სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ელექტრო წნევის აპარატი

ელექტრო წნევის აპარატი, თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ატრიბუტი, რომელიც ყველას სახლში უნდა იყოს, როგორც სიცოცხლისთვის ძალიან საჭირო ნივთი.

მიიღეთ საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება ან ადგილზე გადახდის სერვისი, ყველაზე დაცულ საბარათე ანგარიშსწორებასთან ერთად.

ელექტრო წნევის აპარატი

ნებისმიერი ფასის ელექტრო წნევის აპარატს შეძენის შემდეგ კურიერი ადგილზე უფასოდ მოგიტანთ.

ელექტრო წნების აპარატი ნამდვილი აღმოჩენაა  ჰიპერტონიითა და მაღალი წნევით დაავადებული ადამიანებისთვის. მსგავსი მოწყობილობები საშუალებას გაძლევთ, ყოველდგვარი დახმარების გარეშე,  სწრაფად განსაზღვროთ წნევა მინიმალური შეცდომით.

და თუ გავითვალისინებთ, დღევანდელობის გადატვირთულ და სწრაფ ცხოვრების რიტმს, სამწუხაროდ, დამერწმუნეით, რომ  ელექტრო წნევის აპარატი ყველა ოჯახში უნდა იყოს.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ყველა მოწყობილობა არ იძლევა ზუსტ მონაცემებს და მათი გამოყენება არც ისე ადვილია. იმისათვის, რათა არჩევანის გაკეთება უფრო გაგიადვილდეთ,  გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს საუკეთესო რეიტინგს ელექტრო წნევის აპარატების შესახებ.

Omron M2 Basic - აპარატი მხრის სამაჯურთან ერთად

ომრონის წნევის აპარატის ეს მოდელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ და პრაქტიკულ მოწყობილობად, რომელიც აღჭურვილია მხრის სამაჯურით, რომლის ზომა შეიძლება  20-დან 32 სმ-მდე განსხვავდებოდეს.

სწრაფი წნევის გაზომვისთვის, წრის რეგულირების ფართო სპექტრი საშუალებას გაძლევთ,  გამოიყენოთ მოწყობილობა არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ - ბავშვებშიც.

უპირატესობები:

  • მოწყობილობის მეხსიერებაში შესაძლებელია უახლესი შედეგების შენახვა, რომელიც შექმნილია 30 მონაცემის შესანახად;
  • მონიტორის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნათლად დაათვალიეროთ მასზე ნაჩვენები ყველა ინფორმაცია;
  • დიდი ფორმატის მონაცემები;
  • აქვს ხმის ინდიკატორი, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც სამაჯური არ არის სწორად დაფიქსირებული;
  • მაღალი წნევის შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ჯანმოს ნორმიდან გადახრა, აპარატი იძლევა სიგნალს;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • ძალიან მცირე ზომის სამაჯური, რომელიც არ არის შესაფერისი ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.

B.Well WA88

კომპაქტური წნევის აპარატი მცირე ელექტრონული ერთეულით და ვიწრო ღილაკით, რომლის მხრის სამაჯური რეგულირდება 14-20 სმ ფარგლებში. მგრძნობიარე სენსორების წყალობით, მოწყობილობა მყისიერად ამოიცნობს წნევას. 3D პოზიციონირების სისტემა კი, უზრუნველყოფს პულსის ზუსტ რაოდენობას აქტიური მოძრაობების დროს.

ელექტრო წნევის აპარატი

უპირატესობები:

  • მისაღები ფასი;
  • მუშაობს ბატარეებზე, რომელიც მარტივად შეიძლება შეიცვალოს;
  • მსუბუქი წონა - 120 გრ, რომლის  წყალობით, მოწყობილობა არ იწვევს ზედმეტ დისკომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროს;
  • მეხსიერების ბარათი;
  • კონტროლის მარტივი ღილაკი;
  • ეკრანი იკავებს მოწყობილობის მთლიან ნაწილს.

ნაკლოვანებები:

  • მოწყობილობის მაღალი მგრძნობელობა ხელის გადაადგილებისას. ანუ, თუ გაზომვის დროს, ხელის კუნთებს დაძაბავთ, შედეგი დამახინჯდება 15-50 ერთეულით;

CONTEC 08A - დესკტოპის წნევის აპარატი კომპიუტერთან დაკავშირების შესაძლებლობით.

ელექტრო წნევის აპარატი

მოდელის გამოყენება შეუძლია პარალელურად ორ მომხმარებელს, ხოლო თითოეული მათგანისთვის მწარმოებელი გთავაზობთ მონაცემების ავტომატურ შენახვას.

აპარატი უზრუნველყოფს მონაცემების გადაცემას USB პორტის საშუალებით, თუკი იგი დაკავშირებულია კომპიუტერთან.

უპირატესობები:

  • სამაჯურის მინიმალური წრე 22 სმ-ია, რაც საშუალებას გაძლევთ გაუზომოთ წნევა ბავშვებსაც;
  • ფერადი LCD ეკრანი ყველა პარამეტრის დეტალური ჩვენებით;
  • ღილაკის კონტროლი;
  • მუშაობს როგორც ბატარეებიდან, ასევე - ელექტრო ენერგიით;
  • მოყვება ქსელის ადაპტერი;

ნაკლოვანებები:

  • მოწყობილობის მართვის რთული ალგორითმი;
  • მაღალი ფასი.

Qardio QardioArm

მაჯის წნევის აპარატი, რომელიც წარმოდგენილია ეკრანის გარეშე, საშუალებას გაძლევთ გაიზომოთ წნევა სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენებით. ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა გადმოწეროთ სპეციალური აპლიკაცია, მოათავსოთ სამაჯური თქვენს მხარზე და ჩართოთ მოწყობილობა.

ელექტრო წნევის აპარატი

ორმაგი გაზომვის მეთოდის წყალობით, მოწყობილობა მუდმივად აკონტროლებს არა მხოლოდ წნევას, არამედ პულსსაც.

უპირატესობები:

  • მეხსიერების ბარათი ორი მომხმარებლისთვის, რომელიც ავტომატურად ინახავს უახლეს მონაცემებს;
  • კავშირის მაღალი სიჩქარე Bluetooth პორტის საშუალებით;
  • სმარტფონზე მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კლასიკური ვერსიით, ასევე - გრაფიკების ან სქემების სახით;
  • მონაცემთა გაერთიანების შესაძლებლობა სხვა Qardio პროგრამებთან;
  • პორტატულობა - მოწყობილობა მუშაობს 4 ბატარეით და ამის მიუხედავად, საკმაოდ მცირე ზომისაა. შეგიძლიათ აპარატი მოგზაურობაში ან შორ გზაზე გადაადგილებისას თან ატაროთ.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

წამყვანი ბრენდების მაღალი წნევის აპარატი განვადებით ან ფასდაკლებით და უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში.

მაღალი წნევის საზომი კლასიკური მოწყობილობა სწორედ მექანიკური  აპარატებია, რომლებიც მრავალი წელია, რაც სამედიცინო ბაზარზე არსებობს. ასეთი მოწყობილობები ხასიათდება შედეგის მინიმალური შეცდომითა და დაბალი ღირებულებით.

ელექტრო წნევის აპარატი

დღევანდელ აღწერაში კი  მიმოვიხილავთ მაღალი წნევის აპარატებს, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მაღალი შეფასებები მომხმარებლების მხრიდან.

Little doctor  LD-71 - საუკეთესო წნევის საზომი მცირე წონით

მარტივი, მსუბუქი მექანიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის მონიტორინგისთვის და დასარეგულირებლად, ხელმისაწვდომია ძალიან დაბალ ფასში.

აპარატის წონაა მხოლოდ 328 გრამი, ხოლო გაზომვის შეცდომა მინიმალურია - 3 მმ. მხრის სამაჯურის დიამეტრია - 25-დან 36 სმ-მდე.

უპირატესობები:

  • აპარატს აქვს მეტალის სხეული;
  • გასაბერი რეზინის ბურთულა აღჭურვილია სპეციალური ფილტრით, რომელიც ხელს უშლის დამაბინძურებლების მოხვედრას;
  • რეზინის ბურთულა უზრუნველყოფს გლუვი ჰაერის მიწოდებას.

ნაკლოვანებები:

  • მხრის სამაჯურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 24 სმ დიამეტრზე. ამიტომ, ამ მოდელის გამოყენებას ვერ შესძლებთ  ბავშვებში წნევის გასაზომად;
  • რეზინის ბურთულას აქვს მცირე მოცულობა, რის გამოც სჭირდება ბევრი დრო, რომ სრულად გაბეროს სამაჯური.

B.Well WM-63S - არტერიული წნევის პროფესიონალური აპარატი

მოდელი განკუთვნილია წნევის  ყველაზე სწრაფი და ზუსტი  განსაზღვრისთვის,  რომელიც განსაკუთრებით გამოადგებათ მედიცინის თანამშრომლებს, სპეციალისტებს.

ელექტრო წნევის აპარატი

მხრის სამაჯურის გაზრდილი  სიგანე  უზრუნველყოფს წნევის ერთიან გაზომვას წინა მხარზე, რაც დადებითად აისახება მოწყობილობის გაზომვის  სიზუსტეზეც. გარდა ამისა, პროცედურის დროს, მოდელისგან  ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობთ.

უპირატესობები:

  • ლითონის „ბეჭედი“ საშუალებას გაძლევთ, საიმედოდ დააფიქსიროთ სამაჯური საჭირო სიგრძეზე;
  • სტეტოსკოპს აქვს ლითონის ჩარჩო, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს სამაჯურზეც;
  • ციფრების გაფართოებული ჩვენება;

ნაკლოვანებები:

  • ძალიან პატარა ჩანთა მოწყობილობის შესანახად;
  • თხელი, სწრაფად დეფორმირებადი მილები.

TAKIO Comfort - ყველაზე პრაქტიკული მაღალი წნევის აპარატი

კლასიკური ტიპის,  მექანიკური წნევის საზომი  აღჭურვილია მხრის სამაჯურის სტანდარტული სიგრძით, რომლის  ზომაა 22-დან 32 სმ-მდე. ოპტიმალურია დამოუკიდებელი გამოყენებისთვისაც.

ელექტრო წნევის აპარატი

უპირატესობები:
  • მხრის სამაჯური  დამზადებულია ძლიერი ჰიპოალერგიული მასალისგან;
  • მანომეტრი აღჭურვილია გამძლე შუშით;
  • აქვს ციფრების გაფართოებული ჩვენება.

ნაკლოვანებები:

  • სხვა ანალოგიურ მოდელებთან შედარებით,  ფასი ოდნავ უფრო მაღალია;
  • რეზინის ბურთულა დამზადებულია რბილი PVC-სგან, რომელიც მგრძნობიარეა მექანიკური დაზიანებების მიმართ.

CS Medica CS 105 - უნივერსალური წნევის აპარატი  მოზრდილებისა და ბავშვებისთვის

პრაქტიკული მოდელი, რომლის მხრის სამაჯურის სიგრძე 20-დან 38 სმ-მდეა. შესაფერისია არა მხოლოდ მოზრდილების წნევის გაზომვისთვის, არამედ - ბავშვებისთვისაც.

სპეციალური სარქველი საშუალებას გაძლევთ, დამოუკიდებლად გამოიყენოთ მოწყობილობა სახლშიც. სამაჯურის სწრაფი დაფიქსირების მიზნით, გათვალისწინებულია ლითონისგან დამზადებული კომპაქტური რგოლი.

უპირატესობები:

  • ჩაშენებული სტეტოსკოპის გამო, კომფორტულია მისი ხელში დაჭერა.

ნაკლოვანებები:

  • მხრის სამაჯურში არსებული ლითონის რგოლის გამო, მოწყობილობა იწონის 400 გრ-ზე მეტს;

CS Medica CS 105  მოდელის გამოყენებით, შეუძლებელია წნევის გაზომვა ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რომელთა მხრის სიგრზე 40 სმ-ზე მეტია.

A&D UA-100 - წნევის გასაზომი  ჩაშენებული სტეტოსკოპით

A&D UA-100 მოდელის აპარატი უზრუნველყოფს ყველაფერს საიმისოდ, რათა დამოუკიდებლად შესძლოთ წნევის გაზომვა. აქვს ჩაშენებული სტეტოსკოპი, რომელსაც  მეტალის სხეული და მგრძნობიარე მემბრანა აქვს.

უპირატესობები:

  • მხრის სამაჯურის სიგრძის რეგულირება 22-დან 32 სმ-მდე;
  • რეზინის ბურთს აქვს უზარმაზარი უსაფრთხოების სარქველი, რათა მტვერი არ მოხვდეს მასში;
  • აქვს ციფრების გაფართოებული ჩვენება.

ნაკლოვანებები:

  • აპარატის მოკლე მილის.

წნევის აპარატებზე, ისევე როგორც ყველა სხვა შენაძენზე ისურვეში მოქმედებს განვადების სისტემა, ხოლო საკურიერო სერვისი ჩვენთან უფასოა.