მიწის საბურღი Royal Aligator RA-6801
მიწის საბურღი Royal Aligator RA-6801
Regular price 500.00 ლარი 429 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ბაღის ბურღი

ბაღის ბურღი ბენზინის ძრავზე, საუკეთესო მოდელები გამორჩეულ ფასად. ონლაინ განვადება უფასო ადგილზე მიტანასთან ერთად.

ბაღის ბურღი  მარტივი და უსაფრთხო მოწყობილობაა, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ  მიწასთან მუშაობას. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ სხვადასხვა სიღრმის ხვრელები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი დავალებების შესრულებაში.

გარდა იმისა, რომ ბაღის ბურღის მთავარი დანიშნულება მიწასთან მუშაობაა, ბევრი მეთევზე ყინულის ამოსაბურღადაც მშვენივრად იყენებს, თუმცა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე - ნაკლებად ხდება ამ მიზნით მოწყობილობის გამოყენება.

დღეს სასოფლო სამეურნეო  და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, ბაღის ბურღის  ასობით სხვადასხვა  მოდელია ხელმისაწვდომი, თუმცა, ჩვენი აღწერა დაგეხმარებათ საუკეთესო მოდელის შერჩევაში.

STIHL BT 131

გერმანულ კომპანია STIHL-ს, თავისი ხელსაწყოებისა და იარაღების დამსახურებით, მშენებლობის ნებისმიერ სფეროში,  უნაკლო რეპუტაცია აქვს, რაც ზრდის მის მიმართ სანდოობის მაჩვენებელს.

ბაღის ბურღი

თუმცა,  არის ერთი დეტალი - ყველას არ შეუძლია შეიძინოს ასეთი მოწყობილობა,  მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ პროფესიული მიზნებისთვის და გრძელვადიანი ოპერაციისთვის, მაშინ ნამდვილად ღირს მსგავსი ბაღის ბურღის ყიდვა.

საბურღის ტექნიკური მახასიათებლები შეფასებულია უმაღლეს დონეზე. მთავარი  უპირატესობა კი ხარისხსა და კომპლექტაციაშია. მაგალითად,  ძრავა არ საჭიროებს ზეთის შეცვლას. გარდა ამისა, არსებობს ჰაერის ფილტრი, რომელიც იცავს ძრავას კარბურატორთან ერთად.

მუშაობის დროს, თუკი მიწაში რაიმე  სხეული ან თუნდაც მყარი მიწა შეხვდება, ამოქმედდება სწრაფი დამუხრუჭების სისტემა. სახელურების კიდეების გასწვრივ, დამონაჟებულია ამორტიზირების ბალიშები, რომელიც  განკუთვნილია არა მხოლოდ ფეხის დასაცავად, არამედ დამატებითი კონტროლის შესაქმნელად. ანტივიბრაციული ელემენტები ჩაშენებულია სახელურის ჩარჩოში.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1.4 კვტ;
  • ბურღვის ზედაპირი - ნიადაგისთვის და ყინულისთვის;
  • განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის;
  • წონა - 10 კგ.

დადებითი:

  • მაღალხარისხიანი დანადგარი.

უარყოფითი:

  • ფასი

MAXCUT MC 55

ძლიერი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გაბურღოს არა მხოლოდ მიწა,  არამედ ყინულიც. მოწყობილობა  ბრუნავს 6500 rpm სიჩქარით, რომლის მართვის შესაძლებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია.

ბაღის ბურღი

დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას მოწყობილობის შემთხვევითი დაჭერის დროს. არსებობს საწვავის ტუმბო, რომელიც კომფორტულადაა დამალული და ხელს არ უშლის მფლობელს მუშაობის დროს.

ყველა კონტროლი, რომელიც საჭიროა სამუშაოებისთვის, მდებარეობს მარჯვენა კუთხეში. საუკეთესო ბაღის ბურღის  სავალდებულო ატრიბუტი  ანტივიბრაციული სისტემაა. ძრავა დაფარულია საჰაერო ფილტრით, რომელიც ახანგრძლივებს მუშაობის ვადას.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 2.2 კვტ;
  • ბურღვის დიამეტრი 300 მმ;
  • ბურღვის ზედაპირი - ნიადაგისთვის და ყინულისთვის;
  • განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის;
  • წონა - 11.6 კგ.

დადებითი:

  • ენერგიისა და კომფორტის ოპტიმალური ბალანსი.

ELITECH BM 52E

საბურღის  2.5 ცხენის ძალა საკმარისია არა მხოლოდ მიწის, არამედ ყინულის ბურღვისთვისაც.

ბაღის ბურღი

ინსტრუქციის თანახმად, ბაღის ბურღის  გამოყენება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას. ამის მუხედავად, ბევრს მაინც  მარტო მუშაობა ურჩევნია, რადგან სახელურები ამის კომფორტულ საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, გრძელვადიანი მუშაობით და ვიბრაციის გამო,  ბურღი იწყებს მოძრაობას და ხელს უშლის მფლობელს  სწორად მუშაობაში.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1.85 კვტ;
  • საბურღი დიამეტრი - 40-200 მმ;
  • ბურღვის მაქსიმალური სიღრმე - 180 სმ;
  • ბურღვის ზედაპირი - ნიადაგისთვის და ყინულისთვის;
  • განკუთვნილია  არა მხოლოდ ერთი ადამიანის სამუშაოდ,  არამედ - ორისთვისაც;
  • წონა - 9,7 კგ.

დადებითი:

  • ფასისა და  ხარისხის შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც მფლობელს გულგრილს არ დატოვებს.

ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საოჯახო და პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ფასდაკლებებით, განვადების სისტემით და მთელი საქართველოს მაშტაბით შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.