საბავშვო სათამაშო ხალიჩა LORELLI BABY NEST
საბავშვო სათამაშო ხალიჩა LORELLI BABY NEST
Regular price 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ბავშვის ბაუნსერი

ბავშვის ბაუნსერი, ეს ელექტრო მოწყობილობა პატარისთვის დაწყნარებისა და დაძინების ერთ-ერთი უებარი საშუალებაა.

ბავშვის ბაუნსერი - თანამედროვე და ხელმისაწვდომი საშუალებაა დედებისთვის, რათა ოდნავ დაისვენონ და დაკავდნენ სხვა საქმეებით, სანამ ბავშვი თამაშობს, ინტერესით ათვალიერებს გარემოს ან სძინავს.

ბავშვის ბაუნსერი

დღეს უკვე, ბავშვის ბაუნსერი,  პატარას მოსასვენებელი ადგილის გარდა, გადაიქცა მთელ რიგ გასართობ და განვითარების ხელშემწყობ საშუალებად. მაშ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ელექტრო საქანელის ყიდვისას?

დიზაინი:

შეიძლება განვასხვავოთ სამი ტიპი:

  • ჩვეულებრივი ბავშვის შეზლონგი  გრძივ, სტაბილურ ფეხებზე;
  • საწოლ-სარწევი - აქვს რწევის ფუნქცია, რომლის დაფიქსირებაც შეიძლება.  ასევე არსებობს მოდელები ელექტრონული და არა მექანიკური რწევით;
  • ბაუნსერი - ზამბარებიანი სტრუქტურის გამო, თავად უზრუნველყოფს მოძრაობებს.

მასალები

საბავშვო შეზლონგის  ჩარჩო შედგება მეტალის მილებისგან (ალუმინი, ფოლადი) და მცირე რაოდენობის პლასტმასისგან. საუკეთესო თეთრეულის ნაკრებია -  რბილი ქსოვილი, მოსახსნელი საფარი, ჰაეროვანი მასალები, რომლებიც ადვილად იწმენდება და ირეცხება.

ბავშვის მაქსიმალური წონა და ზომები:

უმჯობესია აირჩიოთ ყველაზე ფართო და მოსახერხებელი ბავშვის ბაუნსერი, რომელიც უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

საქანელის რეგულირება:

რეგულირება შეიძლება როგორც თავად საწოლის, ისე - საზურგისა და ფეხის ჩამოსადების.

უსაფრთხოება:

მნიშვნელოვანი თვისებაა ბაუნსერის სტაბილურობა მწარმოებლის მიერ მითითებული დატვირთვის ქვეშ. თუკი სავარძელი ახალშობილისთვის არის განკუთვნილი, სავალდებულოა ღვედისა და ანატომიური ჩანართის არსებობა.

მობილურობა და კომპაქტურობა:

შეზლონგი  უნდა იყოს ზომიერად მსუბუქი, უნდა ჰქონდეს სახელურები სატარებლად, ხოლო იდეალურია დასაკეცი დიზაინით, მარტივი შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.

გასართობი შესაძლებლობები:

უმთავრესი - თაღი სათამაშოებით, საქანელის გაკეთების შესაძლებლობა, ელექტრონული პანელი მუსიკით და ვიბრაცია, განათებები.

Nuovita Petalo - აკვანი მრავალი დამატებითი ფუნქციით

ეს მოდელი უფრო სტაციონალური ვარიანტია, რომელსაც მარტივად გამოიყენებთ სახლსა და აივანზე, რადგან 7 კგ წონა და არასასურველი დასაკეცი დიზაინი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ  ატაროთ იგი მუდმივად.

ბავშვის ბაუნსერი

მაგრამ მეორეს მხრივ, ამ შეზლონგის უპირატესობა არის თავსაფარი და რბილი ბალიში, ასევე რეგულირებადი საყრდენი სრულ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხუთპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედები და 180 გრადუსიანი ბრუნვის უნარი.

და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძლიერი ელექტრონული ერთეულია, რომელსაც აქვს 12 მელოდია, ვიბრაცია, მუსიკის ჩამოტვირთვა Bluetooth-ის საშუალებით და სიმშვიდის სენსორი.

ძირითადი უპირატესობები:

  • მრავალფუნქციურობა;
  • მდგრადობა;
  • მაღალი ხარისხის ელექტრონული ერთეული მუსიკითა და ვიბრაციით;
  • თანამედროვე დიზაინი;
  • მელოდიების მოცულობის რეგულირდება.

მინუსები:

  • გასარეცხად ყველა დეტალის მოსხნა შეუძლებელია.

4moms MamaRoo 4.0

ინოვაციური ელექტრონო შეზლონგი  ჩვილებისთვის დაბადებიდან 6 თვემდე. მოწყობილობა შეიქმნა ამერიკელი დიზაინერების, პედიატრების, ფსიქოლოგების და ჩვეულებრივი დედების ძალისხმევით.

შეზლონგს აქვს  5 ტიპის რწევის მექანიზმი, რომელიც ძალიან ახლოსაა დედების მოძრაობებთან რწევისა და  თამაშის დროს. ასევე გათვალისწინებულია ბუნების ხმის  4 რეჟიმი და სმარტფონთან პლეერთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ძირითადი უპირატესობები:

  • სავარძლის თანამედროვე დიზაინი და ტექნოლოგია;
  • სპეციალისტების მიერ დამოწმებული საწოლის ანატომიური ფორმა;
  • მრავალფეროვანი თანამედროვე  გართობი საშუალებები.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • წონა 6.6 კგ.

Chicco Balloon ახალი

მოდელს აქვს მცირე წონა (4.2 კგ) და მარტივი დასაკეცი მექანიზმი, რაც ხელს უწყობს შენახვასა და ტრანსპორტირებას. მწარმოებელმა უზრუნველყო საზურგის 4 პოზიცია, მათ შორის ჰორიზონტალური.

ბავშვის ბაუნსერი

მუსიკალური განათების პანელი არის ნათელი, მრავალი ფერადი დიდი ღილაკებით და სამი მოსახსნელი სათამაშოთი.  უზარმაზარი პლიუსია  18 კგ-მდე ტევადობა, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ საქანელა  ბევრად მეტხანს.

ძირითადი უპირატესობები:

  • ლამაზი და კომპაქტური დიზაინის;
  • დაშვებული წონა 18 კგ-მდე;
  • ზედაპირი არის მოსახსნელი, რომელიც ადვილად ირეცხება;
  • ფუნქციური ელექტრონული ერთეული;
  • დელიკატური ვიბრაცია;
  • მელოდიების და ბგერების  შერჩევა;
  • აქვს  ტარებისთვის განკუთვნილი სახელურები.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

ყველაზე ფართო და მდიდარი არჩევანი საბავშვო აქსესუარებზე, ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, შეიძინეთ ბარათით და მიიღეთ ფასდაკლება, ან გააკეთეთ თქვენზე მოსარგები განვადება!