საუკეთესო  OLED ტელევიზორები

OLED ტელევიზორების ეკრანები  რამდენიმე წლის წინ გამოიგონეს, მაგრამ მცირე დროშიც კი, ამ ტექნოლოგიამ მთელი მსოფლიო დაიპყრო.

OLED ტელევიზორები ძირითადად გამორჩეულია ხარისხიანი ეკრანის მაჩვენებლით, რომელსაც შეუძლია შავი ფერების ზუსტი გადაცემა. ჩვენს აღწერაში წარმოგიდგენთ Oled-ის საუკეთესო ტელევიზორებს, რომლის პარალელურად განვიხილავთ მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს. 

LG OLED55B8

LG-ის აღნიშნული ტელევიზორი  OLED  პროდუქტებს შორის ყველაზე ბიუჯეტურად ითვლება, რომელიც გამორჩეულია უჩვეულოდ წვრილი კორპუსითა და  ელეგანტური მეტალის ჩარჩოებით.

მიუხედავად იმისა,  რომ Alpha 7 პროცესორი LG-ს სხვა მოდელებზე ნაკლებად ძლიერია,  გამოსახულება მაინც ბუნებრივი ფერისაა. სმარტ ტელევიზორის ფუნქციებს კი ასევე აქვს მოსახერხებელი webOS 4.0 ოპერაციული სისტემა.

საუკეთესო  OLED ტელევიზორები

მოწყობილობა აღჭურვილია სამი HDR ფორმატით,  რომელიც შესაფერისია მაღალი ხარისხის ვიდეო თამაშებისთვის. თუ  ტელევიზორები თამაშებისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს წინა ბლოგსაც, სადაც უფრო კონკრეტულ მოდელებს შეხვდებით.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა;
  • რეჟიმებისა და ფუნქციების დიდი რაოდენობა;
  • ფაილების წაკითხვა USB ფლეშ დრაივებიდან;
  • მოსახერხებელი დისტანციური მართვა.

ნაკლოვანებები:

  • თუ ტელევიზორს ფანჯრების მოპირდაპირედ დაამონტაჟებთ, ეკრანი მუდმივად იბრწყინებს;
  • 4K ფორმატში ვიდეოების ყურებისას აქვს მცირე ხარვეზები.

Philips 55OLED803

Philips ტელევიზორის თავისებურება OLED ტექნოლოგიისა და Ambilight კომბინაციაა. P5 ინტელექტუალური პროცესორი ავტომატურად ზრდის სურათის კონტრასტს,  სისუფთავესა და ფერს,  ხოლო სამმხრივი განათება ქმნის რეალურ ეფექტს.

საუკეთესო  OLED ტელევიზორები

50 W-იანი აუდიო სისტემა შედგება 3 დინამიკისგან,  რომელთაგან ერთი პასუხისმგებელია ბასებზე. ტელევიზორს მოყვება 2 დისტანციური მართვის პულტი - ჩვეულებრივი და ინფრაწითელი მოწყობილილობა ხმოვანი კონტროლით.

უპირატესობები:

  • HDR მხარდაჭერა;
  • ინტერნეტიდან ნებისმიერი კონტენტის  ნახვისას ავითარებს კარგ სიჩქარეს;
  • მობილური მოწყობილობიდან ფაილების გაზიარების შესაძლებლობა;
  • Smart-TV ფუნქციები Android TV M-ით.

ნაკლოვანებები:

  • ნელი ოპერაცია Ethernet ადაპტერის საშუალებით.

LG OLED65C9PLA

LG-ის ეს მოდელი პირველია, რომელიც აღჭურვილია მოწინავე Alpha 9 პროცესორით. ტელევიზორს ავსებს AI ტექნოლოგია, რომელიც აძლიერებს გამოსახულებას და ემთხვევა ოთახის განათებას. თითოეული პიქსელი განათებულია შიგნიდან, რაც სურათს კიდევ უფრო შესანიშნავ კონტრასტს ანიჭებს.

საუკეთესო  OLED ტელევიზორები

TruMotion ტექნოლოგია უზრუნველყოფს სწრაფი მოძრაობების უნაკლო გადაცემას. გარდა ამისა, ტელევიზორი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც თქვენი სურვილის შესაბამისად,  დაგეხმარებათ კონტენტის  შერჩევაში.

უპირატესობები:

  • ხმოვანი ასისტენტების არსებობა ThinQ LG,  Google ასისტენტი და Amazon Alexa;
  • შესანიშნავი ხმა Dolby Atmos ტექნოლოგიით;
  • კონტრასტების ავტომატური  რეგულირება;
  • გლუვი დიზაინი;

ნაკლოვანებები:

  • რთული მენიუ;
  • iTunes-ზე წვდომის არარსებობა.

Philips 65OLED803

როგორც Philips OLED ტელევიზორების ყველა მოდელი, ეს მოდელიც აღჭურვილია Ambilight- ით. უფრო შთამბეჭდავი ეფექტისთვის,  კორპუსის სამივე მხრიდან დიოდები ქმნიან ფერად ანარეკლს, რომლებიც ტელევიზორის უკან კედელზე ჩნდება.

საუკეთესო  OLED ტელევიზორები

ჩაშენებული ორი აუდიო სისტემა გამოსცემს იდეალურ ხმას, ხოლო Smart-TV ფუნქციები უზრუნველყოფს ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ რესურსებზე წვდომას, მათ შორის Amazon, YouTube და სხვ.

უპირატესობები:

  • მაღალი კონტრასტი;
  • ორი პულტის არსებობა (ტრადიციული და სენსორული);
  • Alexa  ხმის ასისტენტი;
  • Android TV ოპერაციული სისტემის სტაბილური ფუნქციონირება.

პოპულარული მოდელები

Smart Android 4K ტელევიზორი Grundig 65 GGU 8960 65 inch (164სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი Grundig 65 GGU 8960 65 inch (164სმ)
Regular price 2,209.00 ლარი 2,099 ლარი / თვეში 113 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
Smart 4k ტელევიზორი Grundig 65 GHU 7910B 65 inch (164სმ)
Smart 4k ტელევიზორი Grundig 65 GHU 7910B 65 inch (164სმ)
Regular price 1,849.00 ლარი 1,799 ლარი / თვეში 97 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4k ტელევიზორი Grundig 55 GGU 7900B 55 inch (139სმ)
Smart Android 4k ტელევიზორი Grundig 55 GGU 7900B 55 inch (139სმ)
Regular price 1,469.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი