ყველაზე გაყიდვადი ბრენდები ქვაბების კატეგორიიდან

ერთის მხრივ მაღაზიაში პროდუქტების და მწარმოებლების დიდი არჩევანი ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა არსებობს ერთგვარი უხერხულობები, როცა ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომხმარებელს სასურველი შენაძენის შერჩევა უძნელდება.

დაახლოებით მსგავსი ტიპის პრობლემა რომ თავიდან ავიცილოთ, მას შემდეგ, რაც ისურვეს ქვაბების ნაკრების კატეგორია თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და უკვე 200-მდე მოდელს ითვლის, გადავწყვიტეთ თითოეულ ქვეკატეგორიაში (ანუ მასალის მიხედვით) ყველაზე გაყიდვადი ბრენდები გამოვარჩიოთ. ეს ერთგვარი სტატისტიკური ანალიზი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მას შემდეგ რაც დაახლოებით იცით, რომელ მწარმოებლებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა, მის პროდუქციაში სასურველი მოდელის შერჩევაც გაგიმარტივდებათ.

არსებობს კატეგორია, სადაც მხოლოდ ერთი ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ, ეს გახლავთ ემალის ქვაბების ნაკრები სავასანის ასორტიმენტით. რამდენიმე კვირის წინ, როცა ამ თურქული ქვაბების პროდუქციას ვამრავალფეროვნებდით, სპეციალური ბლოგ პოსტიც განვათავსეთ, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ

ყველაზე გაყიდვადი ბრენდები ქვაბების კატეგორიიდან

ემალის მიმართულებით სხვა არჩევანი ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს და ზოგადად, Savasan იმდენად მსხვილი მწარმოებელია და თანაც იმდენად კარგად არის წარმოდგენილი ქართულ ონლაინ და ოფლაინ მარკეტებში, რომ სრულფასოვანი კონკურენტის გამოჩენა ჯერჯერობით ალბათ ნაადრევია.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა სხვა მასალის ქვაბების შემთხვევაში.

გრანიტი

გაყიდვის ლიდერები:

  • Dessini (ნაცრისფერი და ყავისფერი 5 ნაჭრიანი სეტები საჩუქრებით)
  • Berllong (ქვაბებისა და ტაფის ნაკრები 4 ნაჭრიანი და ბერლონგ SET-17 G-ის დასახელების 329 ლარიანი მოდელი)
  • ბიო-გრანიტის Bausten BTG-5PCS

უჟანგავი ფოლადი

  • HOFNNER HF-8PCS-Elegance - ბოლო დროის ნამდვილი ბუმი უჟანგავ ფოლადზე სწორედ ამ ნაკრების წყალობით დაიწყო
  • უჟანგავი ფოლადი ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
  • უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Royalty Line RL-1232M - განსაკუთრებით ფასდაკლების შემდეგ, როცა მწარმოებელთან სპეციალური მოლაპარაკებების შემდეგ 300 ლარის ნაცვლად მისი 239 ლარად შეთავაზება შევძელით.

ქვეყნების მიხედვით განაწილება შემდეგია:

  1. გერმანული ქვაბები
  2. იტალიური (ძირითადად დესინის ხარჯზე)
  3. თურქული (სავასანი, თაჩი, ევროლუქსი და ა.შ.)

ბოლო დროს, ასორტიმენტს დაემატა ბოშის ნაკრები, თუმცა მიუხედავად დასახელებისა და ზოგადი გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ისინი გერმანულია, სინამდვილეში ჩინეთში გახლავთ დამზადებული. 

ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ დაბალი ხარისხისაა, პირიქით, საკმაოდ ბევრი იყიდება და უკმაყოფილო მომხმარებელი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ვიზიტორების მაქსიმალური ინფორმირებულობაა და ეს შენიშვნაც სწორედ ამას ემსახურება.

აღნიშნული მონაცემები ემყარება 2017-18-19 წლების ზოგად მიმოხილვას. პერიოდულად, ცვლილებების შემთხვევაში ცხადია, განახლებულ სტატისტიკას შემოგთავაზებთ.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია