სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
გრილის ტაფა
გრილის ტაფა ჯანსაღი და გემრიელი კვების აუცილებელი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევბრაწოთ გემრიელი საკვები ცხიმის გამოყენების გარეშე, რაც ზედმეტ კალორიებს აგვარიდებს თავიდან.
გემრიელი მწვადის დასაგემოვნებლად, სულაც არ არის საჭირო რესტორნის სტუმრობა, რადგან სახლის პირობებშიც შესაძლებელია უგემრიელესი შემწვარი ხორცის მომზადება. გაინტერესებთ როგორ? რა თქმა უნდა, გრილის ტაფის დამსახურებით, რომლის შესახებაც დღევანდელ აღწერაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
გრილის ტაფა საკვების ზედმეტი ცხიმის გარეშე გემრიელად მოსამზადებლად
გრილის ტაფა საუკეთესო ჭურჭელია მათთვის, ვისაც უყვარს სამზარეულოში გემრიელი საკვების მზადება, თუმცა ასევე ცდილობს, თავი აარიდოს ჭარბ კალორიებს.
ამ ტიპის ტაფის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი კერძების მომზადება, რომელიც ელექტრო გრილებსა და სპეციალურ მოწყობილობებზე იწვება.
გრილის ტაფის სხვადასხვა მოდელებიდან საუკეთესოს არჩევაში ჩვენ დაგეხმარებით და აღგიწერთ ისეთ დეტალებს, რომლებიც ოპტიმალური გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარებიან.
ჩვეულებრივ, გრილის ტაფა ძალიან განსხვავდება სტანდარტული ტაფის ზედაპირისგან, რადგან არათუ ჩვეულებრივი, გლუვი ზედაპირი - არამედ ზოლებიანი, ოდნავ ამოზნექილი პირები აქვს, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი ხორცის, თევზის შეწვა ზედმეტი ცხიმის გარეშე.
გრილის ტაფა სხვადასხვა საუკეთესო მწარმოებლისგან ისურვეზე
სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმებიდან, ბუნებრივია, რთულია საუკეთესოს ამორჩევა. ახლა გაგაცნობთ რამდენიმე მოდელს, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რათა გაგიადვილდეთ არჩევა.
AMT Gastroguss AMTE258G - გერმანული წარმოების, ზოლებიან გრილის ტაფას, საკმაოდ სქელი კედლები აქვს - 9 სმ, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარით. ნებისმიერი პროდუქციის შეწვა შესაძლებელია ისე, რომ წვეთი ზეთი არ გამოიყენოთ ტაფაზე დასასხმელად.
დადებითი:
- ტაფის ზედა ფენა გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით, რომლის გარეცხვა, მოვლა ძალიან იოლია;
- აქვს მოსახსნელი სახელური, რომლის წყალობითაც მარტივია ტაფის ღუმელში განთავსება.
მინუსები:
- სამწუხაროდ, მოდელი არ არის განკუთვნილი ინდუქციური ღუმელისთვის;
- მაღალი ღირებუბლება.
NADOBA Vilma 728220 - ეს არის 26 სმ დიამეტრის მქონე კვადრატული გრილის ტაფა, სახელურზე სპეციალური თერმოინდიკატორით, რომლის დამსახურებითაც, იოლია იმის დადგენა გაცხელდა თუ არა ტაფა და შესაძლებელია თუ არა მასზე კერძების განთავსება.
დადებითი:
- მოსახსნელი სახელური საშუალებას გაძლევთ, საჭიროების შემთხვევაში, განათავსოთ ტაფა ღუმელში;
- ქვედა საფარის წყალობით, შეგიძლიათ ტაფა ინდუქციურ ღუმელზეც მოათავსოთ;
- შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
მინუსები:
- გრილის ტაფა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში მოათავსოთ ღუმელში, თუკი ტემპერატურა +180 გრადუსზე მაღალი არ არის;
- მოსახსნელი სახელური არცთუ საიმედოა, ამიტომ დროთა განმავლობაში, ხშირი გამოყენების შედეგად, შესაძლოა გაფუჭდეს.
BAF Galaxy induction Line - ეს არის გერმანული წარმოების, 28 სმ-იანი დიამეტრის მქონე, მრგვალი გრილის ტაფა, რომელსაც განსაკუთრებულად გამძლე საფარი აქვს.
ერთი შეხედვით, თითქოს უნივერსალურ ტაფას ჰგავს, მაგრამ გრილის ზოლებიანი ზედაპირი ძალიან კარგად გამოიყენება სახლის პირობებში ნებისმიერი ხორცის შესაწვავად. მთლიანად ტაფა დამზადებულია საუკეთესო უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგიწევთ ერთგულ სამსახურს. შეიცავს როგორც ტიტანის, ისე კერამიკის მასალას, რის გამოც შესანიშნავად ურთიერთობს სხვა მეტალის ჭურჭელთან და კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურასაც.
დადებითი:
- ძალიან სქელი ზედაპირი -7 მმ;
- მაღალი კედლები, რომელიც არ იძლევა გარშემო ცხიმის დაღვრის საშუალებას;
- სახელურზე არსებული სითბოგამძლე პლასტიკური მასალა, კარგად უძლებს +260 გრადუსამდე ტემპერატურას, რის გამოც შესაფერისია ღუმელში განსათავსებლად;
- შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში განრეცხვა;
- შეგიძლიათ ინდუქციურ ღუმელზეც მოამზადოთ კერძები.
მინუსები:
- სახელური შესაძლოა ძალიან გაცხელდეს, ამიტონ ნუ ეცდებით ტაფის აღებას სპეციალური ხელთათმანების გარეშე.
KitchenAid KC2T10NRST - საუკეთესო გრილის ტაფაა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სამზარეულოში ელექტრო ღუმელი აქვთ. ტაფა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ტეფლონის ფენით, რომელსაც ბოლოში 3 მმ-მდე სისქის კედლები აქვს. ზომა სდანტარტულია - 26x26 სმ, ხოლო სახელური მტკიცედ არის შედუღებული.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ ამ მოდელის მოთავსება არ არის რეკომენდირებული გაზქურაზე, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, თხევადი აირის გამო, მოგიწევთ ტაფის გარე ზედაპირის გაწმენდა.
დადებითი:
მართალია, ტაფას საშუალო დაფარვის სისქე აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალი წებოვანი ზედაპირით გამოირჩევა;
შესაძლებელია პარალელურად სხვა ლითონის აქსესუარების გამოყენება, თუ ისინი ძალიან მკვეთრი არ არის;
ტაფის განთავსება შეგიძლიათ ღუმელშიც;
ზედაპირზე სითბო თანაბრად ნაწილდება, რის გამოც არ დეფორმირდება. გარდა ამისა, შესანიშნავად თავსდება ინდუქციურ ღუმელებზეც;
შეგიძლიათ ტაფა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხოთ.
მინუსები:
- ძალიან მაღალი ღირებულება.
შეიძინეთ სამზარეულოს ყველანაირი ატრიბუტიკა ისურვეზე და მიიღეთ ფასდაკლებები, განვადების თქვენზე მორგებული სისტემა და სახლში მიტანის უფასო სერვისი.