Smart ტელევიზორები და მათი ფუნქციები

ყოველდღიურად ჩვენ გარშემო ვითარდება ტექნიკა, უფრო და უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება მათი მოხმარება. ტელევიზორები, როგორც, ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, ისეთ სიახლეებს გვთავაზობს, რომ გაოცებულს გვტოვებს ყოველ ჯერზე.

Smart ტელევიზორები და მათი ფუნქციები

2010 წლიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა Smart ფუნქცია. Smart TV ნიშნავს ჭკვიან ტელევიზორს, რომლის საშუალებით მრავალი მოქმედება შეგვიძლია შევასრულოთ.

ჭკვიანი ტელევიზორი

Smart ტელევიზორებს აქვს კომფორტული მოწყობილობები და ფუნქციები. WLAN მოდულის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად დაუკავშიროთ ინტერნეტ ქსელს უკაბელოდ.

ყველა მწარმოებელს აქვს ერთი და იგივე WLAN მოდული, ასე რომ პრობლემა არ შეგექმნებათ ამასთან დაკავშირებით. თუ ტელევიზორს არ აქვს WLAN მოდული მოგიწევთ USB-ის გამოყენება.

Smart ტექნიკა საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ სასურველ ვიდეოებს youtube-ზე, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების დასასქროლად, როგორიცაა Facebook, Twitter და ა.შ.

სმარტ ფუნქცია გთავაზობთ საშუალებას, რომ ნახოთ ამინდის პროგნოზი, სიახლეები, სატელევიზიო შოუები და ა.შ. მას აქვს წვდომა ინტერნეტ ბრაუზერზე და თავისუფლად შეძლებთ შეხვიდეთ ნებისმიერ საიტზე.

როგორ შევარჩიოთ Smart ტელევიზორი

ისეთი ტელევიზორის შერჩევა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს არც ისე მარტივია. მთავარია გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი:

  • პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ არჩეული მოდელის გარეგნობა და ზომები ესადაგებოდეს ოთახს, სადაც უნდა მოათავსოთ ის.
  • ასევე, კარგად მოიფიქრეთ თუ რა ტიპის ჩვენებისა გსურთ, რომ იყოს ტელევიზორი - LCD, LED ან 4K.
  • სასურველია თუ ოპერაციული სისტემა იქნება ახალი OS მხარდაჭერის.

სხვადასხვა მწარმოებლის განსხვავებული მახასიათებლები

Smart ტელევიზორის შეძენისას უმჯობესი იქნება თუ არჩევანს მოწინავე და გამოცდილ ბრენდზე გააკეთებთ. ესენია - Samsung, Panasonic, LG, Toshiba და Philips.

  • დამატებით დაცვის სისტემას სთავაზობს მომხმარებელს Philips, რომელიც გაზღვევთ თქვენი სისტემის არაავტორიზებული გამოყენებისგან.
  • Samsung ყოველთვის ინოვაციურ სიახლეებს გვაწვდის - მისი ხელწერაა ტელევიზორის ხმითა და ჟესტიკულაციით მართვა.
  • LG-ს აქვს დამატებითი პანელი, რომელიც აჩქარებს მოწყობილობის მუშაობას.
  • Sony-ს აქვს პრაქტიკული და მაღალი ხარისხის მენიუ.
  • Toshiba-ს კი აქვს ყველაზე მარტივი მართვის მოდელი, რომელსაც ყველა მარტივად გაუგებს.

ასე, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრენდის Smart ტელევიზორი და ისიამოვნოთ ხარისხითა და ფუნქციებით.

ოპერაციული სისტემები

Smart tv-ის ორი ძირითადი ოპერაციული სისტემა აქვს - Android და Windows.

თავდაპირველად Smart ტექნიკაში იყენებდნენ Android OS სისტემას და სწორედ ამიტომ უფრო მეტი მოთხოვნა მასზე იყო ვიდრე Windows OS-ზე.

Isurve.ge გთავაზობთ სმარტ ტელევიზორების ფართო არჩევანს.

გადახედეთ: ძირითადი განსხვავებები ტელევიზორებს შორის (LED vs LCD)

შემოდით ჩვენს საიტზე, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი, შეიძინეთ პირდაპირ ან თქვენზე მორგებული განვადებით და ჩვენი კურიერი მოგაწვდით სახლში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანაც უფასოდ.

გისურვებთ კარგ შენაძენს!