საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორების შეფასება ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით

არაერთხელ აღგვინიშნავას, რომ ვიდეო რეგისტრატორი ავტომობილის მესამე თვალია, რომელიც მძღოლს ეხმარება სხვადასხვა დავალების შესრულებასა და უსაფრთხოების დაცვაში.

ვიდეო რეგისტრატორი  აადვილებს ავარიის შემდგომი სიტუაციის ანალიზს და მძღოლს ეხმარება პრობლემების მოგვარებაში. ასევე ამარტივებს პოლიციასთან სადავო საკითხების განხილვას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი რეგისტრატორების ყიდვა არც ისე ადვილია.

BlackVue DR750S-2CH

BlackVue მოწყობილობა, აღჭურვილია ერთდროულად ორი კამერითა და GPS-ით. მთავარი კამერის ხედვის კუთხე 139 გრადუსია, მეორესი კი - 120 გრადუსი.

კამერები სრულად აკონტროლებენ გზაზე არსებულ ვითარებას, ხოლო ვიდეოში აღბეჭდილია ყველა საჭირო ინფორმაცია ავარიის შემდეგი ანალიზისთვის. მოწყობილობა დამზადებულია კლასიკურ შავ ფერში და ინტეგრირებულია მანქანის ინტერიერში.

საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორების შეფასება ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით

ვიდეოჩანაწა ხორციელდება Full HD ფორმატში წამში 60 კადრით. სურათი არის მაღალი ხარისხის და მკაფიო, ხოლო ვიდეოზე შეგიძლიათ შეაფასოთ სიტუაცია და ნახოთ ყველა ობიექტი.

რეგისტრატორი შექმნილია -20-დან +70 გრადუს ტემპერატურაზე მუშაობისთვის. კომპლექტში შედის ადაპტერი მანქანაში სიგარეტის სანთებელასთან დასაკავშირებლად. ინფორმაციის შესანახად კი გამოიყენება 128 გბ-იანი მეხსიერების ბარათი.

მახასიათებლები:

  • მატრიცა - Sony;
  • რეზოლუციაა 1920 x 1080;
  • კადრის სიჩქარე წამში 60-ია;
  • კამერების რაოდენობა 2-ია;
  • ობიექტივის კუთხე - 139 გრადუსი.

დადებითი:

  • ორი კამერა;
  • დიზაინი;
  • Wi-Fi.

მინუსები:

  • ფასი.

Xiaomi 70mai Dash Cam Pro Midrive D02

ფუნქციონალურ ვიდეო რეგისტრატორს მოყვება ყველა აქსესუარი, რომელიც  საჭიროა დატენვისა და მონტაჟისთვის. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან,  რომელიც წარმოდგენილია კლასიკურ შავ ფერში.

მოდელს აქვს LCD ეკრანი და მარტივი პანელი. მოწყობილობის მართვა კი ხდება ბოლოში მდებარე ხუთი ღილაკით.

პროდუქტს ასევე აქვს  ძლიერი მიკროფონი და მაღალი ხარისხის კამერა, ხოლო ხედვის კუთხე  140 გრადუსია.

საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორების შეფასება ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით

იმის გამო, რომ ბაზა ბრუნავს, შეგიძლიათ ერთი ხელით დაარეგულიროთ დახრილობის კუთხე. გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ხუთ მეგაპიქსელიანი მატრიცა.

ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ microSD ბარათზე. რეგისტრატორი იტენება სიგარეტის სანთებელიდან ან ბატარეებიდან.

მახასიათებლები:

  • ჩაწერის რეზოლუცია - 1440x1080 პიქსელი;
  • ეკრანი - 2 ინჩი;
  • მეხსიერების ბარათის მოცულობაა 64 გბ.

დადებითი:

  • ვიდეოს ხარისხი;
  • Wi-Fi-ს საშუალებით მუშაობს სწრაფად;
  • სმარტფონის საშუალებით შესაძლებელია მოსახერხებელი პარამეტრების დაყენება.

მინუსები:

  • სუსტი ფუნქციონირება.

Playme PRIME

ვიდეო რეგისტრატორი Playme PRIME GPS-ს აქვს ფართო ზედაპირი, რაც უზრუნველყოფს მძღოლის მხრიდან სრულ ხედვას.

მოწყობილობის ზედა ნაწილში მოთავსებულია miniUSB პორტი, GPS მოდული და ჩასადები სლოტი მინი USB ბარათისთვის. მეხსიერების ბარათის მაქსიმალურ მოცულობაა 64 გბ.

ასევე, მოდელი აღჭურვილია ჩამონტაჟებული სუპერ კონდენსატორით, ამიტომ იგი თანაბრად, კარგად მუშაობს ცხელ ამინდსა და სიცივეში.

საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორების შეფასება ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით

უკანა ხედვის კამერა დამზადებულია ჩვეულებრივი ფორმატით, რომელიც პატარა და კომპაქტურია. გადაღების რეზოლუცია 640x480 პიქსელია, სიხშირე 25 კადრი წამში, ხედვის კუთხე 100 გრადუსი.

მახასიათებლები:

  • მატრიცა - Sony;
  • ვიდეოს რეზოლუცია - 2304x1296 პიქსელი;
  • კამერების რაოდენობა 2;
  • ხედვის კუთხე 140 გრადუსია.

დადებითი:

  • თანამედროვე;
  • კომფორტული;
  • ხედვის კუთხე საკმარისად დიდია.

მინუსები:

  • GPS ძნელად მუშაობს;
  • ჩამონტაჟებული სუსტი ბატარეა.

პოპულარული მოდელები

ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
Regular price 200.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
Regular price 40.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი