ტელევიზორის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები Samsung და LG
თანამედროვე ტელევიზორები მულტიმედიური მოწყობილობებია, რომელთაც შეუძლიათ ქსელში დამოუკიდებლად შესვლა და გამოსახულების პარამეტრების შეცვა ფილმის ტიპისა და ოთახის განათების ხარისხის გათვალისწინებით. ასევე განსაზღვრავენ მფლობელების სურვილის შესაბამის ვიდეო-კონტენტს და სრულად ცვლიან მონიტორებს კომპიუტერული თამაშებისთვის.
დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ LG და Samsung ტელევიზორების მიმოხილვა, რომლითაც შესაძლებელი გახდება ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა და მათი უარყოფით-დადებითი მხარეების განსაზღვრა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წინასაახალწლოდ, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შემოთავაზებული გვაქვს ფასდაკლებები ტელევიზორებზე, ასევე შესაძლებელია ტელევიზორების განვადებით ყიდვა, რომელსაც სრულიად უფასოდ ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.
LG 43UK6200 43 დიუმიანი (2018)
LG ტელევიზორი გამოირჩევა დაბალი ფასითა და თნამედროვე ფუნქციებით. ამავდროულად, ელეგანტური მეტალის ჩარჩოში მოთავსებული ტელევიზორი აჩვენებს მაღალი რეზოლუციის სურათებს, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან, ნათელ, მდიდარ ჩვენებას.
მოწყობილობა აღჭურვილია ყველაფრით, რაც გჭირდებათ 4K კონტენტის კომფორტული ყურებისთვის: HDR10 Pro, Smart-TV, ჩაშენებული ტიუნერი და მედიაფლეერი, USB ფლეშ დისკზე ჩაწერის ფუნქციით.
მძლავრი 4 ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს Smart-TV ფუნქციების გამართულად მუშაობას, პროგრამების სწრაფად დატვირთვას, ზრდის სურათის კონტრასტს და სიმკვეთრეს.
სპეციალური აუდიოტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, ტელევიზორი გამოირჩევა კარგი ჟღერადობითა და ხმით.
მახასიათებლები:
- ზომები (დგომის გარეშე) – 97.5 x 61.5 x 8 სმ;
- რეზოლუცია - 3840 x 2160, 4K UHD, HDR;
- სიხშირე - 50 Hz;
- ხმა - 20 (2 x 10) W;
- დამატებითი ფუნქციები - ხედვის კუთხეები 178 °, ხმის კონტროლი.
დადებითი:
- მისაღები ფასი;
- კარგი ხმა.
Samsung UE43TU8000U 43 დიუმიანი (2020)
თანამედროვე მოდელი, რომელიც წარმოდგენილია მკაცრ, მაგრამ ელეგანტურ დიზაინში. ნებისმიერ გამოსახულებას ტელევიზორი მაღალი დეტალებით, ბუნებრივ ფერებითა და კარგი კონტრასტით აჩვენებს. მართვა მარტივი და ინტუიციურია, ხოლო პაკეტში შედის დისტანციური მართვის პულტი.
ხმის კონტროლი ასევე შესაძლებელია სმარტფონიდან - სპეციალური AirPlay 2 პროგრამის საშუალებით. ინტუიციური ინტერფეისი Tizen პლატფორმაზე მარტივი გამოსაყენებელია. ასევე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით პროგრამები, რომელთა შეძენა შესაძლებელია Samsung მაღაზიიდან.
სასიამოვნო ბონუსია Ambient ინტერიერის რეჟიმი. ანუ, როდესაც ტელევიზორი გათიშულია, შესაძლებელია საყვარელი ფოტოების განთავსება ეკრანზე და მათი დათვალიერება. ასევე აღსანიშნავია ტელევიზორის უკანა მხარეს განთავსებული ფონი, რომელიც ქმნის კედელთან შერწყმის ვიზუალურ ეფექტს.
მახასიათებლები:
- ზომები (დგომის გარეშე) – 96.3 x 62.7 x 5.9 სმ;
- რეზოლუცია - 3840 x 2160, 4K UHD, HDR;
- სიხშირე - 100 Hz;
- ხმა - 20 (2 x 10) W.
დადებითი:
- შესანიშნავი ჩვენება;
- ელეგანტური დიზაინი.
ხელმისაწვდომი ღირებულების Haier ტელევიზორების მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...