როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები

ბევრი ქალბატონი ოცნებებობს, ისეთ მტვერსასრუტზე, რომელიც ოთახებს დამოუკიდებლად,  ზედმეტი ჩარევის გარეშე დაასუფთავებს. ეს ოცნება მარტივი შესაძლებელია რობოტი მტვერსასრუტების დახმარებით  რეალობად  აქციოთ.

რობოტი მტვერსასრუტები არცთუ იაფიანი მოწყობილობებია. მაღაზიებშიც ძალიან ბევრი მოდელია წარმოდგენილი ამიტომ, ცოტა რთულია იმის გაგება, თუ როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ბლოგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ რომელია საუკეთესო მოდელის და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ რობოტი მტვერსასრუტების ყიდვას დააპირებთ.

Panda X600 Pet series

დადებითი მხარეები:

  • დაბალი ხმაურის დონე - მხოლოდ 50 დბ;
  • მუშაობის ხუთი რეჟიმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენი სახლისთვის შესაფერისი რეჟიმი;
  • ხარისხიანად აშორებს რთულ ლაქებს ნებისმიერი ზედაპირიდან, მათ შორის მატყლის ხალიჩებიდან;

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები

  • დროისა და დღეების მიხედვით პროგრამირების შესაძლებლობა - მტვერსასრუტს  შეუძლია იმუშაოს მაშინაც კი თუკი სამსახურში იმყოფებით, ხოლო უქმეებზე მოგცეთ დასვენების საშუალებას;
  • ვირტუალური კედელი გამორიცხავს შეჯახებისა და დაზიანების რისკს;
  • დასუფთავების არეალი ერთი დატენვით - 120 კვადრატული მეტრი;
  • სენსორული ღილაკების გამოყენებით მარტივი კონტროლი.

მინუსები:

  • მტვრის შემგროვებელი ავზის მცირე მოცულობა - მხოლოდ 0.5 ლიტრი.

iRobot Roomba 616

დადებითი მხარეები:

  • შესანიშნავი სანავიგაციო სისტემა საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოაწესრიგოთ რთული  განლაგების  მქონე ბინებიც კი;
  • ჩამონტაჟებული სენსორების წყალობით,  არ ეჯახება უცხო ობიექტებს;
  • სწრაფად იღებს ყველანაირ დაბინძურებას: მტვერს, ჭუჭყსა და ცხოველის თმას;
  • წვრილი ფილტრი ზრდის დასუფთავების ეფექტურობას.

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები

მინუსები:

  • მუშაობის  დროს მაღალი ხმაურის დონე - 60 დბ;
  • სრულად დამუხტული აკუმულატორით წმენდს მცირე  ადგილს - 60 კვადრატულ მეტრამდე;
  • ბატარეის სრული დატენვის დრო - 180 წუთი;
  • მტვრის შემგროვებლის მოცულობა მხოლოდ 0.5 ლიტრია, რის გამოც კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასუფთავების ეფექტურობა მკვეთრად იკლებს;
  • მაღალი ფასი.

GUTREND JOY 90 Pet

დადებითი მახასიათებლები:

  • ხუთი ოპერაციული რეჟიმი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ  ის ფუნქცია, რომელიც საუკეთესო  ვარიანტია თქვენი ბინისთვის;
  • დასუფთავების ადგილი განისაზღვრება ვირტუალური კედლის სენსორებით;
  • დასუფთავების არეალი ერთი დატენვით - 100 კვადრატულ მეტრამდე;

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები

  • დაბალი ღირებულება ამ რობოტ მტვერსასრუტს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის;
  • არაჩვეულებრივად მსუბუქი წონა - მხოლოდ 1.8 კგ, რაც სხვა მოდელების წონის თითქმის ნახევარია;
  • ჩამონტაჟებული საათი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ დასუფთავების ოპტიმალური დრო. მუშაობის დროს ხმაურის დონე მხოლოდ 50 დბ-ია.

მინუსები:

  • ბატარეის დატენვის დრო - 200 წუთი;
  • არ არსებობს კვირის დღეების მიხედვით საათების დაყენების  შესაძლებლობა. რობოტი მტვერსასრუტი  მუშაობს როგორც სამუშაო დღეებში,  ისე - შაბათ-კვირას;
  • ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა  მხოლოდ 90 წუთია.

iRobot Braava 390T

დადებითი მახასიათებლები:

  • ბატარეის სრულად დატენვას მხოლოდ 120 წუთი სჭირდება;
  • აკუმულატორის ხანგრძლივობა 4 საათს შეადგენს. ამ დროის განმავლობაში, მშრალი წმენდით  შეუძლია ხარისხიანად დაამუშაოს 95 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, ხოლო სველი წმენდის შემთხვევაში - 32 კვადრატულ მეტრამდე ოთახი;

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები

  • 216x216x76 ზომების მქონე მტვერსასრუტი იწონის მხოლოდ 1.8 კილოგრამს;
  • NorthStar სანავიგაციო სისტემა საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გაასუფთაოთ შენობა;
  • ეფექტურად აგროვებს ნებისმიერი სახის ჭუჭყს. მათ შორის: მტვერს, ქვიშას, მცირე ნასხვრევებსა და ცხოველის ბეწვს.

მინუსები:

  • პროგრამების ფუნქციის არარსებობა, რომელიც დისკომფორტს ქმნის იმის გამო, რომ შეუძლებელია  კვირის დღეების დაფიქსირება.

ინფორმაცია საუკეთესო მტვერსასრუტებზე აკვაფილტრით, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს შემდეგ ბლოგში.

პოპულარული მოდელები

მრავალფუნქციური მტვერსასრუტი KARCHER WD 2 PLUS
მრავალფუნქციური მტვერსასრუტი KARCHER WD 2 PLUS
Regular price 295 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მტვერსასრუტი Arnica ET13213
მტვერსასრუტი Arnica ET13213
Regular price 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი