გასაბერი ბატუტი

გასაბერი ბატუტი თქვენი პატარების მეტი მხიარულებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო გასართობი.

მიიღეთ საუკეთესო ფასი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, სურვილის შემთხვევაში იყიდეთ ნებისმიერი ბანკის ონლაინ განვადებით და ისარგებლეთ უფასო ადგილზე მიტანის სერვისით.

გასაბერი ბატუტი

ბატუტი არის სპორტული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განიტვირთოთ აკრობატული თამაშებით, გაერთოთ და დაისვენოთ.

ბატუტზე  შეგიძლიათ იხტუნაოთ, დაეცეთ ან ითამაშოთ. სპორტული აქტივობებისთვის ეს მოწყობილობა სრულყოფილად ანვითარებს კოორდინაციას, კუნთებს და შესაფერისია აკრობატული მოძრაობების გასაკეთებლად.

ბატუტი იდეალური გასართობია, არამრტო პატარებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის, განსაკუთრებით თუ თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი ეზო, ეს მოწყობილობა მოწყენის საშვალებას არ მოგცემთ.

არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის მოწყობილობები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გასაბერი ბატუტია. დღევანდელ აღწერაშიც აუცილებლად მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას ამ მრავალფეროვან მოდელთან დაკავშირებით.

მოკლედ, პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ არის ის, რომ ბატუტი არ გამოიყენება მხოლოდ გართობის მიზნით და მას ბევრად სერიოზული დანიშნულებაც აქვს. კონკრეტულად, მოწყობილობა ძალიან კარგია:

  • გულის კუნთების განვითარებისათვის;
  • ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად;
  • ჭარბი წონის დასაკლებად.

სპორტული ბატუტები ძირითადად სხვადასხვა ზომისა და დიზაინისაა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომლის გამოყენებაც მოსახერხებელი იქნება სახლში. არსებობს უფრო დიდი მოდელები, რომელთა დამონტაჟებაც შესაძლებელია ეზოში, გასართობ ცენტრებსა და პლაჟებზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარკასული ტიპის მოდელების გარდა, არსებობს ოდნაც განსხვავებული - გასაბერი ბატუტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, განკუთვნილია პატარა ასაკის ბავშვებისთვის.

გასაბერი ბატუტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომისა და ფორმის, რომელსაც ხშირად იყენებენ კომერციული მიზნებისთვის. მათი გაბერვა ჰაერის კომპრესორის დახმარებით ხდება, რომლისთვისაც აუცილებელია ელექტროენერგია. სახლისთვის საკმარისია საშუალო ზომისა და ფასის საბავშვო ბატუტის ყიდვა, რომელიც თქვენს პატარებს ნამდვილად გაახარებს.

გასაბერი ბატუტი

ასეთი ტიპის ბატუტები  მზადდება მკვრივი, საჰაერო მჭიდრო ქსოვილისაგან და იტუმბება კომპრესორის დამხარებით. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის: სახლის დიზაინით, ციხე-სიმაგრეების მსგავსი, მანეჟივით და ა.შ.  ასეთ მოწყობილობაში, თუ სტრუქტურის ზომა საშუალებას იძლევა,  შეგიძლიათ არა მხოლოდ ხტომა, არამედ ასვლა და სრიალი.

batutis yidva

აღჭურვილობის ასეთი მოდელები ტრანსპორტირების მხრივ ძალიან მოსახერხებელია. ვინაიდან,  შესაძლებელია  მათგან ჰაერის გამოშვება და მინიმალურ ზომებამდე დაყვანა. ასეთ  მოწყობილობებს ხშირად იყენებენ აკვაპარკებში, ასევე ამონტაჟებენ  კერძო სახლის ეზოსა  და სავაჭრო ცენტრებში.

გასაბერი ბატუტის  მახასიათებლები:

გასაბერი მოწყობილობები, მავთულის ჩარჩო მოდელებისგან განსხვავებით, ინსტალაციისთვის დიდ ადგილს მოითხოვენ.  ასეთი მოდელის დამონტაჟებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს წინასწარი ადგილი, რათა გაბერვის შემდეგ პრობლემებს არ წააწყდეთ.

გარდა ამისა, ასეთი ტიპის ბატუტებს აქვთ მაღალი სიმაღლე, რომელიც აღემატება 2 მ-ს. თუკი სახლში დიდი, თავისუფალი ეზო გაქვთ, მაშინ მარტივად შეგიძლიათ დააინსტალიროთ ბატუტი,  რომლის ზომებია: 3x3x3.

სავაჭრო ცენტრებისთვის შესაფერისია 6x3x3 მოდელები. აკვაპარკებში ან გაშლილ სივრცეებში შეგიძლიათ განათავსოთ 10x4x4 ზომიანი მოწყობილობები.

ზედაპირი - იმ შემთხვევაში, თუკი ბატუტის დამონტაჟებას სახლში აპირებთ,  მაშინ არ არის საჭირო ზედაპირის ყურადღებით შერჩევა, რადგან მოწყობილობა ისედაც დაცული იქნება ტენიანობისა და ქარისგან.

გარეთა, ეზოს ბატუტები, ხშირად რჩება ღია ცის ქვეშ, რომელიც წვიმისგანაც შეიძლება დასველდეს. თქვენ უნდა შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც არ გაიჟღინთება წყლისგან.  ამ შემთხვევაში, შესაფერისია ისეთი მასალა/ქსოვილი, რომლის სიმკვრივეა 500 დენი.

საბავშვო ბატუტი

მაქსიმალური დატვირთვა - მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაქსიმალური დატვირთვა, რადგან მისი გადაჭარბება იწვევს ბატუტის საფარის დაზიანებას. ქსოვილის მთლიანობის აღდგენას აზრი არ აქვს, რადგან მაღალი დატვირთვის შემდეგ, საფარი მაინც ვერ გაუძლებს ძლიერ დატვირთვას და ჩაწყდება.

50 კგ-იანი დატვირთვა საკმარისია ერთი ბავშვისთვის. ორი ბავშვისთვის თქვენ უნდა შეიძინოთ ისეთი მოდელები, რომელთა დატვირთვა 130 კგ-მდეა, ხოლო  სამის შემთხვევაში - 190 კგ-მდე. მოზრდილებისთვის, ბევრი ადამიანის ერთობლივად მოთავსებისა და სპორტული აქტივობების შემთხვევაში, გჭირდებათ მაქსიმალური დატვირთვის ბატუტი - 220 კგ.