საუკეთესო თმის სახვევების მიმოხილვა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თმის სახვევების ყიდვამდე არა მხოლოდ თქვენს მეგობრებთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, არამედ უნდა გაეცნოთ მომხმარებელთა მიმოხილვასა და ბრენდების რეპუტაციას.
თმის გარეგნობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ხარისხიანი თმის სახვევები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ სასურველი ვარცხნილობა. ჩვენი დღევანდელი რეიტინგი კი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
თმის სახვევის შერჩევის პარამეტრები:
- საფარის მასალა;
- კონუსის დიამეტრი;
- გათბობის სიჩქარე;
- ტემპერატურის რეჟიმების რაოდენობა;
- დენის კაბელის სიგრძე;
- გამოყენების სიმარტივე.
BaBylissPRO BAB2280TTE
რეიტინგში საპატიო ადგილი უჭირავს თანამედროვე მოწყობილობა BaByliss თმის სახვევებს, რომლებსაც ტიტან-ტურმალინის საფარი აქვს, რისი წყალობითაც მოწყობილობა უფრო გამძლე და უსაფრთხოა.
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ტემპერატურის ერთიანი განაწილების გამო, არ ხდება მოწყობილობის გადახურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ელეგანტური სტილი და ერგონომიული ფორმის დიზაინი.
სახელურს სასიამოვნო საფარი აქვს, ხოლო მექანიკური თერმოსტატი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი პარამეტრები 110-დან 190 გრადუსამდე.
Babyiss-ის პროდუქტებს შორის, აღნიშნული თმის სახვევი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მოწყობილობის ფასი კი ამართლებს პროდუქტის ფუნქციონალობას და ხარისხს.
უპირატესობები:
- თმის ვარცხნილობის გამძლეობა;
- კონუსის დიამეტრი 13-25 მმ-ია;
- სწრაფი გათბობა;
- მაღალი ხარისხის მასალა;
- ორიგინალური დიზაინი;
- შესანიშნავი შედეგი;
- მარტივად გამოყენების შესაძლებლობა;
- გამძლეობა.
უარყოფითი:
- შენახვის ყუთი არ არის გათვალისწინებული.
Valera Conix 13-25mm (641.02)
შემდეგ მოდელს აქვს კერამიკა-ტურმალინის საფარი და უზრუნველყოფს ტალღების უსაფრთხო დახვევას. მოწყობილობის კონუსის დიამეტრი 13-დან 25 მილიმეტრია, ხოლო მეტი მოხერხებულობისთვის, ინსტრუმენტს ჩამოსაკიდი მარყუჟიც აქვს.
დენის კაბელის სიგრძე სამი მეტრია, გათბობის მაქსიმალური ტემპერატურა კი 200 გრადუსია. კომპლექტში ასევე შედის სპეციალური კორპუსი და დამცავი ხელთათმანი. მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, მოწყობილობა არ აშრობს თმას, ხოლო ვარცხნილობის შენარჩუნება შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში. პროდუქტის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
უპირატესობები:
- ფართო თავი;
- უზრუნველყოფს თმის ბრწყინვალებას;
- გათბობა ხდება ოცდაათ წამში;
- თერმული საფარის არსებობა;
- სამმეტრიანი კაბელი.
უარყფოითი:
- ტემპერატურის რეჟიმების ნაკლებობა.
Philips bhb872 stylecare
Philips თმი სახვევები დამზადებულია კერამიკითა და ტიტანით დაფარული ლითონისგან, რომლებიც საკმაოდ მსუბუქი და გამოსადეგია.
ზოგიერთ მომხმარებელს უკვირს კიდეც, რომ ხვეული თმა ორი დღის განმავლობაში სრულად ინარჩუნებს საკუთარ პირვანდელ შედეგს. მხოლოდ მცირე რაოდენობის თმის ლაქი საკმარისია შედეგის გამოსასწორებლად.
გათბობის დრო - 45 წამამდეა, ტემპერატურის რეჟიმი მერყეობს 130-დან 210 გრადუსამდე. ასევე წარმოდგენილია იონიზაციის ფუნქციები და ხმოვანი სიგნალი, როდესაც თმი სახვევი მუშაობდისთვის მზად იქნება.
LCD ეკრანი აჩვენებს ინფორმაციას მითითებული ტემპერატურისა და მუშაობისთვის მზადყოფნის შესახებ. დენის კაბელის სიგრძე 1.8 მეტრამდე აღწევს.
უპირატესობები:
- მაღალი ხარისხის საფარი;
- გრძელვადიანი ეფექტი;
- ხელმისაწვდომი ფასი;
- მბრუნავი კაბელი;
- 9 ტემპერატურის რეჟიმი.
პოპულარული მოდელები