საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტები

ხელის მტვერსასრუტი პატარა ნამსხვრევების შემწოვი მოწყობილობაა,  რომლის კორპუში იტევს ყველა საჭირო  ელექტრომოწყობილობას. ასეთი მტვერსასრუტების  მართვა  კი შესაძლებელია ერთი ხელითაც.

მინიმალური წონა და ზომები საშუალებას გაძლევთ მოაგროვოთ მტვერი ნებისმიერი ზედაპირიდან. ელემენტის სიმძლავრე კი, როგორც წესი, საკმარისია მხოლოდ 10-15 წუთიანი ინტენსიური მუშაობისთვის.

ზოგადად, ასეთი ტიპის ხელის მტვერსასრუტები ვერ ჩაანაცვლებენ მძლავრ მოწყობილობებს, რომლებიც საჭიროა ბინის დასუფთავებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება მოსახერხებელია სამზარეულოში ნამსხვრევების შესაგროვებლად  ან დერეფანში, რათა სწრაფად გააქროთ  ქუჩიდან შემოსული ბავშვების ან ძაღლის მტვერი.

Bosch BHN 20110

მოგრძო ფორმის, ვერცხლისფერი, მინი  მტვერსასრუტი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. პირველი არის დენის ბლოკი -  ნიკელის მეტალის ჰიდრიდული ბატარეით, ელექტროძრავით და ტურბინით.

მეორე არის გამჭვირვალე პლასტმასისგან დამზადებული ციკლონური ფილტრის შემგროვებელი, რომლის შიგნით მოთავსებულია მრავალშრიანი კონუსი.

საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტები

კომპლექტს მოყვება რამდენიმე საქშენი ძნელად მისადგომი ადგილებისთვის და დამტენი. სრული დატენვის დრო 12 საათი.

ძირითადი მახასიათებლები:
ოპერაციული დრო - ერთი დატენვით 16 წუთი;
წონა - 1.4 კგ.

დადებითი მახასიათებლები:

  • ხარისხიანი მასალები;
  • ლამაზი დიზაინი;
  • საკმარისი ენერგია;
  • გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია;
  • დაბალი ხმაურის დონე.

მინუსები:

  • მაღალი ღირებულება;
  • ხანგრძლივი დატენვის დრო.

Philips FC6142

მტვერსასრუტ Philips FC6142-ს აქვს ლამაზი,  ლურჯი თეთრში დიზაინი, რომელიც  განკუთვნილია მცირე ნამსხვრევების,  მშრალი გაწმენდისა და დაღვრილი სითხის გასასუფთავებად. აქვს ორიგინალური სახელური და გამჭვირვალე მტვრის შემგროვებელი, რომლის მოცულობაა 0.5 ლიტრი. მტვერსასრუტი შედგება ციკლონისა და ქსოვილის ფილტრისგან, რომელიც პატარა ჩანთის სახით არის წარმოდგენილი. Ni-MH ბატარეის სრულად დატენვას 16 საათი სჭირდება.

საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტები

ძირითადი მახასიათებლები:

  • ოპერაციული დრო - ერთ დატენვაზე 9 წუთი;
  • ზომები - 16x16x46 სმ;
  • წონა - 1.4 კგ.

დადებითი მახასიათებლები:

  • მსუბუქი წონა და ზომები;
  • მოსახერხებელი ფორმა;
  • მარტივი მუშაობა და შენარჩუნება;
  • ხარისხიანი მოწყობილობა;
  • დაბალი ხმაურის დონე.

მინუსები:

  • უწყვეტად მუშაობის  მოკლე დრო;
  • სამწუხაროდ, ბატარეის შეცვლა ახლით  ვერ მოხერხდება.

Xiaomi CleanFly Portable

 ცნობილი ჩინური ბრენდის ხელის უკაბელო მტვერსასრუტი შექმნილია სპეციალურად მანქანების დასუფთავებისთვის. აქვს ორი ლითიუმ-იონის ბატარეა, რომელთა საერთო სიმძლავრეა 2000 mAh.

 სიგარეტის სანთებლიდან სრულად დატენვას მხოლოდ 90 წუთი სჭირდება. მცირე ზომის 0.1 ლიტრიანი მტვრის კონტეინერი აღჭურვილია HEPA ფილტრით, რომელიც იღებს პატარა ნაწილაკებსაც კი.

 ჩაბნელებული ადგილების გასანათებლად, კორპუსში დამონტაჟებულია LED ნათურა.

 ძირითადი მახასიათებლები:

  • ოპერაციული დრო - ერთი დატენვით 13 წუთი;
  • ზომები - 7x7x29,8 სმ;
  • წონა - 560 გრ.

დადებითი მახასიათებლები:

  • მსუბუქი წონა;
  • ვიწრო ფორმა;
  • განათება;
  • სწრაფი დატენვა;
  • შესაძლებელია მანქანის სანთებელთან დაკავშირება;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები

  • ფუნჯის დასაფიქსირებლად აქვს არასაიმედო ღილაკი;
  • სტანდარტული ელექტრო ქსელის დამტენი ცალკე უნდა შეიძინოთ;
  • აღჭურვილია ძალიან პატარა მტვრის კონტეინერით.

Kitfort KT-543

მყარი,  ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტი,  რომელსაც შეუძლია ეფექტურად იმუშაოს როგორც დასაგრძელებელი ჯოხით,  ისე - მის გარეშე. მოდელს მოყვება სამი სახის საქშენი, დამტენი და მოსახსნელი ლითიუმ-იონის ბატარეა, რომლის სიმძლავრეა 2200 mAh. იატაკის ტურბო  ფუნჯს აქვს LED განათება.

საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტები

ძირითადი მახასიათებლები:

  • სამუშაო დრო - ერთ დატენვაზე 30 წუთი;
  • ზომები - 22x25x113 სმ;
  • წონა - 2.7 კგ.

დადებითი მახასიათებლები:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • კარგი მანევრირება;
  • მსუბუქი წონა;
  • დაბალი ხმაურის დონე;
  • მართვის სიმარტივე;
  • განათება.

თუ რობოტი მტვერსასრუტებით ხართ დაინტერესებული, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს.