საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა

რადგან ზაფხული ახლოვდება, ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ აგარაკზე სტუმრობაა, სადაც გრილი აუზი გეგულებათ.

თუკი ზღვა თქვენი სტიქია არაა, მაშინ ზაფხულის სეზონის გატარება ქალაქგარეთაც შეგიძლიათ, მაგრამ იმისთვის, რომ ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაახალისოთ, აუზის ყიდვას უდაოდ გირჩევთ.

მაგრამ რომელი აუზის ყიდვა სჯობს? გასაბერი, კარკასული თუ ასაწყობი? ამ შეკითვაზე პასუხს ჩვენი ბლოგის საშუალებით გაიგებთ, სადაც მიმოვიხილავთ სხვადასხვა ბრენდის აუზებს.

BB Yong SP0018

BB Yong არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული აუზი. მისი ზომებია 70*80 სმ, ხოლო სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია 6 სხვადასხვა დონეზე. პროდუქტი განკუთვნილია ბავშვების სათამაშოდ და ბანაობისთვის, რომელიც გასაბერი აუზების შესანიშნავი ალტერნატივაა.

ჩარჩო დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო წარმოდგენილია სამი ფერის - ვარდისფერი, ღია მწვანე და ლურჯი. მასალა არ არის მოსაწყენი დიზაინის, რადგან მასზე გამოსახულია მულტფილმის პერსონაჟები.

საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა

მომხმარებლებს განსაკუთრებით უყვართ BB Yong-ის მრავალფეროვნება. პატარა გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ ბანაობა და თამაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტს ადვილად შეუძლია ჩაანაცვლოს აბაზანა.

სიმაღლე მოსახერხებელია და რეგულირდება 30-80 სმ დიაპაზონში. მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მცირე წონაა - თინეიჯერებსაც კი შეუძლიათ აუზის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე.

მთავარი მინუსი პროდუქტის ზომაა. შემცირებული ზომის გამო, მრგვალი აუზი 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის შესაფერისი.

Intex Metal Frame 28200

Intex აუზი რეგულარულად ხვდება საუკეთესო კარკასული აუზების რეიტინგში. აქვს სასიამოვნო დიზაინი, ხოლო მისი წარმოებისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები. მრგვალი თასის ზომებია 305*76 სმ. ცარიელის წონა კი დაახლოებით 17.5 კგ-ია.

საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა

აუზის შევსებას თითქმის 4500 ლიტრი წყალი სჭირდება. ფუძე ზედაპირი შეღებილია კაშკაშა ლურჯით, რომელიც დამზადებულია პოლიესტერისა და მყარი ვინილის ორი ფენისგან. პროდუქტის მთავარი მახასიათებელია გამძლე ლითონის ჩარჩო, რომელსაც შეუძლია გაუძლოს სერიოზულ დატვირთვას. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტენტითა და ტუმბოთი.

Bestway Steel Pro MAX 56420

Bestway აუზი მოზრდილებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად ითვლება. ამ კარკასული აუზის დიამეტრი 366 სმ-ია, ხოლო სიღრმე 122 სმ აღწევს. თასის მოცულობა შთამბეჭდავია - 10 000 ლიტრზე მეტი. იმისათვის, რომ პროდუქტი დიდხანს მოგემსახუროთ, მწარმოებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ძალაზე. ჩარჩო დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

საზაფხულო აგარაკის აუზები - მოდელების შერჩევა

სამ ფენის მასალა - ვინილი და პოლიესტერი იცავს ჩარჩოს დაზიანებისგან და ხდის სტრუქტურას უფრო საიმედოსა და სტაბილურს.

აუზის  სანიაღვრე სარქველი ისეთი ზომისაა, რომ უმეტესი ბაღის შლანგები მოერგება. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაცალოთ წყალი. ერთადერთი საფრთხილო არის ის, რომ ნაკრებში არ არის ჩარდახი ამიტომ, თავად უნდა მოძებნოთ და შეიძინოთ იგი.

Intex Prism Frame 28700

Intex აუზი  იაფიანი ვარიანტია საზაფხულო აგარაკებისთვის, რომლის სტრუქტურა ძალიან გამძლეა და გაუძლებს მძიმე დატვირთვასაც კი. ლითონი, რისგანაც მზადდება მილები, საიმედოდაა დაცული ჟანგისგან.

პროდუქტის ზომებია - 305*76 სმ, მოცულობა - 4485 ლიტრი.

ნაკრებს არ მოყვება ჩარდახი, ასევე ტენტი და აუზის წყლის ტუმბო.  მიმოხილვების მიხედვით, აუზი Intex  ძლიერი და გამძლეა, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ.

გასაბერი აუზების ბიუჯეტური მოდელები მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
Regular price 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია