სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
ელექტრონული წნევის აპარატი
ელექტრონული წნევის აპარატი, ჯანმრთელობის უკეთ, მარტივად საკონტროლებლად.
მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სუპერ ხარისხიანი მოდელები, წამყვანი მწარმოებლებისგან.
წნევის აპარატი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე
დღეს ოჯახი წნევის აპარატის გარეშე იშვიათია, რადგან არტერიული წნევის კონტროლი მუდმივად საჭიროა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც წნევის პრობლემებს ხშირად უჩივის.
წნევის აპარატი ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, რომელიც გულისცემასა და არტერიული წნევის გაზომვას ძალიან მცირე დროს ანდომებს და ზუსტად ასახავს მაჩვენებლებს.
სტრესული და დატვირტთული ყოველდღიურობისას ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი თავის დაზღვევისათვის აუცილებელია, ამიტომ ოჯახებში ხშირად მოიძებნება ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა წნევის აპარატი, თერმომერტი, ინჰალატორი.
წნევის აპარატი ხარისხიანი და სანდო მწარმოებლებისგან
ჯანმრთელობა ის საკითია, რომელთან დაუდევრობაც ყველაზე დიდი რისკია, ამიტომ ხარისხიანი მოწყობილობები ყველას უნდა ჰქონდეს, რათა მოულოდნელი პრობლემის აღმოჩენისთანავე შეძლოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ხარისხი კი, ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ენდობოდეთ ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აგებს პასუხს და დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რა მოქმედებებია საჭირო, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.
ელექტრო წნევის აპარატი ძალიან მარტივი და კომფორტული მოსახმარია, რაც არ საჭიროებს დიდ დროსა და ბევრი დეტალის ცოდნას, ზოგადად, ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანის საქმის გამარტივებასა და კომფორტს ემსახურება.
გამონაკლისი არც წნევის აპარატი და მსგავსი საშუალებებია, რომლებიც წლების წინ მხოლოდ მექანიკური გამოყენებისთვის იქმნებოდა.
წნევის ელექტრო აპარატი მხოლოდ რამდენიმე მარტივ მოქმედებას საჭიროებს, რომლის შესრულებაც ყველას შეუძლია და დამოუკიდებლად წნევის გაზომვა აღარ არის პრობლემა.
მექანიკური წნევის საზომი ბავშვობიდან ყველას გვახსოვს და ვიცით, რომ წნევის გაზომვისას ოთახში იდეალური სიჩუმე იყო საჭირო, ელექტრო მოწყობილობის გამოყენებისას კი ეს აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ასევე შეცვლილია აპარატის დიზაინი და აღჭურვილობა, რომელიც ასე ართულებდა მის გამოყენებას.
წნევის აპარატი ელექტრო მოწყობილობაა, რომელსაც ასაკიანი ადამიანები უპრობლემოდ იყენებენ, მისი ინდივიდუალური მოდელები, როგორც წესი, ეკრანზე კვეთრადა და გარკვევით აღნიშნავენ მაჩვენებლებს, რასაც მხოლოდ რამდენიმე წამს ანდომებენ.
მაჯის ელექტრონული საზომი აპარატი უამრავი მოდელის არსებობს, რომლებიც წარმოებულია სხვადასხვა ხარისხიანი ფირმისგან და მათი შეძენა ყველაზე მარტივი ისურვეზეა, მოქნილი გადახდის პირობების დამსახურებით.
გადახდა შესაძლებელია როგორც კურიერთან, ასევე ონლაინ ბარათით, რომლის დროსაც დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
წნევის აპარატი განვადებით მარტივი პროცედურის საშუალებით, რომელიც რამდენიმე წუთს საჭიროებს, ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ და ისარგებლოთ იმ ბანკის მომსახურებით, რომლითაც ისურვებთ.
ასევე, თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ განვადების ვადა და გადახდის თარიღი.
წნევის აპარატები იაფად მხოლოდ საუკეთესო მწარმოებლებისგან ისურვეზე, სადაც მოქმედებს ხარისხის გრძელვადიანი გარანტია და მომსახურების საუკეთესო პირობები.
ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
ჩვენს საიტზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ელექტრონული წნევის აპარატების ყველაზე დიდი არჩევანი, ჩვენ კი ვეცდებით მარტივად აგიღწეროთ ისინი, რათა თქვენი არჩევანი გავამარტივოთ.
წნევის საზომი აპარატების 3 ძირითადი ტიპის არსებობს: ელექტრონული, ნახევრად ელექტრონული და მექანიკური. აპარატი, თავის მხრივ, იყოფა სამაჯურის ფიქსაციის ტიპებად, რომელშიც გამოიყოფა ქვეკატეგორიები: მხრის, მაჯის, თითის.
ელექტრონული წნევის აპარატი
ერთ-ერთი საუკეთესო და ხელმისაწვდომი მოწყობილობაა მომხმარებლებისთვის. საკმარისია ზუსტად მოირგოთ მხარზე სამაჯური და დააჭიროთ ჩართვის ღილაკს. აპარატი თვითონვე ასრულებს ყველა დავალებას და შედეგები გამოაქვს ეკრანზე.
მოწყობილობის სამაჯური მაგრდება მკლავის ზედა ნაწილზე.
მაჯის წნევის აპარატი ფიქსირდება უშუალოდ მაჯის ზემოთ.
წნევის საზომი მოწყობილობებიდან, ყველაზე უფრო მობილური და კომპაქტურია მაჯის აპარატები. არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები მოწყობილობებისთვის, მაგრამ ხანდაზმულ პაციენტებს ურჩევნიათ გამოიყენონ ელექტრონული წნევის აპარატები.
ნახევრად ელექტრონული წნევის აპარატი
საუკეთესო აპარატია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს თანხა მოწყობილობის შესაძენად. ელექტრო მოდელებთან შედარებით, ნახევრად ელექტრონული მოწყობილობები ბევრად იაფია. გაზომვა ხორციელდება თავად მოწყობილობის მიერ, არ საჭიროებს მფლობელის ჩარევას და ეკრანზე აჩვენებს შედეგებსაც.
მექანიკური წნევის აპარატი
ჰაერის ჩატუმბვა ხორციელდება რეზინის ბურთის გამოყენებით, ხოლო ხმები ისმის ფონონოსკოპის საშუალებით. მომხმარებელი თავად აკონტროლებს წნევის მრიცხველს.
Omron M6 - უნივერსალური სამაჯურით
მოწყობილობა გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და საიმედოობით. ამასთან, გათვალისწინებულია მომხმარებლისთვის საჭირო ინდივიდუალური მახასიათებლები. აღჭურვილია მეხსიერების ბარათით, რომლის გამოყენება ერთდროულად შეუძლია ორ მომხმარებელს.
გარდა ამისა, აპარატს აქვს მრავალი სხვა ინდიკატორი: არითმიის საზომი, სამაჯურის სწორი ფიქსაცია, მოძრაობა და ა.შ. არის საკმაოდ ეკონომიური და მოსახერხებელი მოწყობილობა.
Omron M3 - ექსპერტი უნივერსალური მხრის სამაჯურით
ფასისა და ხარისხის ოპტიმალურმა თანაფარდობამ, შესაძლებელი გახადა, რომ მოდელი მომხვდარიყო წლის საუკეთესო აპარატების რეიტინგში. Intellisense ტექნოლოგია უზრუნველყოფს კომფორტულსა და ზუსტ გაზომვას.
მოწყობილობა აღჭურვილია მხრის სამაჯურით, არითმიის საზომით, სათანადო ფიქსაციის ინდიკატორითა და მეხსიერების ბარათით, რომელიც 100-მდე გაზომვის შედეგს ინახავს. ნაკრები მოიცავს ადაპტერს.
Microlife BP A6 PC AFIB - არტერიული წნევის საზომი
მესამე ადგილი მიენიჭა AFIB ფუნქციის მოდელებს. მოწყობილობა აღჭურვილია MAM ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ზედიზედ 3 გაზომვა და გამოთვალოთ საშუალო მონაცემები. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არითმია აწუხებთ. გარდა ამისა, აპარატი ინახავს ბოლო 100 შედეგს. დიზაინი კი ცალკე, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
B.Well WA-77
მოდელის მოხმარება მიზანშეწონილია არტერიული წნევის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის. აპარატის მახასიათებელია ხმოვანი შეტყობინებების არსებობა.
გარდა ამისა, აღჭურვილია Fuzzy-Logic ტექნოლოგიით, მოსახერხებელი უნივერსალური სამაჯურით, ბოლო გაზომვის მეხსიერებითა და არითმიის მაჩვენებლით. მოწყობილობა ეკონომიურია - მუშაობს 4 ბატარეაზე ან ქსელის ადაპტერით, რომელიც მოყვება ნაკრებს.
Omron R3 Opti - მაჯის არტერიული წნევის აპარატი
ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით, ეს მაჯის მოდელები ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლებიც აღჭურვილია Intellisense ტექნოლოგიით, არითმიის საზომით და ა.შ. მოწყობილობა ითვლის ბოლო სამი გაზომვის საშუალოს და ინახავს 60 პროცედურის შედეგებს.
აპარატის კომპაქტური დიზაინი და ბატარეის ხანგრძლივობა საშუალებას გაძლევთ, ატაროთ მოწყობილობა თქვენთან ერთად. ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ჩანთის არსებობა.
A&D UA-777 AC
ეს არის კლასიკური წნევის საზომი აპარატი, რომელიც ღჭურვილია Intellitronic ტექნოლოგიით, არითმიის ინდიკატორით და ჯანმოს სტანდარტების ფუნქციით. შეუძლია დაიმახსოვროს ბოლო 90 შედეგი. არის ძალიან ეკონომიური და მოსახერხებელი, რომელიც მუშაობს 4 ბატარეით ან ქსელის ადაპტერით. აქვს სპეციალური ჩანთა, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტირებისთვის.
Medisana BU 550 Connect
გერმანიაში დამზადებული ეს გაჯეტი, აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო აპარატების რეიტინგში, რადგან მოწყობილობა ზუსტია მისი გაზომვების მაჩვენებლით, რომელსაც აქვს თანამედროვე დიზაინი, არითმიის ინდიკატორი და ფერადი შკალები.