სრული ინფორმაცია პერფორატორების შესახებ

მშენებლობის პროცესში, თანამედროვე ტიპის სამუშაო იარაღების მნიშვნელობაზე არაერთხელ ვისაუბრეთ.

ამ ბლოგში პერფორატორზე ვისაუბრებთ, სადაც განვმარტავთ საინტერესო დეტალებსა და ხელსაწყოს მახასიათებლებს.

სრული ინფორმაცია პერფორატორების შესახებ

რა არის პერფორატორი და როგორ მუშაობს იგი?

პერფორატორი ელექტრო ხელსაწყოა, რომელსაც აქვს დარტყმის მექანიზმი და ბურღვის შესაძლებლობა. იარაღი უნივერსალურია იმ მხრივ, რომ აერთიანებს ბურღვის სხვადასხვა მექანიზმს. ამიტომაც იგი შეუცვლელი გახდა სამშენებლო, სარემონტო, დეკორაციულსა თუ სხვა სახის სამუშაოებში.

გამომდინარე იქიდან, რომ პერფორატორის მოხმარება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება, შესაძლოა იგი საშინაო ან პროფესიონალური სამუშაოების შესასრულებლად დაგჭირდეთ.
ამდენად, შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი .

წონის მიხედვით, არსებობს ხელსაწყოს დაყოფა სამ კლასად:

  • მსუბუქი - წონა არაუმეტეს 4 კგ. ძალა - 400-დან 800 ვატამდე. ძირითადად გამოიყენება საყოფაცხოვრებო სარემონტო სამუშაოებისთვის, როდესაც აუცილებელია პატარა ზომის ხვრელების გაბურღვა.
  • საშუალო - წონა 8 კგ-მდეა, ძალა - 1000 ვატამდე. ეს მოდელები გამოიყენება დეკორაციის მოსაწყობად, მცირე შეკეთებებისა და ელექტრო სამუშაოების შესასრულებლად.
  • მძიმე - აღემატება 8 კგ-ს. ძალა - 2000 ვატამდე. მსგავს მოდელებს პროფესიონალები იყენებენ დემონტაჟის, რემონტის, კაბელების განლაგებისა და მასალების მოხსნის დროს.

კლასიდან გამომდინარე, მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს გარე და შიდა სტრუქტურაში. აღსანიშნავია, რომ მოდელებს აქვთ ძრავის სხვადასხვაგვარი განლაგება. მაგალითად,

  1. ვერტიკალური დიზაინი: საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელი გამოსაყენებელია. გარდა ამისა, ვერტიკალურად განთავსებული ძრავა უფრო მარტივად ცივდება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მუშაობის პირობებში, შეუძლია გაუძლოს მძიმე დატვირთვას, განსაკუთრებით დარტყმის რეჟიმში.
  2. ჰორიზონტალური დიზაინი: ის, ვისაც საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ნაკრებში, დაბალი სიმძლავრის პერფორატორი აქვს, ყველაზე უკეთ იცნობს ამ ტიპის პერფორატორს. გარდა ამისა, რადგან იარაღები განსხვავდება სიჩქარის მიხედვით, ამიტომაც მწარმოებლები სპეციალურად იყენებენ ლითონის ნაწილებს.


დარტყმის მექანიზმის სახეები:

ელექტრომექანიკური - დარტმისას დიდი ძალისხმევაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავის სიმძლავრეც რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს. გადატვირთვის გამო, ზემოქმედების ძალა იზრდება , რაც თავისთავად გადაეცემა აღჭურვილობას. თუმცა, რადგან ამ მექანიზმის მოდელები უკვე მოძველებულად განიხილება, ისინი გაყიდვაში აღარ გამოდის.

ელექტროპნევმატური - საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ზემოქმედების დარტყმა, თუნდაც დაბალი ენერგიით. ეს ძალიან პოპულარული მექანიზმია, რომელსაც თითქმის ყველა მწარმოებელი იყენებს.
პერფორატორის ძირითადი მახასიათებლები:

ძალა:

სხვადასხვა მოდელისთვის, მათი კლასიდან გამომდინარე, ძალა 400-დან 2000 ვტ-მდე მერყეობს. საყოფაცხოვრებო სამუშაობისთვის, 400-დან 500 ვტამდე საკმარისია. ხოლო იარაღები, რომლებითაც გიწევთ დიდი დიამეტრის ფუნდამენტების დაშლა, მნიშვნელოვანია, რომ ენერგია 1000 ვტ-ზე მეტი ჰქონდეთ.

არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რა სიმკვრივის მასალების დასამუშავებლად გჭირდებათ ხელსაწყო. მაღალი ზემოქმედების ძალა საჭიროა ბეტონის, რკინაბეტონის, ქვის დასამუშავებლად. მაგრამ ეს საზიანო იქნება მარტივად მტვრევადი მასალებისთვის, რადგან მათი დამუშავებისას, შეიძლება, ბზარები გაჩნდეს.

წონა:

პერფორატორების შერჩევის შემთხვევაში, არ უნდა იხელმძღვანელოთ ჩვეულებრივი წესით <რაც უფრო მსუბუქია, მით უკეთესია>. როგორც ბლოგის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, კლასებად დაყოფა წონის მიხედვითაც ხდება, ხოლო რაც უფრო მძიმეა ხელსაწყო, მით უფრო პროდუქტიულია მისი მუშაობის მაჩვენებელი.

8 კგ-ზე მეტი წონის მოდელები გამოიყენება რემონტისა და მშენებლობის დროს.

საშინაო მოხმარებისთვის, არ არის აუცილებელი მძიმე და მასიური მოხმარების ბურღის შეძენა. მსუბუქი კლასის იარაღები, რომელთა წონა 4 კგ-მდეა, მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებისთვის.

საუკეთესო პერფორატორები მსოფლიო ბაზარზე, ვიდეო:



როგორ გამოვიყენოთ პერფორატორი სწორად, მუშაობის ძირითადი წესები:

პერფორატორით ნუ იმუშავებთ დაბზარულ ან ახალაშენებულ იატაკზე. თუ გიწევთ სიმაღლეზე მუშაობა, აუცილებლად დარწმუნდით კიბის ან საფეხურების საიმედოობაში.

შეეცადეთ იმუშაოთ პირველადი და მეორადი სახელურებით. მასალაში ბურღის გაჭედვის შემთხვევაში, შეიძლება ხელსაწყო უკონტროლო გახდეს, რამაც შეიძლება საპირისპირო ზემოქმედება გამოიწვიოს.

მაღალი ხარისხისა და გამართული მოწყობილობით მუშაობა, გამორიცხავს შეფერხების შესაძლებლობას და აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს.
გამოიყენეთ დამცავი მოწყობილობები - შეიძლება ბეტონის ფრაგმენტები თვალში მოგხვდეთ, ამიტომ გაიკეთეთ სათვალეები.

გაინტერესებთ სხვა რჩევებიც? გაეცანით წინა პოსტს პერფორატორებზე.

ბეტონის მტვერი ფილტვებისთვის საშიშია, ამისთვის კი სპეციალური პირბადე უნდა გამოიყენოთ. ყურსასმენები კი დაგიცავთ ხმაურისგან.

პოპულარული მოდელები

ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
Regular price 389.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
Regular price 249.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი Bosch GBH 240
პერფორატორი Bosch GBH 240
Regular price 539.00 ლარი 439 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
Regular price 259.00 ლარი 214 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი