მხოლოდ ისურვეზეა შესაძლებელი.
მთელს მსოფლიოში, ექიმები პაციენტებს ინჰალაციას იმ შემთხვევაში უნიშნავენ, თუ გამოხატული აქვთ ხველა, ასთმა, ალერგია, ყელის ტკივილი-წვა და სხვა სასუნთქი გზების სერიოზული დაავადებები.
ინჰალატორები და ნებულაიზერი ხელს უწყობს ორგანიზმს, რომ დაავადების ფართო სპექტრს, სიროფების, მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გარეშე გაუმკლავდეს, რომელთა უმეტესობა ჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას ყველა ანთებით წერტილზე.
ნებულაიზერი საუკეთესო მწარმოებლებისგან ისურვეზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი
ისურვეს ვებ გვერდზე თავის მოვლის კატეგორიაში წარმოდგენილია ის აუცილებელი სამკურნალო მოწყობილობები, რომელთა ქონაც ყველა ოჯახში საჭიროა.
ნებულაიზერი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის გამოსადეგი ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური საშუალებაა ინჰალატორული დაავადებების სამკურნალოდ
მაგალითად წნევის აპარატები, ოთახში ტენიანობის საზომი მოწყობილობები, პირველადი დახმარების ყუთები და სხვა.
ისურვე გთავაზობთ ინჰალატორების ყველაზე დიდ არჩევანს, რომელთაც სხვადასხვა მახასიათებელი აქვთ, არჩევანის გაკეთებაში კი ჩვენ დაგეხმარებით.
საუკეთესო ინჰალატორის არჩევა საკმაოდ რთულია. გასათვალისწინებელია მუშაობის პრინციპი, თერაპიული აეროზოლის წარმოების მეთოდი, სამკურნალო საშუალებების სია, (რომლითაც მუშაობს მოწყობილობა) მთლიანი კომპლექტი და სხვა ფაქტორები.
იმისათვის, რათა არჩევანი გაგიმარტივდეთ, სწორედ ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული ნებულაიზერები თქვენთვის. მათ შორის საუკეთესოების შეფასება წარმოდგენილია ხარისხის, საიმედოობის, აღჭურვილობისა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის საფუძველზე.
ნებულაიზერი ინჰალატორი ის მოწყობილობაა, რომელიც ნებისმიერ ოჯახში უნდა იკავებდეს ადგილს მედიკამენტების გვერდით
როგორ შევარჩიოთ ნებულაიზერი?
ნებისმიერი მოწყობილობა, უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ინჰალაციის სითხეების (წამლების) დახმარებით. იმისათვის, რათა პრეპარატი მიეწოდოს ანთების ადგილს, ის გადადის აეროზოლში, რომელიც კვებავს სასუნთქ გზებს. აეროზოლი იქმნება სხვადასხვა გზით და აქედან გამომდინარე, განსხვავებულია ინჰალაციის მოწყობილობებიც.
ინჰალატორის საუკეთესო მწარმოებლები:
სამედიცინო აღჭურვილობა მრავალი მწარმოებლის მიერ იწარმოება, მაგრამ ჩამონათვალში წარმოდგენილია მხოლოდ საუკეთესო კომპანიები:
- Omron - იაპონური კომპანიაა, რომელიც 80 წელია აწარმოებს სახლისა და სამედიცინო კლინიკებისთვის მოწყობილობებს.
- Flaem Nuova - იტალიური კომპანია, რომელიც ინჰალაციის აპარატების უძველესი მწარმოებელია.
- Microlife - ეს არის სამედიცინო აღჭურვილობის უმსხვილესი შვეიცარული კომპანია, რომელიც ამზადებს აპარატებს სახლისა და პროფესიონალური გამოყენებისთვის.
- Pari GmbH - გერმანული კომპანია, რომელსაც ინჰალაციის თერაპიის სფეროში, საუკუნის ბრენდის წოდება მიენიჭა.
- B.Well - არის შედარებით ახალგაზრდა კომპანია ინგლისიდან, რომელიც ძალიან სპეციალიზირებულ აღჭურვილობებს აწარმოებს.
ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო მოდელის ნებულაიზერები, რომლებიც სხვა მოწყობილობებთან შედარებით, გამოირჩევიან: ხარისხის მაღალი მაჩვენებლით, საიმედოობით, ეფექტურობითა და სხვა ინდიკატორებით.
Omron CompAir NE C-28
ეს არის საუკეთესო ინჰალატორი, რომელიც წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობების თანამედროვე ბაზარზე. მოწყობილობა გამოიყენება სახლსა და სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც ასევე გამოიყენება მედიკამენტების უმეტესობასთან და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ძლიერი კომპრესორი წარმოქმნის ოპტიმალურ საჰაერო ნაკადს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებთან, ბავშვებთან, მოხუცებთან და უმძიმეს პაციენტებთან სამკურნალოდ.
Omron ნებულაიზერი აღჭურვილია 2 მეტრი სიგრძის საჰაერო მილით, ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის განკუთვნილი ნიღბებით, ცხვირის საქშენითა და სატარებელი ჩანთით. მოწყობილობის დიზაინი უმცირეს დეტალებამდეა გათვალისწინებული: რეზინის ფეხები ხელს უშლის ცვეთას, დენის ღილაკი ტენიანობისგან გამჭვირვალე თავსახურითაა დაცული. მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია, ხოლო მოვლა დიდ დროს არ მოითხოვს. ერთადერთი უარყოფითი, რაც შეიძლება აღინიშნოს, არის კომპრესორის ხმაურიანი მუშაობა.
Microlife Neb10
იდეალური ნებულაიზერი მთელი ოჯახისთვის. მოწყობილობას აქვს კომპაქტური დიზაინი, რომელიც ეფექტურია რესპირატორული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, თავსებადია ნებისმიერ ინჰალაციის მედიკამენტებთან. პაკეტში შედის ორი ზომის ნიღაბი და ცხვირის საქშენები. მოწყობილობა და აქსესუარები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
Microlife Neb10 ნებულაიზერის მთავარი მახასიათებელი რეგულატორის არსებობაა, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ წარმოებული ნაწილაკების ზომა. ამის წყალობით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სამიდან ერთი ოპერაციული რეჟიმი და გადაამუშავოს სასუნთქი სისტემის კონკრეტული ტერიტორია.
პრეპარატის თვისებების დაკარგვა სპეციალური სარქველით მინიმუმამდეა დაყვანილი. ძლიერი კომპრესორი მუშაობს დიდი ხნის განმავლობაში შეფერხების გარეშე. მოდელის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მისი ხმაურიანი სამუშაო, რაც კომპრესორის არსებობით არის განპირობებული.