სტანდარტული თუ ორმაგი გაგრილების სისტემა - Samsung twin-cooling system

როცა მაცივრის შეძენას აპირებ და ვარიანტებს არჩევ, რა თქმა უნდა, შენთვის სასურველ ფერს, ფორმასა და ზომას დაეძებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახის ამ შეუცვლელი წევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გაგრილების სისტემაა. 

არჩევანი სტანდარტულ და ორმაგი გაგრილების სისტემის მაცივრებს შორის შეგვიძლია გავაკეთოთ.

რით განსხვავდება ეს ორი სახეობა და რატომ უნდა ავირჩიოთ მოდელი ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემით.

სტანდარტული გაგრილების სისტემის მაცივრების ორივე კამერაში (მაცივარი და საყინულე) ჰაერის ცირკულაციის ერთიანი სისტემა მოქმედებს. ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემა კი ორივე კამერაში ჰაერს ცალ-ცალკე ატრიალებს, რაც ტემპერატურის  და ტენიანობის უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

მაგალითად, ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრის გამაგრილებელ კამერაში ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით დიდ ხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს და არც გამოშრება, რასაც კონკრეტულად ამ განყოფილებაში არსებული 70%-მდე ტენიანობა უზრუნველყოფს.

საყინულეში ჩადებულ ნაყინში ყინული არ ჩნდება და გამორიცხულია, რომ ყინულის კუბიკები გამაგრილებელ კამერაში მოთავსებული თევზის არომატით გაჟღენთილი დაგვხვდეს.

ე.ი. ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრების ორივე კამერა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არც სუნებითა და არომატებით აწუხებს ერთმანეთს.

სტანდარტული თუ ორმაგი გაგრილების სისტემა - Samsung twin-cooling system

 
Samsung-ის ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling)  სისტემის მაცივრები ხუთნაირი რეჟიმით გამოირჩევიან: სტანდარტული, ენერგო ეფექტური, შვებულების, მთლიანად მაცივრის და მინი მაცივრის.

ეს რეჟიმები საშუალებას გვაძლევს, საყინულე ნებისმიერ დროს გადავაქციოთ გამაგრილებელ კამერად, ან არდადეგებზე წასვლის წინ სულაც გავთიშოთ, მაშინ როცა გაგრილების კამერა ისევ ჩართული იქნება, ან პირიქით, მხოლოდ საყინულე დატოვოთ, მაცივრის კამერა კი დავასვენოთ.

ამ სისტემის მაცივრები გაცილებით დიდ ხანს და უხმაუროდ მუშაობენ, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ორმაგი გაგრილების (Twin Cooling) სისტემის მაცივრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი ანტიბაქტერიული დაცვის რგოლია, რაც მაცივრის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ცირკულაციისას ჰაერი აქტივირებული ნახშირის ფილტრს გაივლის და შესაბამისად, მუდმივად სტერილიზდება, ამის პარალელურად ანტიბაქტერიული ბადე ბაქტერიებს აქრობს.

თუ დიდი ოჯახი გყავთ და ჯანსაღი საკვები თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Samsung-iს მაცივარი Twin Cooling სისტემით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. 

პოპულარული მოდელები

კონდიციონერი 100 მ2 MIDEA MSAB-30HRN1
კონდიციონერი 100 მ2 MIDEA MSAB-30HRN1
Regular price 4,079.00 ლარი 3,795 ლარი / თვეში 203 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
კონდიციონერი 35-45 მ2 BEKO BBFDA 120/121
კონდიციონერი 35-45 მ2 BEKO BBFDA 120/121
Regular price 1,500.00 ლარი 1,349 ლარი / თვეში 73 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
კონდიციონერი 25-35 მ2 BEKO BBFDA 090/091
კონდიციონერი 25-35 მ2 BEKO BBFDA 090/091
Regular price 1,400.00 ლარი 1,209 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
კონდიციონერი 40 მ2 VOX IVA1-12IR INV
კონდიციონერი 40 მ2 VOX IVA1-12IR INV
Regular price 1,600.00 ლარი 1,499 ლარი / თვეში 81 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი