ძირითადი განსხვავებები LCD და LED ტელევიზორებს შორის

ტექნიკურად LCD და LED ტელევიზორები თითქმის იდენტური პროდუქტია, განსხვავება იმაშია რომ  LED ტელევიზორებში გამოიყენება თხევადი კრისტალური მოლეკულები, რომლებიც განლაგებულია ეკრანზე (Liquid crystal Display) იმისათვის რომ მივიღოთ უფრო მკვეთრი და ზუსტი გამოსახულება.

ის თხელია, პოლარიზებული შუშა აქვს და ბლოკავს გარედან მომავალ შუქს, რათა გააძლიეროს შიგნიდან შემომავალი გამოსახულება. LED ტექნოლოგიამ, მისი წინამორბედის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა, ორივე მათგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც თქვენთან ერთად განვიხილავთ.

რითი განსხვავდება LCD და LED ტელევიზორები?

მთავარი განსხვავება LCD და LED ტელევიზორებში არის ის, თუ როგორ წარმოქმნიან ისინი შუქს ეკრანის მიღმა. ორიგინალი ტელევიზორების ტექნოლოგიის მსგავსად LCD ტელევიზორები იყენებენ ეკრანის უკან მაღალეფექტურ (ფლუროსცენტრულ highly-efficient fluorescent) ნათურას, რათა წარმოქნმან შუქი, რომელიც ანათებს ეკრანზე გამოსახულ პიქსელებს.

ამის საპირისპიროდ LED ტელევიზორებს არ აქვთ ასეთი მილი, მათ მრავალი დიოდის მიკრო ნათურები აქვთ, რომელიც საშუალებას აძლევს მეტი კონტროლი ჰქონდეს   განათებული ეკრანზე.

პატარა ზომის გამო ასეთი ნათურები შეიძლება განთავსდეს, როგორც ეკრანს მიღმა, ასევე კიდეებზე კიდევ უფრო მკვეთრი და ზუსტი გამოსახულების მისაღებად.

ძირითადი განსხვავებები LCD და LED ტელევიზორებს შორის

გამოსახულების ხარისხი

ტელევიზორის გამოსახულების სიმკვეთრე, პირდაპირ კავშირშია ეკრანზე კადრების ცვლილების სიჩქარესთან, წამში რამდენჯერ იცვლება გამოსახულება. იმის მაგივრად რომ ეკრანზე მოძრავი გამოსახულება დავინახოთ, ტელევიზორებში ვხედავთ კადრებს, რომლებიც გვიქმნის ილუზიას რომ ეს მოძრავი ობიექტია, დიოდური ტელევიზორები კი გვაძლევს საშუალებას უფრო მაღალი ხარისხის სისუფთავის განახლებული კადრი მივიღოთ  ვიდრე მისი წინამორბედი LCD.

რჩევა: თანამედროვე სმარტ ტელევიზორები განვადებით, ყველაზე იაფად და ხშირად სააქციო ფასდაკლების სახით isurve.ge-ზე იყიდება!

ასევე, როგორც ვიცით ყველა ტელევიზორს აქვს გამოსხივება 100HZ, რომლის დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ის მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ორგანოებზე, მხედველობაზე, ფსიქიკაზე.

პირველ რიგში გამოიხატება დაღლილობის შეგრძნებით და თვალების ტკივილით ტელევიზორის დიდხნიანი ყურების შემდეგ. LED ეკრანებს გამოსახულების ციმციმის სიხშირე კი 480 HZ-ია, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა და არ აქვს ნეგატიური ზემოქმედება ადამიანზე, ამასთანავე გამოსახულების ხარისხიც  უკეთესია.

LED განათების კონტროლი

ძირითადი განსხვავებები LCD და LED ტელევიზორებს შორის

ლედ ტელევიზორები საშუალებას იძლევა უფრო მეტად ხდებოდეს სიმკვეთრისა და სიკაშკაშის კონტროლი, იმის გამო თუ როგორ არის ნაშენები დიოდის ნათურები, მას შეუძლია სწრაფად მართოს ბნელი და ნათელი განათება, რაც უფრო მკვეთრ შავ და თეთრ ფერებს გვაძლევს.

დიოდის ნათურები შესაძლებელია ინდივიდუალურად იქნას ჩაბნელებული და განათებული. ხოლო ელსიდი ტელევიზორებზე ეს მხოლოდ ეკრანის ნაწილის ჩაბნელების ან შუქის ბლოკირებით ხდება.

ენერგოეფექტურობა

LED ტელევიზორები გაცილებით ეკონომიურია ვიდრე LCD, ამის მიზეზია ის რომ მას შეუძლია გათიშოს ნათურები, როდესაც საჭიროა(მაგალითად შავი გამოსახულების დროს) და ამასთან დიოდური ნათურები ისედაც ყველაზე ეკონომიურად ითვლება, ის კი სწორედ ასეთ ნათურებისაგან შედგება.

თუკი თქვენთვის ელექტროენერგიის ეკონომიურობა მნიშნველოვანი ფაქტორია, მაშინ აქაც ლედ ტელევიზორი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ის დაახლოებით 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე LCD

ყველა ზემოთ ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, შედეგი სახეზეა რომ LED ტელევიზორი ბევრად თანამედროვე ტექნოლოგიაა ვიდრე LCD, რომელსაც აქვს გაცილებით უკეთესი ხარისხის ეკრანი, არის ეკონომიური, გამოსხივება უსაფრთხო, უფრო თხელი, მაგრამ ამასთანავე უფრო ძვირი.

LCD ტელევიზორები მაინც მყარად რჩება ბაზარზე და მათზე მოთხოვნაც არ კლებულობს ფასიდან გამომდინარე, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო პერიოდში მისი ეკრანის ხარისხიც გაუმჯობესებულია, მაგრამ ფასი არ გაზრდილა.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 969 ლარი / თვეში 52 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Regular price 1,129 ლარი / თვეში 61 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
Regular price 429.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Regular price 1,349.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი