საუკეთესო საჩუქარი თქვენი მანდილოსნებისთვის
მახსოვს, ბავშვობაში, ბებიაჩემის სამზარეულოში, რომ შევიდოდი, ქურაზე, მურიანი ქვაბების მეტი არაფერი მხვდებოდა. სუფთა პრიალა ქვაბებიც ჰქონდა, მაგრამ კარადაში იყო შეწყობილი და იშვიათად ხმარობდა.
ამას მაინც და მაინც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რადგან ისედაც უგემრიელეს საჭმელებს მიკეთებდა სულ. ვინ დაობს იმაზე, რომ ბებიის მომზადებული ყველაფერი გემრიელია. ის ხომ ამაში მთელ გულსა და სულს დებს.
რომ გეკითხა თუ რატომ ხმარობდა მურიანს და არა ახალ სუფთა ქვაბებს, გეტყოდა - შვილო ეს მურიანი კია, მაგრამ ბევრად ხარისხიანი და კარგიაო.
მართლაც ასე იყო... მერე მივხვდი ამას. მაშინ ხარისხიანი ქვაბები მხოლოდ ძველები იყო, კარგი ხმარებისგან გამურული. გამურული კი იმიტომ, რომ ბევრი ხმარებისგან მხოლოდ და მხოლოდ მურს იკიდებდა და სხვა მხრივ არ ზიანდებოდა.
დღესდღეობით ბაზარზე უამრავი სახის ქვაბია გამოსული. ნებისმიერი ფორმის, ზომისა და ხარისხის მიხედვით. აღარაა აუცილებელი მურიანი იყოს, რომ ხარისხიანად ჩაითვალოს.
სამზარეულოში ტრიალი და ჭურჭელი ზოგადად მარტო ქალების საქმე არ არის, მაგრამ, რომ იტყვიან, ფუსფუსიო, უფრო ქალების ხიბლია. მე პირადად, საყვარელი ქალის მიერ მომზადებული კერძი ყველაზე მეტად მეგემრიელება და ამავდროულად, მისი სამზარეულოში ფუსფუსის ყურება ცალკე ნეტარებაა. ამას კი ვერაფერი შეცვლის.
ქალს, რა თქმა უნდა, ასევე, სიამოვნებას უნდა გვრიდეს სამზარეულოში რჩეული კერძების მომზადება. ამისთვის კი, განწყობასთან ერთად, საჭიროა კარგი ატრიბუტები და მათ შორის, კარგი ქვაბების ნაკრები.
თუ გინდათ, რომ ასიამოვნოთ საყვარელი მანდილოსანი, იქნება ეს დედა, და თუ შენი ცხოვრების მეორე ნახევარი, ქვაბების ნაკრების ჩუქება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, მაგალითად, გრანიტის.
შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს და აარჩიოთ სასურველი ქვაბების ნაკრები თქვენი მანდილოსნისთვის.
ნუ დაიშურებთ შესაძლებლობას თქვენი საყვარელი ქალის ბედნიერებისთვის!
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...