სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ლაზერული აპარატები

ლაზერული აპარატები ისურვეზე - ფოტო ეპილატორების ფართო არჩევანი, მაღალი ხარისხი, გარანტია და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები.

ლაზერული აპარატები

არსებობს ასეთი ძველი გამონათქვამი: სილამაზე მსხვერპს მოითხოვსო. ამ მსხვერპლზე კი თითქმის ყველა ქალბატონი მიდის სხვადასხვა პროცედურის ჩატარებით. მაგალითად, იქნება ეს პილინგი, ცელულიტების საწინააღმდეგო მასაჟები თუ ეპილაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამარტივებით, დღეს უკვე ყველანაირი პროცედურის ჩატარება უმტკივნეულოდ შეიძლება. განსაკუთრებით ეპილაციის შემთხვევაში, რაშიც ქალბატონებს განსაკუთრებით ხელს უწყობს ლაზერული აპარატები.

სხეულზე არსებული ნებისმიერი თმის მოცილება დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს და ამისათვის ბევრ საშუალებებთან ერთად, ყველაზე ეფექტურია ლაზერული აპარატები , რომელთა შესახებაც აღწერაში  ვრცლად ვისაუბრებთ. 

წლების წინ, თუკი თმის მოცილება ე.წ. „ძაფით ეპილაციით“ ხდებოდა,  დღეს უკვე ეპილატორების იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია ბაზარზე, რომ მოძველებულ მეთოდებს აღარავინ მიმართავს.

და რაც ასევე ძაან მნიშვნელოვანია, აღარ არსებობს საჭიროება ამ საკმაოდ ძვირიანი პროცედურების ჩასატარებლად სხვადასხვა სალონებში იაროთ.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ეპოლატორის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, იქნება ეს მთლიანი ტანი თუ კონკრეტულად სახე. არსებობს ასევე მოდელები, რომლებიც კონკრეტული ზონისთვის გამოიყენება. პირობითად, ტრიმერი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ბიკინის ზონისთვის.

სტანდარტული ტიპის ეპილატორების გარდა, ბოლო წლებია ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა ლაზერული ეპილატორები,  რომლებიც არათუ იღებენ თმას ბოლქვებიდან, არამედ იქვე კლავენ და რამოდენიმე კვირის განმავლობაში არ აძლევენ ამოსვლის საშუალებას.

გარდა ამისა, ლაზერული აპარატები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თმაზე იმ მხრივ, რომ იქვე შლიან მის სტრუქტურას, რის გამოც, რამოდენიმე პროცედურის ჩატარების შემდეგ, თმა უკვე ნელ-ნელა იწყებს სრულად გაქრობას. გამოყენების თვალსაზრისით, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა კანისთვის.

იმისათვის, რათა თემა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მოდელის აღწერას, რომლიდანაც გავიგებთ რა მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეს ელექტრო ეპილაციის აპარატს.

Tria Hair Removal Laser Precision - ძალიან კომპაქტური  7X17 სმ-ის ზომის ლაზერული აპარატია, რომელიც ხელში ძალიან კომფორტულად ჯდება. მოწყობილობა მუშაობს ბატარეებზე. უწყვეტი ოპერაციის დრო 15 წუთია, მაგრამ თუკი 30 წამის განმავლობაში აღარ გამოიყენებთ  ეპილატორს, იგი ავტომატურად გაითიშება, რაც ბატარეების დაზოგვის საშუალებასაც მოგცემთ. 

ლაზერული აპარატები

გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი მოდელი განკუთვნილია კონკრეტული ზონებისთვის, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ეპილატორი გამოიყენება როგორც ტანისთვის, ასევე - სხეულისთვის. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბატარეების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება სხეულის დიდი ზონის დამუშავება.

ზოგადად, ლაზერული ეპილატორების დადებითი თვისება სწორედ ისაა, რომ მათი გამოყენება ერთნაირად შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. მოწყობილობაში არსებული სენსორი კი, სრულიად იცავს კანს დამწვრობისა და დაზიანებისგან.

ეპილატორს გააჩნია გაგრილების სისტემაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ლაზერული ეპილაცია კიდევ უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის. უშუალოდ ხელსაწყოზე განთავსებულია ოპერაციის მარეგულირებელი ღილაკი, ასევე დატენვისა და დაბლოკვის ფუნქციები.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომა;
  • დამწვრობისგან დაცვა;
  • გადახურებისგან დაცვა;
  • მისაღები ფასი.

ნაკლოვანებები:

  • ბატარეა ვერ ძლებს დიდი ხნის განმავლობაში;
  • ვერ უმკლავდება სხეულის დიდ არეალს.

თუკი ლაზერული ეპილაციისთვის სალონებს ხშირად სტუმრობთ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ იგივე პროცედურების ჩატარება სახლის პირობებშიც იდეალურად შეიძლება Rio Salon Laser Tweezer -ის გამოყენებით.

აღნიშნული ლაზერული აპარატი ზუსტად იგივე შედეგს მოგცემთ, რომელიც ესთეტიკის სალონებში არსებულ აპარატებს აქვთ. გარდა ამისა, სპეციალური სენსორების საშუალებით, მოწყობილობა ხედავს ყველაზე მცირე და წვრილ თმასაც კი.

ლაზერული აპარატები

მიუხედავად იმისა, რომ აპარატი რეკომენდირებულია სახისთვის, წარბების მიდამოებში  მაინც არ გვირჩევენ მათ გამოყენებას სპეციალისტები. აპარატი აღჭურვილია მუშაობის 5 რეჟიმით და აქვს სპეციალური საკეტი შემთხვევითი ჩართვისგან თავის ასაცილებლად.

იმ შემთხვევაში, თუკი მოწყობილობას არ გამოიყენებთ 1 წუთის განმავლობაში, იგი ავტომატურად გადადის ეკონომიურ რეჟიმზე, ხოლო 20 წუთის შემდეგ - მოლოდინის რეჟიმი აქტიურდება. წინა მოდელისაგან განსხვავებით, ეს ლაზერული აპარატი ქსელში მიერთებით მუშაობს და სამწუხაროდ, ბატარეები არ გააჩნია.   

უპირატესობები:

  • სწრაფად ამუშავებს სხეულის ნებისმიერ ზონას;
  • აქვს დამწვრობის საწინააღმდეგო დაცვა;
  • განთავსებულია დისპლეი;
  • აპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე - მამაკაცებისთვის.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.