მაცივარი Indesit ITS 4200 W კლასი A
მაცივარი Indesit ITS 4200 W კლასი A
Regular price 1,299.00 ლარი 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Indesit ITS 4180 W კლასი A
მაცივარი Indesit ITS 4180 W კლასი A
Regular price 1,249.00 ლარი 1,149 ლარი / თვეში 62 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ინდეზიტის მაცივრები

იტალიური ბრენდის, ინდეზიტის მაცივრები ისურვეზე, საუკეთესო, ორიგინალი ხარისხის საუკეთესო ფასად.

გადაიხადეთ ბარათით და მიიღეთ მომენტალური ფასდაკლება სასურველ ნივთებზე.

ინდეზიტის მაცივრები

თუ იაფიანი მაცივარი გჭირდებათ სახლისთვის, აგარაკისთვის ან ეძებთ საჩუქარს მშობლებისთვის, რომლებიც თანამედროვე მოწყობილობის პარამეტრებს დიდად ვერ უგებენ - მაშინ აუცილებლად გადაავლეთ თვალი ინდეზიტის მაცივრებს.

ინდეზიტის მაცივრები - ხარისხის იტალიური გარანტია

მოკლე აღწერაში შევკრიბეთ ინდეზიტის მაცივრების უახლესი და მრავალფუნქციური მოდელები, რომელთა თითოეულ დადებითსა და უარყოფით მახასიათებლებს განვიხილავთ.

ჩვენი აღწერის მეშვეობით თქვენ მარტივად შეარჩევთ თქვენთვის მოსაწონ მაცივარს და, რაც მთავარია, მას ყველაზე იაფად და კომფორტულად შეიძენთ.

Indesit DF 5181 E - ეს არის გარე პანელისა და ელექტრო კონტროლის მქონე თანამედროვე მაცივარი, რომლის მოცულობა საკმაოდ მაღალი - 298 ლიტრია.

მაცივრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია საყინულე გამჭირვალე უჯრით, რომლის ცალკე მოცულობა 75 ლიტრია. ზედა ნაწილში საკმაოდ ბევრი თაროებია, ასევე კალათები საკვებისა და ბოსტნეულის შესანახად. მოკლედ, მაცივარი  ნამდვილად იდეალურია დიდი ოჯახისთვის.

დადებითი:

  • ელექტრონული კონტროლი შესაძლებელია ეკრანის საშუალებით;
  • FrostFree ფუნქცია - გულისხმობს შემდეგს: არ წარმოქმნის ყინულებს არც პროდუქტებზე და არც მაცივრის შიდა კელდებზე;
  • აქვს  სწრაფი გაყინვისა და გაგრილების ფუნქცია;
  • მშვიდი მუშაობა ნაკლები ხმაურის გარეშე - 40 დბ;
  • თუკი შემთხვევით კარი ღია დაგრჩებათ, ხმოვანი სიგნალი აუცილებლად გაცნობებთ ამის შესახებ ;
  • საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი ამ მრავალფუნქციური მოდელისთვის.

Indesit IBS 20 AA -  2  მეტრიანი და 2 კამერიანი ინდეზიტის მაცივარი, გამოირჩევა საკმაოდ დიდი საყინულით. მოწყობილობის მთლიანი მოცულობა თუკი 233 ლიტრია, აქედან ცალკე 108 ლიტრი საყინულეს აქვს დაკავებული.

ინდეზიტის მაცივრები

ფართო საყინულეში შესაძლებელია 4 ყუთის თავისუფლად მოთავსება, რომელიც მოსახერხებელია მცირე პროდუქციის შესანახადაც.

დადებითი:

  • მაცივრის შიგნით დაბალანსებული ტენიანობა, რომელიც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს საკვები პროდუქტების სიჯანსაღეს;
  • შესაძლებელია ტემპერატურის შენარჩუნება 19 საათამდე;
  • კარების გადაადგილების შესაძლებლობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • არ აქვს მნიშვნელოვანი დამატებითი ფუნქციები;
  • დაბალი გაყინვის ძალა.

Indesit DS 3201 W - დიდი მაცივარი  იდეალური მუშაობის შესაძლებლობით.

მოდელი საკმაოდ ძლიერია, რის გამოც, დღეში დაახლოებით 4 კილოგრამს ყინავს. ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, ინდეზიტის მაცივარი დაბალ ტემპერატურას 18 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

ინდეზიტის მაცივრები

მოწყობილობის მთლიანი მოცულობა 252 ლიტრია, აქედან 87 კი საყინულეს ეკუთვნის.

დადებითი:

  • შესანიშნავი, დახვეწილი დიზაინი;
  • FrostFree ფუნქცია - გულისხმობს შემდეგს: არ წარმოქმნის ყინულებს არც პროდუქტებზე და არც მაცივრის შიდა კელდებზე;
  • თაროები დამზადებულია სქელი  მინისგან;
  • აქვს კარების გადაადგილების შესაძლებლობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • მუშაობის დროს ხმაურიანია - 45 დბ.

Indesit IBS 15 AA - მოსახერხებელი ვარიანტი, რომელიც კარგია პატარა ოჯახისთვის.

კომპაქტური ზომების მიუხედავად, ამ ერთ-ნახევარი მეტრის მაცივარს, საკმაოდ დიდი - 189 ლიტრიანი ტევადობა აქვს. აქედან 54-ს საყინულე იკავებს.

მაცივარში მოთავსებულია 3 თარო და სათავსო ბოსტნეულისთვის. ქვედა სივრცეში კი მოთავსებულია 2 გამჭირვალე პლასტიკური ყუთი.

დადებითი:

  • კომპაქტური ზომები - 60x62 სმ, სიმაღლე 152 სმ;
  • კედლებზე აქვს სპეციალური ანტიბაქტერიული დაცვა, რომელიც თავიდან აგაცილებთ   მიკრობებს, ობსა და სოკოებს;
  • შესაძლებელია ტემპერატურის შენარჩუნება 15 საათამდე;
  • კარები იღება 115 °-ზე;
  • აქვს ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • სუსტი გაყინვის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში 2 კგ-ზე მეტს ვერ ყინავს.
  • მუშაობის პროცესში საკმაოდ ხმაურიანია.