წყლის გამაცხელებლების საერთო პრობლემები და სასარგებლო რჩევები

როგორც იცით, წყლის გამაცხელებლები ონკანებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ცხელ წყალს წარმოქმნიან. არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერი იდეალურად არ მუშაობს, რაც იწვევს პრობლემებს და შესაძლოა პროფესიონალის დახმარებაც კი გახდეს საჭირო.

ჩვენ აქ გთავაზობთ წყლის გამაცხელებლბის საერთო პრობლემებს და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში. მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი პრობლების დროს, ყოველთვის ვიწყებთ წყლის გამაცხელებლის დენის წყაროდან გამორთვით და მხოლოდ  ამის შემდეგ,  ვიწყებთ პრობლემის იდენციფიცირებას.

წყლის გამაცხელებლების საერთო პრობლემები და სასარგებლო რჩევები

წყლის ტემპერატურის პრობლემები ყველაზე გავრცელებულია, რომელიც შეგვხვდება წყლის გამაცხელებელთან დაკავშირებით.  სავარაუდო მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია

  • ცივი წყალი - როგორც წესი, ცივი წყალი გამოწვეულია ენერგიის ნაკლებობით, გაუმართავი თერმოსტატით ან გაუმართავი გათბობის ელემენტით. პირველ რიგში, ეჭვი უნდა მიიტანოთ ჩამრთველებზე, რათა დარწმუნდეთ რომ ჩართულია და ანათებენ დენის ინდიკატორებს. შემდეგ შეამოწმეთ თერმოსტატი. დარწმუნდით, რომ იღებს ენერგიას.
  • წყალი თბილია, მაგრამ არასაკმარისად ცხელი. თუ თქვენი წყალი საკმარისად არ ცხელდება, მიზეზი შეიძლება იყოს მცირე ზომის წყლის გამათბობელი, გადაკვეთილი ცივი და ცხელი კავშირები, ან გაუმართავი გამათბობელი ელემენტი ან თერმოსტატი. ასეთ დროს, წყალმომარაგების გამორთვით და ცხელი წყლის ონკანის ჩართვით, შეგვიძლია გამოვრიცხოთ ჯვარედინი კავშირი. შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ პროფესიონალს და შეაფასებინოთ, არის თუ არა თქვენი წყლის გამაცხელებელი სათანადო ზომის.

წყლის გამაცხელებლების საერთო პრობლემები და სასარგებლო რჩევები

  • წყალი ძალიან ცხელია - ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ თერმოსტატი ძალიან მაღალზეა დაყენებული. გირჩევთ, იხილოთ თერმოსტატის ტემპერატურის კორექტირებისთვის, წყლის გამაცხელებლის სახელმძღვანელო.
  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - წყლის გაჟონვა, შესაძლოა განპირობებული იყოს ტემპერატურისა და წნევის გამათავისუფლებელი სარქველის გაუმართაობით. ასეთ დროსაც, პროფესიონალის ჩართულობაა საჭირო.
  • უცნაური ხმაური, რომელსაც შესაძლოა თქვენი წყლის გამაცხელებელი გამოსცემდეს, ნალექის დაგროვებით უნდა იყოს გამოწვეული. ასეთ შეთხვევაში, უნდა ჩამოხსნათ წყლის გამაცხელებელი და გაწმინდოთ ნალექი. თუმცა, თუ ნალექი დიდია, მას პროფესიონალის დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებით.

არ გამორიცხოთ, რომ ნალექის მიზეზით, შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გამოცვლა მოგიწიოთ.

ფრანგული ბრენდის Atlantic წყლის გამაცხელებლების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

წყლის გამაცხელებელი Royal YG24GBX-03
წყლის გამაცხელებელი Royal YG24GBX-03
Regular price 700.00 ლარი 579 ლარი / თვეში 32 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის გამაცხელებელი MIDEA D80-15FG
წყლის გამაცხელებელი MIDEA D80-15FG
Regular price 399.00 ლარი 349 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის ელექტრო გამათბობელი(ბოილერი) AQUAVERSO ER 80 V (4670033315288)
წყლის ელექტრო გამათბობელი(ბოილერი) AQUAVERSO ER 80 V (4670033315288)
Regular price 409 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
გაზის წყლის ორკამერიანი გამაცხელებელი MIDEA JSG26-13VLS
გაზის წყლის ორკამერიანი გამაცხელებელი MIDEA JSG26-13VLS
Regular price 899.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი