ყველაფერი ტოსტერის შესახებ

უამრავი ადამიანისთვის ტოსტერი საუზმეზე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დიასახლისები სამზარეულოსთვის ყოველთვის ეძებენ ისეთი სახის ტექნიკას, რომელიც დიდ ადგილს არ დაიკავებს. სწორედ ამიტომაც ბაზარზე ტოსტერების საკმაოდ დიდი არჩევანია, და თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, რომელია მათ შორის სამზარეულოსთვის იდეალური.

ელექტრო ტოსტერები ფაქტიურად ჯერ კიდევ ბისმარკის დროიდან არსებობს. პირველი ასეთი მოწყობილობა შეიქმნა 1893 წელს, ვინმე ალან მაკმასტერის მიერ. მას შემდეგ ტოსტერმა მრავალი სახეცვლილება განიცადა, რადგან მისი მწარმოებლები მუდმივად ანახლებენ მის შესაძლებლობებს და ჩვენც უფრო და უფრო გვირთულებენ არჩევანს.

ყველაფერი ტოსტერის შესახებ

ბევრი ადამიანისთვის დღე ტოსტერის აპარატთან ურთიერთობით იწყება (და მნიშვნელოვანი არა?). ტოსტერში შემწვარი პური კი არა მხოლოდ გემრიელი არამედ სასარგებლოცაა. ცალკე საკითხია სენდვიჩის აპარატისა და ბავშვების დამოკიდებულება, თითქმის განუყოფელი მეგობრებად ყალიბდებიან, მითუმეტეს თუ ტოსტი ჯადოსნურ კავშირში შევა კარაქთან ან ჯემთან (ან ორივესთან ხომ უკვე ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ეს უკვე გემოვნების საკითხია). იმის აღნიშვნაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ტოსტერში მომზადებული პური, ანუ სენდვიჩის აპარატის პროდუქტები მსუბუქ კერძად ითვლება და დამატებით არ დატვირთავს თქვენს ორგანიზმს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართლ რეალობაში) 

აპარატი გარკვეულწილად ბავშვების დამოუკიდებლობასაც ანვითარებს, რადგან ის ერთ-ერთი მოწყობილობაა რომელსაც შედარებით მარტივად ვანდობთ შვილებს. 10-12 წლის ბავშვს მე პირადად ღუმელში პიცის გამოცხობის დავალება შემეშინდებოდა, აი ტოსტერი და მიკროტალღური ღუმელი კი - სიამოვნებით (ვიტყოდი 5 წლიდანაც კი). მითუმეტეს, თუ დილით გაღვიძება გერთულება ადამიანს, შვილი რომ თვითონ იმზადებს საუზმეს ამას რა ჯობია (ხაზს ვუსვამ - ეს მამის პოზიციაა)

აღსანიშნავია რომ ყველა ტოსტერს გააჩნია ტაიმერი და რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს პურის დაბრაწვას სასურველ კონდიციამდე. მსუბუქად დაბრაწვა, მოყვითალო შეფერილობის მიღება ან კარგად შეწვა მუქ ფერებში თქვენს ალტერნატივებს წარმოადგენს. თუმცა ყველა ტოსტერს პურის შეწვა ნამდვილად არ შეუძლია.

თუ გაინტერესებთ ტოსტერის ხარისხი, კომფორტულობა, გამძლეობა აუცილებლად უნდა გაეცნოთ ყველა სიახლეს აპარატის შესახებ, რათა წინასწარ გაეცნოთ მის ფუნქციებს და იცოდეთ რით განსხვავდება ის დანარჩენებისგან.

ტოსტერის შეძენის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ ოჯახის წევრების რაოდენობა, რათა დიდი დრო არ დავხარჯოთ პროდუქტის მომზადებაში. ტოსტერებს გაჩნია ერთი ან ორი განყოფილება, და ეს განყოფილებები კი გათვლილია ერთროულად 1 ან 2 ტოსტის მოსამზადებლად.

  • ერთგანყოფილებიანი ტოსტერი რომელშიც თავსდება 2 ტოსტი. ეს მოდელი არსებობს ვიწრო და გრძელი, პურის ნაჭრები კი თავსდება ერთმანეთის გვერდით.
  • ორგანყოფილებიანი ტოსტერი რომელშიც თავსდება 1 ტოსტი თითო განყოფილებაში. პურის ნაჭრები მოთავსებულია ერთმანეთის პარალელურად და ტიხრით არის გამოყოფილი.
  • ორგანყოფილებიანი ტოსტერი 2 ტოსტი თითო განყოფილებაში მას ერთდროულად 4 ნაჭერი პურის შეწვა შეუძლი, ამ შემთხვევაშიც ნაჭრები ერთმანეთის პარალელურად არის მოთავსებული და ტიხრით არის გამოყოფილი.
  • ოთხ განყოფილებიანი ტოსტერი რომელშიც თითო პურის ნაჭერი თითო განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ტოსტერების სიმძლავრესა და ტემპერატურას, ეს მოწყობილობები საკამოდ დიდ ენერგიას მოიხმარს (600-დან 1600 ვატამდე, საშუალოდ 1000 ვატი). თუმცა კარგი ის არის, რომ ტოსტერში პურის შეწვას 2 წუთზე მეტი არ სჭირდება. მარტივად - რაც უფრო მძლავრია ტოსტერი მით უფრო მალე იწვება მასში მოთავსებულ პური.

ყველა ტოსტერს აქვს საკუთარი ოპტიმალური ტემპერატურის რეჟიმი. რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ხარისხის გახუხულ პურს და ასევე ვარეგულირებთ ტოსტის მომზადების დროს. არსებობს ტოსტერების ტემპერატურის რეგულირების 6 ან 7 პოზიცია. მაგრამ ზოგი გაჯეტის პოზიციები 11-საც კი აღწევს.

ტოსტერის კორპური მნიშვნელოვანია როგორც პრაქტიკული, ასევე დიზაინერული თვალსაზრისითაც. პლასტმასისგან ან უჟანგავი ფოლადის კორპუსები სხვადასხვა ფორმის და ფერის არსებობს. ფოლადის ქეისის მქონე ტოსტერები გარკვეულწილად სტანდარტად არის მიჩნეული. ალუმინის კორპუსი კი უფრო გამძლეა ვიდრე პლასტმასის. კორპუსი აუცილებელია, იყოს თერმოდამცავი, რათა არ მიიღოთ დამწვრობა კორპუსთან შეხების დროს. დააკვირდით, შეძენის წინ თქვენს ტოსტერს არ ჰქონდეს დეფექტი.

წინა რჩევები ტოსტერის შერჩევისას.

სხვა რჩევები: 

  • არ შეიძლება ტოსტერის წყალთან შეხებაში მოსვლა (განსაკუთრებით ჩართულ მდგომარეობაში).
  • მოხმარების შემდეგ აუცილებლად გამოაერთეთ დენის წყაროდან.
  • სანამ გაწმენდთ დარწმუნდით, რომ ტოსტერი უკვე გრილ მდომარეობაშია.
  • არ მოათავსოთ მასში ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს.

პოპულარული მოდელები

სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
Regular price 95.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
Regular price 109.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
Regular price 169.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი