ხელსაწყოების ჩანთა

სხვადასხვა ტიპის სამუშაო ინსტრუმენტების შესახებ მიმოხილვას ხშირად ვაკეთებთ ჩვენს საიტზე, რათა მომხმარებლებს მათი საჭიროებებისა და  ინტერესების  გათვალისწინებით, მივაწოდოთ მაქსიმალურად საჭირო ინფორმაცია.

სამუშაო ინსტრუმენტების როლზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება და დღეს გვინდა კიდევ ერთი - ხელსაწყოების ნაკრები მიმოვიხილოთ, რომელიც ისურვეს საიტზე საკმაოდ ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.

ყველა ის ადამიანმა, ვინც სამშენებლო-სარემონტო ხელსაქმით, ასევე ავტომობილების შეკეთებითაა დაკავებული, კარგად იცის რამდენად ამარტივებს სამუშაო პროცესს ხელსაწყოების ნაკრების არსებობა. ყველაფერი ერთ სივრცეში, ნებისმიერ დროს ხელის ახლოს გქონდეს, ნამდვილად დიდი კომფორტია. ამიტომ,  დღეს წარმოგიდგენთ ხელსაწყოების ნაკრებიდან ერთ-ერთ კონკრეტულ მოდელს, რომელიც გადასაადგილებლად ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. ეს არის 150 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები Platinium Tools, ე.წ კლუჩების ნაბორი რომელსაც სამგზავრო ჩემოდნის ფორმა აქვს.

მოდით, დავიწყოთ მისი აღწერა და ვნახოთ თუ რა შედის ძირითად კომპლექტში.

გორგოლაჭებიან ჩემოდანს, რომელსაც გამოსაწევი ტელესკოპური სახელური აქვს, ძირითადად 4 სათავსოსგან შედგება და მასში მთლიანი ნაჭრების რაოდენობა 356-ია.  

პირველ სათავსოში მოთავსებულია 6-დან 17-მდე ჩათვლით იარაღი ტრეშოტით, ბრტყელტუჩები, შვედური გასაღები , შიფცი და ბაყაყუნა. 

ხელსაწყოების ჩანთა

მეორე სათავსოში  მოთავსებულია ტორცის გასაღები, სახელურები და სხვადასხვა ზომის , რამოდენიმე ცალი დამაგრძელებელი. ასევე, უნივერსალური შარნირი, დრეკადი დამაგრძელებელი, T ფორმის მარეგულირებელი, სანთლების (სვეჩების) დაბოლოებები 16 და 21 მმ-მდე, ტრეშოტი, სახრახნისის სახელური, ¼-იანი საცმები 4-დან 14 მმ-ის ჩათვლით და ½-იანი საცმები 7-დან 20 მმ-ის ჩათვლით.  

მესამე სათავსოში იპოვით მაღალი ძაბვის 3 ცალ სახრახნისს, პრეციზიულ 6 ცალ სახრახნისებს, ექვსწახნაგა გასაღებს 1,5-დან 10-ის ჩათვლით, მაგნიტურ დამაგრძელებელსა და 11 ცალ სახრახნისს.  

ხოლო ბოლო, მეოთხე სათავსო განკუთვნილია  რულეტისთვის, თარაზოსთვის, 2 ცალი შიფცისთვის, იზოლირებული ლენტისთვის, წებო ელექტრო თოფისა და 2 ცალი კარტრიჯისთვის, ასევე ლურსმებისა და სახრახნისების ნაკრებისთვის. 

ხელსაწყოების ჩანთა

მოკლედ, კონკრეტულად ამ მოდელში წარმოდგენილია ყველა ჩამოთვლილი სამუშაო იარაღები, მაგრამ არის სხვა მოდელები, რომლებიც განსხვავებულია ინსტრუმენტების რაოდენობით. ე.წ. ქანჩების კრებული სხვადასხვა ბრენდის მიერ იწარმოება და ამდენად, მათი ფასი, ხარისხი და შემადგენლობა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ყიდვამდე კი სასურველია გაითვალისწინოთ 3 ძირითადი ფაქტორი:  ზომა და შემადგენლობა, ბრენდი, ფასი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს, ხოლო ნივთის შეძენის შემთხვევაში,  ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მაშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები
Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები
Regular price 700.00 ლარი 489 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
108 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-41082-5 (4282)
108 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-41082-5 (4282)
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
82+6 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები Forsage F-4821-5 PREMIUM
82+6 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები Forsage F-4821-5 PREMIUM
Regular price 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
82 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-4821-5
82 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-4821-5
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია