სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


დასაკეცი აბაზანა

დასაკეცი აბაზანა თქვენი პატარის მოვლის საკითხებში მნიშვნელოვან კომფორტს შემოიტანს, ასე ხომ მასზე ზრუნვა ბევრად ადვილი და მოსახერხებელი იქნება.

თქვენს შერჩეულ ნივთს კი ჩვენ სრულად უფასოდ მოგართმევთ, სადაც არ უნდა იყოთ.

ახალშობილის აბაზანა happy

როდესაც ახალბედა მშობლები პატარას მოლოდინში არიან, ცდილობენ ყველაფერი ხარისხიანი შეიძინონ. ტანსაცმელი, საწოლი, სათამაშოები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებიდან, ერთ-ერთი აუცილებელი საბავშვო აბაზანაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ვრცელი ჩამონათვალი.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ბავშვის აბაზანების ძალიან დიდ არჩევანს შეხვდებით, ზოგჯერ რთულია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა სხვადასხვა ტიპის მოდელს, განსხვავებული დანიშნულება აქვს.

ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ანტიბაქტერიული საფარის იყოს, ზოგიერთი - გასაბერი, ანატომიური აგებულების და ა.შ. სწორედ ამ მრავალფეროვან არჩევანში, აუცილებლად შეგხვდებათ დასაკეცი აბაზანა, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან პრაქტიკულია.

დღევანდელ აღწერაში შემოგთავაზებთ ამ მოდელის განხილვას, რათა უკეთ გაერკვეთ  მის დადებითსა თუ უარყოფით მახასიათებლებში.

აბაზანის შეძენამდე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ნაკლოვანებები - პროდუქტის ზედაპირზე არ უნდა იყოს რაიმე სახის  ნაკაწრები, ბზარები და ა.შ.;

პროდუქტის უსაფრთხოება - დარწმუნდით, რომ ნამდვილად მიაქციეთ ყურადღება  აბაზანის ზედაპირს. გაითვალისწინეთ - ზედაპირი  არ უნდა იყოს  არავითარ შემთხვევაში ძალიან მოლიპული;

ადვილად გასაწმენდი - აბაზანის ზედაპირი უნდა იყოს ზედმეტი ნაწილებისა და დეტალებისგან თავისუფალი. ჩვეულებრივი ბრტყელი ზედაპირი გაცილებით ადვილად  იწმენდება და დაბანის პროცედურაც უფრო ჰიგიენურია;

პროდუქტის ზომები - იმისათვის, რათა აბაზანა  პატარას მინიმუმ ერთ წლამდე ემსახურებოდეს, თქვენ უნდა აირჩიოთ ფართო და გრძელი მოდელი, რომელშიც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს.

Funkids Baby Bather Deluxe - დასაკეცი აბაზანა სამოგზაურო აქსესუარებით

თუ ახალშობილთან ერთად გამგზავრება მოგიწევთ, მაშინ ეს მოდელი იქნება ყველაზე გონივრული არჩევანი. იგი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით, რომელიც სწრაფად იწყობა და იშლება, არ იკავებს დიდ ადგილს ბარგთან ერთად, იწონის მხოლოდ 1 კგ-ს და ძალიან კომპაქტურია.

დასაკეცი აბაზანა Fun

მოსახსნელი საფარი დამზადებულია რბილი პოლიესტერის ქსოვილისგან, რომელიც მშვენივრად ატარებს ჰაერს. ჩარჩო, სტრუქტურული ელემენტები და ბაზა დამზადებულია ლითონისგან და პლასტმასისგან.

მოდელის უპირატესობებს შორის, მშობლები განასხვავებენ რეგულირებად უკანა მხარეს, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იბანაოს, არამედ კომფორტულად დაისვენოს. აბაზანა განკუთვნილია 3 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის.

HAPPY BABY BATH COMFORT - ანატომიური აბაზანა, რომელიც ზუსტად იმეორებს პატარას სხეულს

აბაზანის კომფორტულობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ბანაობის პროცესს, რომლის დროსაც დედა დაძაბული არ არის და ბავშვიც იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას წყლის პროცედურებისგან. კომპლექტში შედის მოსახსნელი ანატომიური ბადე და წყლის სანიაღვრე.

პროდუქტის დიზაინის თავისებურებებიდან გამომდინარე,  აბაზანა აძლევს პატარას იმის საშუალებას, რომ კომფორტულ პოზიციაში იწვეს. რაც ხელს უშლის მის გადმოვარდნას ან გადმოტრიალებას. როდესაც ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად დაჯდომას, შესაძლებელია საბავშვო აბაზანის დიდი ვანიდან ამოღება.

ბოლოში  არსებული გადინების ხვრელი ხელს უწყობს, რომ აბაზანა სრულად დაიცალოს წყლისგან. გარდა ამისა,  კომფორტს ამარტივებს ისიც, ბავშვის დაბანისას არ გჭირდებათ თანაშემწის ყოფნა.

დადებითი:

  • მოსახერხებელი;
  • უსაფრთხო;
  • მოყვება ანატომიური ბადე და წყლის ჭიქა;
  • აღჭურვილია დრენაჟით.

მინუსები:

  • მთლიანობაში ძალიან დიდია;
  • მაღალი ფასი.

SUMMER INFANT LIL LUXURIES

ეს არის ნამდვილი ჯაკუზი თქვენი პატარებისთვის, რომელიც არ  გამოირჩევა მხოლოდ აბაზანის შესაძლებლობებით. იგი აღჭურვილია საშხაპეთი, ვიბრაციის სისტემით და ბუშტების წარმოქმნით. ახალშობილისთვის კომპლექტში გათვალისწინებულია მოსახსნელი ბადეც.

აბაზანის შეზლონგი Summer

კომფორტული საშხაპე აძლევს დედას იმის საშუალებას, რომ მარტივად ჩამობანოს ბავშვს ქაფი. ორმაგი კედლები კი ინარჩუნებენ წყლის ტემპერატურას მუდმივ მნიშვნელობამდე.

დადებითი:

  • ორიგინალური დიზაინი;
  • ჰიდრომასაჟის ფუნქცია;
  • საშხაპე ერთეული;
  • ორმაგი კედლები.

მინუსები:

  • აქვს არცთუ მცირე წონა.

იმედია ჩვენი სტატია საკმარისი იყო, იმისთვის რომ არჩევანი გაგეკეთებინათ, შეგახსენებთ, რომ ისურვეზე ფასდაკლებები და მიტანის უფასო სერვისი მოქმედებს.