სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


დიოდის აპარატი

დიოდის აპარატი, იგივე ფოტო ეპილატორი, ან ლაზერული ეპილაციის აპარატი ზედმეტი თმის მოშორების საუკეთესო ხერხია. დღეს უკვე შესაძლებელია რომ ასეთი აპარატის მოხმარებისთვის შესაბამის სალონებში კი არ იაროთ, არამედ თქვენ თვითონ, სახლის პირობებში, თქვენთვის მისაღებ დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღოთ დიოდის აპარატის ბენეფიტები.

დიოდის აპარატი

ზაფხულში, როდესაც ზღვის სეზონი აქტუალურობას იძენს,  ბევრი ქალბატონი სტუმრობს ესთეტიკის სალონებს ეპილაციისთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სულაც არ არის საჭირო სალონებში სიარული, დროისა და ფინანსების ხარჯვა, რადგან  სახლის პირობებშიც შეგიძლიათ იგივე პროცედურების ჩატარება დიოდის აპარატის გამოყენებით.

დიოდის აპარატის ფასი ისურვეზე ყველაზე ხელმისაწვდომია

ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით, ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი ზედმეტი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლება, თანაც სახლის პირობებში, და დიოდის აპარატი სწორედ ამ საქმეს ემსახურება.

დიოდის აპარატი,  იგივე ფოტო  ეპილატორი არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებლების ყურადღება მალევე მიიქცია. მართალია, აპარატები სამუდამოდ ვერ გიხსნით  თმისგან, მაგრამ თუკი  ინსტრუქციას სწორად მიჰყვებით, მნიშვნელოვნად შეამცირებთ  სხეულზე თმის რაოდენობასა და სტრუქტურას.

დღევანდელ აღწერაში ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე აპარატზე და უკეთ გაგარკვევთ მათ მახასიათებლებში.

რა უნდა გაითვალისწინოთ ფოტო  ეპილატორის ყიდვისას?

ციმციმების რაოდენობა - ეს არის პირველი მახასიათებელი, რომელითაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ინტერესდებიან. დიახ, სწორედ ციმციმების რაოდენობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ პროცედურას ჩაატარებს აპარატი და რამდენი  ხნის განმავლობაში იმუშავებს აქტიურად.

უმჯობესია, თუკი მოხდება ნათურების ჩანაცვლება, რათა აპარატმა შესძლოს მუშაობის გაგრძელება. სხვა შემთხვევაში კი გირჩევთ, რომ აირჩიოთ ისეთი დიოდის აპარატი, რომელსაც ექნება ციმციმების მაქსიმალური რაოდენობა.

სამუშაო ზედაპირის ფართობი - რაც უფრო დიდია მოწყობილობის სამუშაო ზედაპირი, მით უფრო სწრაფად ხდება თმის მოშორება. უნდა აღვნიშნოთ, რომ სახლის პირობებში გამოსაყენებელი ფოტოეპილატორები, აღჭურვილია არც თუ ისე დიდი სამუშაო ზედაპირებით, მაგრამ ეს გასაკვირიც არ არის.

რეჟიმების რაოდენობა - ლაზერული აპარატები  ძირითადად 3 რეჟიმით შემოიფარგლება, რაც ნიშნავს იმას, რომ შერჩეული პარამეტრებით შეგიძლიათ სხეულის სხვადასხვა ზონის დამუშავება. 

უსაფრთხოება - ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ფოტო ეპილატორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:  დაცვა შემთხვევითი ციმციმებისგან, კანის ფერთან ავტომატური ინტენსივობის შესაბამისობა და დამწვრობის თავიდან აცილება.

რადგან გარკვეული ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ ეპილატორების შესახებ, ახლა გთავაზობთ რამოდენიმე მოდელის განხილვას, რათა უკეთ გავერკვეთ მახასიათებლებში, ასევე - დადებითსა და უარყოფით მხარეებში.

Philips SC1995 Lumea Advanced - ეს არის მაღალხარისხიანი Philips ეპილატორი, რომლის ფასიც, სხვათაშორის, არცთუ მაღალია. მოწყობილობას აქვს ყველა ის დადებითი ფუნქციები, რომლებიც საჭიროა ხარისხიანი აპარატისთვის. პირობითად:  250 000 ციმციმის რაოდენობა, დიდი ზომის სამუშაო ფართობი, პულსის რეჟიმები და უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

დიოდის აპარატი

აღნიშნული მოდელი მუშაობს დენის ქსელიდან და არ აქვს დამატებითი საქშენები. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ელექტრო ეპილაციის აპარატი არ არის განკუთვნილი სახეზე თმის მოსაშორებლად და ძირითადად, სხეულის სხვადასხვა ზონისთვის გამოიყენება.

ძირითადი უპირატესობები:

  • ფასისა და ხარისხის იდეალური თანაფარდობა;
  • ეფექტს მიიღებთ 3 პროცედურის ჩატარების შემდეგ;
  • დიდი სამუშაო ფართობი;
  • 2 წლიანი გარანტია.

უარყოფითი:

  • ვერ ხერხდება ნათურების შეცვლა.

Braun IPL BD 5001 - ცნობილი ბრენდის კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფოტო ეპილატორი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. გამომდინარე იქიდან, ციმციმების რაოდენობა 300 000-მდე აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

დიოდის აპარატი

როგორც ყველა  მოდელს,  Braun ეპილატორსაც აქვს სენსორი, რომელიც კანის ფერის ინტენსივობას განსაზღვრავს. აქვს გამოყენების სამი რეჟიმი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სხეულის ნებისმიერი ზონა დაიმუშავოთ ნელა ან ძალიან სწრაფად.

ძირითადი უპირატესობები:

  • სხეულის დამუშავება ხდება ძალიან მარტივად, ამასთან სიჩქარეს თავად არეგულირებთ;
  • შესაძლებელია გამოიყენოთ სახეზე;
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში;
  • აქვს 2 წლიანი გარანტია;
  • კაბელის მოსახერხებელი სიგრძე;

უარყოფითი:

  • შეუძლებელია ნათურის შეცვლა.

სხეულის მოვლის საუკეთესო საშვალებები ისურვეზე, შეიძინეთ ჩვენს საიტზე და მიიღეთ ფასდაკლებები და უფასო მიტანის სერვისი საქართველოს ნებისმიერ წერტილში.