Sony-ს OLED ტექნოლოგია ტელევიზორებში
სონი ბაზარზე უკვე დიდი ხანია მრავალი სახის ციფრულ პროდუქციას წარმოადგენს.
სმარტფონების ბაზარზე ის შესაძლოა ცოტა წარუმატებლობას განიცდის, სამაგიეროდ კინო, მუსიკისა და ტელევიზორების ქვე განყოფილება განსაკუთრებით ყვავის, სადაც კომპანია უდავოდ ერთ-ერთ მოწინავე ადგილას დგას.
სონის oled ეკრანების ტელევიზორების ისტორია ჯერ კიდევ 2008-ში იწყება, თუმცა იაპონურმა გიგანტმა გადაწყვიტა კვლავ ეცადა ბედი აღნიშნულ ტექნოლოგიაში. ამ ჯერადაც მასობრივ ბაზარზე. ეს Sony A1 Oled ტელევიზორია.
ეს ტექნოლოგია უკვე მოხვდა 2019 წლის საუკეთესო სმარტ ტელევიზორების სიაშიც.
სხვა ტელევიზორებთან შედარებით Sony საკმაოდ მინიმალისტურადა და ელეგანტურად უდგება დიზაინის კონცეფციას, რომელსაც ამ შემთხვევაში Ones Late ეწოდება.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ წინიდან არც ეკრანის ჩარჩოები და არც დასადგამი ჩანს, არამედ თითქოს უბრალო და მარტივი შუშის ფირფიტა გვიდგას წინ. ასეთი ვიზუალი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს მოერგება და თითქოს გაუჩინარდება კიდეც მასში.
ტელევიზორების ვიზუალური და ტექნიკური განხილვა
წინა და უკანა მხარე შუშისგანაა დამზადებული, გარშემო კი, მტკიცე ალუმინის ჩარჩოა, ისევე, როგორც დღევანდელ სმარტფონებში. ტელევიზორის სადგამი უკან არის განთავსებული და მასში მთლიანი ტვინი და პერიფერია იმალება, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც პირველი შეხედვით არც კი ჩანს.
სურვილის შემთხვევაში, რასაკვირველია, სადგამი იკეცება და შესაძლებელია ტელევიზორის კედელზე დაკიდება. ალბათ, ასევე, შეამჩნევდით, რომ ტელევიზორის მთლიან პერიმეტრზე არსად გვხვდება დინამიკები, ეს იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ ეკრანშივეა ჩაშენებული.
აღნიშნულ ტექნოლოგიას კომპანია Acustic Surface ეძახის და უკვე ძალიან დიდი ხანია შემუშავებული აქვს, თუმცა აქამდე მისი გამოყენება შეუძლებელი იყო პანელის არასაკმარისი სითხელის გამო.
ახლა კი როგორც ხედავთ შესაძლებელია. მთლიანი წინა მხარე, ფაქტობრივად, ერთი დიდი დინამიკია და ის ვიბრაციებს იყენებს, რათა ხმა გამოსცეს.
მთელი იდეა იმაშია, რომ ხმა მოძრავი ხდება და ეკრანს მთლიანი პერიმეტრის ნებისმიერი წერილიდან შეუძლია გამოსცეს ჟღერადობა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო იმერსიულ გამოცდილებებს გვაძლევს.
ეკრანს რაც შეეხება, ის 55 ინჩიანია 4K რეზოლუციით და ხელმისაწვდომია ასევე 65 ინჩიანი ზომის მოდელიც.
ოლედ პანელის სიკაშკაშე 1000 ნიცს შეადგენს, რაც ძალიან კარგია, თუმცა ოლედ ტექნოლოგიის მთავარი ღისება ხომ უდავოდ უღრმესი შავი და სუპერ ხასხასა ფერებია, რაც სონი ა1-ს ნამდვილად არ აკლია, თუმცა მხოლოდ პანელი ყველაფერი არაა.
ტელევიზორში ჩაშენებულია X1 Extreme პროცესორი, რომელიც მოწინავე ალგორითმებს იყენებს გამოსახულების და დასამუშავებლად, რათა საგრძნობლად შეამციროს ციფრული ხმაური, მოუმატოს დეტალიზაციას და საბოლოო სურათი ბევრად უფრო რეალისტური გახადოს.
გარდა ამისა, ეკრანს, ასევე, Dolby Vision და HDR 10 სტანდარტის მხარდაჭერა აქვს ფართო დინამიური დიაპაზონისთვის, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება არა მხოლოდ მახასიათებლების ფურცელზე, არამედ რეალურ სამყაროშიც.
საკმაოდ გაოცებული დავრჩი იმ ფაქტითაც, რომ აქ 1080P კონტენტიც კი მშვენივრად გამოიყურება, იმდენად კარგად მუშაობს Ubsqyuing-ის ტექნოლოგია 4K-მდე.
ყველაფერი დეტალური, ნათელი და ძალიან კონტრასტულია. ტელევიზორი Android TV-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს, რომელიც ყუთიდანვე 6.0 ვერსიის არის, თუმცა მოსულია 8.0 Oreo-ს განახლებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორი google-ის ეკოსისტემაშია ჩართული და ხელმისაწვდომია Google-ის სტანდარტული აპლიკაციები, როგორიცაა Playstore, Youtube, Assistant და საერთო ჯამში თქვენი პირადი google-ის ანგარიში, რომელსაც ტელეფონიდანვე ავსებთ და არ გიწევთ პულტით გიგანტური პაროლების აკრეფა, რაც ძალიან კომფორტულია.
ჩაშენებულია, ასევე, Chromcast-ის ფუნქციონალი, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ ტელეფონიდან გავაზიაროთ ვიდეოები, ფოტოები, მუსიკა და ნებისმიერი სახის კონტენტი, ერთი მარტივი ღილაკის დაჭერით.
Playstore-დან კი ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერა შეიძლება, რაც არ უნდა დაგჭირდეთ. ამისთვის აქ 16 GB-იანი მეხსიერებაა ჩაშენებული, რაც სმარტფონების სტანდარტებით შეიძლება ცოტაა, თუმცა ტელევიზორს ამაზე მეტი არც სჭირდება.
საბოლოო ჯამში ღირს თუ არა Sony A1-ის შეძენა? იმ შემთხვევაში თუ კი ყველაზე ინოვაციური, მიმზიდველი, ლამაზი და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ტელევიზორი გსურთ, Sony a1-ის იდეალური და ფერებით აღსავსე oled ეკრანი, მინიმალისტური დიზაინი და ინოვაციური ხმის სიტემა სწორედ თქვენთვისაა.