ყველაზე გაყიდვადი ჩინური ბენზო ხერხების მიმოხილვა

ჩინური ბენზო ხერხები შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს საიმედო ინსტრუმენტი და ამავე დროს, დაზოგოს ფული. ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო ხერხების რეიტინგი, რომლებიც გავითვალისწინეთ საიმედოობის, უსაფრთხოების და გამძლეობის თვალსაზრისით.

Champion 254-18

Champion ბენზო ხერხს  მაღალი სიმძლავრე და უსაფრთხოების ორი სისტემა აქვს. მოწყობილობა გთავაზობთ ყველაზე მაღალ სიმძლავრეს - 3.4 ცხენის ძალას (ექვივალენტი 2500 ვატს), რითიც ადვილია თუნდაც სქელი მორების ან ხის დამუშავება.

ინსტრუმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ორსისტემიანი უსაფრთხოებაა. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია სპეციალური ფუნქციით,  რომელიც გამორიცხავს ვიბრაციას.

ყველაზე გაყიდვადი ჩინური ბენზო ხერხების მიმოხილვა

ზეთი რეგულარულად მიეწოდება ჯაჭვს, რაც ზრდის ჭრის საიმედოობას. უშუალოდ ხერხი აღჭურვილია 0.52 ლიტრიანი ბენზინისა და  0.26 ლიტრიანი ზეთის ავზით.

უპირატესობები:

  • ერგონომიული დიზაინი ძლიერი და ეფექტური დისკით;
  • მაღალი საიმედოობა.

უარყოფითი:

  • ხმაურის მაღალი დონე;
  • მუდმივად ზეთის მიწოდების საჭიროება;
  • პლასტმასის კორპუსი.

Forte FGS 5200 Professional

ჩინური ბენზო ხერხის  მთავარი უპირატესობა მაღალი სიმძლავრე და გრძელი ჯაჭვია, რომლის ზომა 450 მმ-ია და შესანიშნავად უმკლავდება დიდ მორებს. ძლიერი, 4.21 ცხენის ძალის ძრავა (3100 ვატის ექვივალენტი) შეასრულებს ნებისმიერ ამოცანას - იქნება ეს ხის დამუშავება, თუ უბრალოდ ბაღის კეთილმოწყობა.

ინსტრუმენტი აღჭურვილია ორი დამცავი სისტემით - ვიბრაციის საწინააღმდეგო ბალიშებით, რომლებიც ზრდის ხერხის მუშაობის პერიოდს და უფრო სასიამოვნოა მისი გამოყენება. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში კი, ჯაჭვი ავტომატურად დაიბლოკება.

ყველაზე გაყიდვადი ჩინური ბენზო ხერხების მიმოხილვა

ძრავის მოცულობა 52 სმ³-ია, რაც საკმარისია 45 წუთიანი მუშაობისთვის. მაქსიმალური ბრუნვის მაჩვენებელი 11 000 rpm-ია. საწვავის ავზის მოცულობა 0.55 ლიტრია, ხოლო ზეთის ავზის - 0.26 ლ.

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • შესანიშნავი ანტივიბრაციული სისტემა.

უარყოფითი:

  • ზედმეტი ზეთის მოხმარება;
  • შედარებით მაღალი ხმაურის დონე.

Huter BS-45

Huter-ის მსუბუქი, მაგრამ ძლიერი ჯაჭვური ხერხი შესანიშნავია, გრძელვადიანი სამუშაოების შესასრულებლად. გარდა ამისა, ვიბრაციის საწინააღმდეგო ფუნქცია და დახვეწილი ერგონომიკა ამცირებს ხელისა და მხრების დაღლას.

1800 ვატიანი ძრავის წყალობით, მოწყობილობა ოპტიმალურად მუშაობას, თუნდაც კვანძოვან ხეებთან და მორებთან.

ყველაზე გაყიდვადი ჩინური ბენზო ხერხების მიმოხილვა

0.55 ლიტრი მოცულობის საწვავის ავზი იმუშავებს 40-50 წუთის განმავლობაში. ჯაჭვის სამუხრუჭე რეჟიმი კი ზრდის უსაფრთხოების მაჩვენებელს.

უპირატესობები:

  • ეკონომიური;
  • დაბალი წონა;
  • ოპტიმალური შესრულება.

უარყოფითი:

  • გაუგებარი ინსტრუქცია.

იმის გასაგებად თუ როგორ შევარჩიოთ ბენზო ხერხები და რომელი ხერხის ყიდვაა უკეთეს, ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები

ჯაჭვური ხერხი ROYAL TURBO RNG5800
ჯაჭვური ხერხი ROYAL TURBO RNG5800
Regular price 359.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჯაჭვური ხერხი TOTAL TGSLI20128
ჯაჭვური ხერხი TOTAL TGSLI20128
Regular price 579.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ჯაჭვური ხერხი Total TGSLI2068
მინი ჯაჭვური ხერხი Total TGSLI2068
Regular price 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი