საუკეთესო შედუღების აპარატები - მიმოხილვები
შედუღების აპარატები ისევ როგორც სხვა ელექტრო მოწყობილობები, ძირითადად სიმძლავრისა და მახასიათებლების მიხედვით განსხვავადება ერთმანეთისგან.
როდესაც შედუღების აპარატების შერჩევაზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობს როგორც კომპაქტური მოდელები, ასევე დიდი, მძიმე დანადგარები, რომლებიც ძირითადად საამქროებში ან პროფესიული საქმიანობებისთვის გამოიყენება.
იმისათვის, რათა უკეთ წარმოვაჩინოთ შედუღების აპარატების შესაძლებლობები თუ ფუნქციები, უმჯობესია კონკრეტული მოდელები განვიხილოთ.
Blueweld Megamig 400S
Blueweld შედუღების აპარატის კომპლექტში შედის შედუღებისთვის საჭირო ნაკრები, გაზის ბალონებთან დასაკავშირებელი, სანთურები და სხვა აქსესუარები. ელექტრო ენერგიის დისტანციური მიმწოდებელი და გრძელი კაბელი საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ სამუშაო სივრცე, რათა მოქმედების მეტი თავისუფლებაც გქონდეთ.
შედუღებისთვის საჭირო ელ.ენერგია რეგულირდება 50-400 ა ფარგლებში, ხოლო ენერგიის წყაროდ მოწყობილობა იყენებს სამფაზიან ელექტრომომარაგებას.
ძირითადი პარამეტრების სწრაფი დაყენება აადვილებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას. შედუღების აპარატის კომფორტული გადაადგილებისთვის კი გათვალისწინებულია სპეციალური სახელური და ოთხი ბორბალი.
უპირატესობები:
- მდიდარი აღჭურვილობა;
- გადაადგილების სიმარტივე;
- გრძელი კაბელი;
- სტაბილური მუშაობა
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი;
- აქტივაციის მოკლე პერიოდი.
სვარკის აპარატი Blueweld გამოიყენება ალუმინისა და ფოლადის შესადუღებლად. ეს არის პროფესიონალური მოდელი, რომელიც განკუთვნილია წარმოებებში დიდი სამშენებლო სამუშაოებისთვის.
საუკეთესო ტრანსფორმატორი შედუღების აპარატები
ტრანსფორმატორი მოწყობილობები გამოირჩევა საიმედოობით, გამოყენების სიმარტივით, შედარებით დაბალი ღირებულებითა და ხანგრძლივი მუშაობით.
Wester MIG-100
მოდელი გამოირჩევა დენის რეგულირების უნარით, რომელიც სხვადასხვა ლითონებისა და სტრუქტურული ელემენტების მაღალხარისხოვან შედუღების საშუალებას იძლევა. დენის მიწოდების დასაშვები ძაბვაა 180-240 ვოლტი, რომელიც უზრუნველყოფს არასტაბილურ კვების ბლოკთან მიერთებისას, მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებას. მოწყობილობის სიმძლავრეა 2.4 კვტ.
მაქსიმალური ტემპერატურის გადაჭარბებისას, აპარატი ავტომატურად ითიშება, რაც ახანგრძლივებს მოწყობილობის დიდი ხნით გამოყენების შესაძლებლობას. მფლობელს, მისი საჭიროებების შესაბამისად, შეუძლია შეცვალოს მავთულის კვების სიჩქარე. ერგონომიული სახელური აადვილებს 14. 4 კგ წონის მქონე შედუღების აპარატის ტრანსპორტირებას.
უპირატესობები:
- კომპაქტურობა და შედარებით მსუბუქი წონა;
- ქსელში ელექტროენერგიის ტალღების მიუხედავად, სტაბილური ფუნქციონირება;
- რეგულირებადი სიჩქარე;
- ტრანსპორტირების სიმარტივე
ნაკლოვანებები:
- დაბალი სიმძლავრე
Wester MIG-100 რეკომენდირებულია ფოლადის, სპილენძის, ალუმინის მასალების შედუღებისთვის.
Elitech АС 180Т
გადახურებისა და მაჩვენებლის ინდიკატორები ხელს უწყობენ კომფორტულ მუშაობას. ელექტროდის დიამეტრი 2-4 მილიმეტრია.
მრავალჯერადი სავენტილაციო ფუნქცია უზრუნველყოფს ტრანსფორმატორის ეფექტურ გაგრილებას და მძიმე დატვირთვის შემთხვევაში მაქსიმალურ სტაბილურობას.
მცირე ზომისა და წონის სვარკა ამარტივებს მუშაობას, თუნდაც ხშირი მოძრაობის პირობებში. ერგონომიული, პლასტიკური სახელური კი აადვილებს მოწყობილობის ტრანსპორტირებას.
უპირატესობები:
- მსუბუქი წონა და კომპაქტურობა;
- მართვის მოსახერხებელი კონტროლი და მითითებები;
- ხანგრძლივი მომსახურების ვადა
ნაკლოვანებები:
- ოპერაციის დროს შესამჩნევი ვიბრაცია;
- მოკლე PV.
Elitech სვარკის აპარატი განკუთვნილია MMA შედუღებისთვის, რომელიც გამოიყენება როგორც საშინაო მოხმარებისთვის, ისე - სამრეწველო სამუშაოებისთვის.
საუკეთესო ინვერტორული შედუღების აპარატები
ინვენტორული შედუღების აპარატი სახლის პირობებში სამუშაოდ ყველაზე შესაფერისი მოდელებია, რაც გამოწვეულია მათი კომპაქტურობითა და სიმსუბუქით. ინვერტორებს ახასიათებს სტაბილური შესრულება და შედუღების მაღალი ხარისხი.
Quattro Elementi i-MIG 165
ინვერტორის სიმძლავრე 4.1 კვტ-ია, ხოლო ძაბვა 185-240 ვ. მაღალხარისხიანი ვენტილატორები და გამაგრილებელი რადიატორები მოწყობილობის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფენ, რომლებიც აპარატს გადახურებისგან იცავენ.
დაბალი წონა უზრუნველყოფს ტრანსპორტირების სიმარტივეს. გარდა ამისა, კომპლექტში შედის მაგისტრალური კაბელები და შედუღების იარაღი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაიწყოთ მუშაობა.
უპირატესობები:
- მოსახერხებელი მართვა;
- სტაბილური მუშაობა;
- სწრაფი გაგრილება;
- მდიდარი კომლექტაცია;
- მსუბუქი წონა
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს კემპის შედუღების აპარატებზე.
პოპულარული მოდელები