საუკეთესო საკერავი მანქანები

 საკერავი მანქანების შესახებ სხვადასხვა ბლოგში ძალიან ბევრს  ვსაუბრობთ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო მოდელის, ფუნქციების მქონე მანქანები შემოგთავაზოთ, რომლებიც, თავისთავად, მხოლოდ ხარისხთან ასოცირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საკერავი მანქანების  ბაზარზე არაერთი მწარმოებელია,   ბლოგში აქცენტირებას მხოლოდ  SINGER-ზე გავაკეთებთ და წარმოგიდგენთ  ამ ბრენდის საუკეთესო მოდელებს.

კომპანია SINGER, რომელიც საუკუნეზე მეტია თავის ისტორიას ქმნის, შესძლო და მოიგო უამრავი მომხმარებელის გული, რამაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განაპირობა კიდეც მათდამი დიდი სიყვარული და ნდობა.

SINGER საკერავი მანქანები

SINGER საკერავი მანქანების საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერ ქსოვილთან, მათ შორის კაპრიზულ, მაგალითად, ნაქსოვ ტანსაცმელთან,  აბრეშუმთან და ა.შ.

ამავე დროს, ტექნიკა გამოირჩევა მრავალფუნქციურობითა და მაღალი სიმძლავრით, რომელიც  აკმაყოფილებს თანამედროვე პროფესიონალი მკერავებისა და მოყვარულების მოთხოვნებს. SINGER-ი ბაზარზე წარმოდგენილია  სხვადასხვა მოდელით ამიტომ, დასახული ამოცანების გათვალისწინებით,  მყიდველი თავად წყვეტს კონკრეტულად რომელი დანადგარი აირჩიოს.

მოკლედ, როგორც შეგპირდით, წარმოგიდგენთ SINGER საკერავი მანქანების  საუკეთესო მოდელების განხილვას.

Singer Quantum 9960

მოდელი შეიქმნა არა მხოლოდ საკერავი მიზნებისთვის, არამედ შემოქმედებითობისთვის. მანქანა  აადვილებს ნივთების გაფორმებას დეკორატიული ნაკერით ან მთლიანი ფრაზებით, რომელზეც პასუხისმგებელია ჩამონტაჟებული შრიფტები და ციფრები.

საკერავი მანქანები Singer Quantum 9960

მანქანა ქმნის როგორც პატარა,  ასევე დიდი ზომის ასოებს, მაგრამ თავისებურებებიდან აღსანიშნავია ხუთი ანბანი და 150 ხაზი, რომელთა შორის, მომხმარებლები განსაკუთრებულად გამოვარჩევენ კონკრეტულად ელასტიური მასალისთვის განკუთვნილ ფუნქციებს.

მოწყობილობის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ შექმნათ ექსკლუზიური საგარდერობო ნივთები, დაამშვენოთ თქვენი სახლი და უბრალოდ აკეთოთ ის საქმე, რომელიც ძალიან გიყვართ.

უპირატესობები:

  • მაქსიმუმ 850 დარტყმა წუთში;
  • ნემსისთვის ხელმისაწვდომია 25  პოზიცია;
  • კერვა შესაძლებელია პედლის გარეშე;
  • ავტომატური  ფუნქციები ოპტიმალური პარამეტრებით;
  • ხელით ჩასწორების შესაძლებლობა;
  • ძაფის ავტომატური ჩასწორება;
  • ხაზის ასახვის შესაძლებლობა;
  • სამუშაო არეალის LED - StayBright განათება;
  • ხმის გამაფრთხილებელი სიგნალი (გადართვა);
  • მყარი კორპუსი და აქსესუარების მდიდარი ნაკრები.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

Singer Starlet 6680

საკერავი მანქანა  Singer Starlet ასრულებს 80 ოპერაციას და სრულად  კომპიუტერულია. კერვის ვრცელი შესაძლებლობები (58 დეკორატიული, 8 ძირითადი და 8 ავტომატური ღილაკი) საშუალებას მოგცემთ შეკეროთ და დაამშვენოთ  თქვენი ქსოვილები.

ნაკერის სიგრძისა და სიგანის კონტროლი ასევე ავტომატურია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში,  შესაძლებელია პარამეტრების შეცვლა. ნაკერების მაქსიმალური სიგანე 6.5 მილიმეტრია, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება ატლასის მასალაზე.

საკერავი მანქანები Singer Starlet 6680

კერვის პარამეტრების დაყენება შესაძლებელია ღილაკების გამოყენებით.  პანელზე განთავსებულია  გრაფიკული ცხრილი, რომელზეც ნაჩვენებია ნაკერის სხვადასხვა ტიპი.  გარდა ამისა, გათვალისწინებულია კერვის  ელექტრონული მრჩეველი/ასისტენტი.

უპირატესობები:

  • მაქსიმუმ 750 დარტყმა წუთში;
  • ნემსისთვის ხელმისაწვდომია 13 პოზიცია;
  • რგოლზე ძაფის არევის შემთხვევაში, ავტომატური მექანიზმი აქტიურდება;
  • გათვალისწინებულია LED განათება;
  • აქსესუარების შესანახად განკუთვნილია უჯრა;
  • ყდის პლატფორმა მოსახსნელია.

უარყოფითი:

  • არ არის გათვალისწინებული სარკე;
  • არ შეგიძლიათ პედლის გარეშე კერვა.

საკერავი მანქანების არაერთი განსხვავებული ვარიანტი არსებობს, ოვერლოკი; მინი საკერავი მანქანა და სხვა. მართვის მიხედვით კი თანამედროვე საკერავი მანქანები შემდეგ ტიპებად იყოფა: ელექტრო-მექანიკური; ელექტრონული; კომპიუტერული,-უფრო ვრცლად ამ თემაზე წაიკითხავთ ჩვენს შემდეგ ბლოგში "თანამედროვე საკერავი მანქანები - შერჩევა ტიპების მიხედვით"

პოპულარული მოდელები