საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი მობილურები
მობილური ტელეფონების წამყვანი კომპანიები ქმნიან ისეთ დაბალფასიან სმარტფონებსაც რომელთაც შესანიშნავი შესრულება, ეკრანის მაღალი გარჩევადობა და დიდი მოცულობის მეხსიერება აქვთ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სმარტფონების მიმოხილვას, რომელთა ღირებულება 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
როგორი ტელეფონის შეძენა შეგიძლიათ დაბალ ფასში?
მობილური ტელეფონების ფლაგმანურ მოდელებს აქვთ უამრავი ფუნქცია, რომლებიც გამოირჩევიან კარგი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით. ამავდროულად, ტექნიკის თანამედროვე ბაზარი გვთავაზობთ ბიუჯეტურ მოდელებს, რომლებიც ახალი თაობის ტელეფონების მახასიათებლებს 80% -ით იმეორებენ.
სმარტფონის არჩევამდე, სასურველია საკუთარი მოთხოვნების განსაზღვრა. მაგალითად, ვიდეოსა და ფილმების ყურების მოყვარულებს დიდეკრანიანი ტელეფონები აინტერესებთ, რომელთა დიაგონალი 4-5 ინჩია და გარჩევადობა მინიმუმ 1280x720-ია.
თუკი ტელეფონის ყიდვა ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად გსურთ, მაშინ შეარჩიეთ ისეთი სმარტფონი, რომლის მთავარი კამერა მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს.
Honor 7A Pro
გაჯეტი ბაზარზე 2018 წლის აპრილში გამოჩნდა, ხოლო ხმის მაღალი სიმძლავრისა და ბატარეის დიდი მოცულობის გამო, მალევე შესძლო მომხმარებლების ყურადღების მიქცევა. ეკრანი, რომლის დიაგონალი 5.7 ინჩია, აჩვენებს ნათელ სურათებს. 8 ბირთვიანი Snapdragon 430 პროცესორი კი საკმარისია სტანდარტული პროგრამებისთვის. ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებად განკუთვნილია 2 კამერა - მთავარი 13 მეგაპიქსელიანი, ხოლო წინა - 8.
უპირატესობები:
- Google Play-დან წინასწარ დაინსტალირებული პროგრამები;
- სახისა და თითის ანაბეჭდის ამოცნობა;
- 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა;
- აქტიური გამოყენებით ბატარეა ძლებს მთელი დღის განმავლობაში;
- მყარი, გამძლე მოდელი.
ნაკლოვანებები:
- მცირე მოცულობის მეხსიერება - 16 გბ.
Motorola Moto E5 Plus - ტელეფონი მძლავრი აკუმულატორით
დიდი ზომებისა და წონის გამო (197 გრამი), ამ მოდელს ხშირად მამაკაცურ სმარტფონსაც უწოდებენ. მოწყობილობას დიდი ზომები მძლავრი აკუმულატორის გამო აქვს, რომელიც შექმნილია 36 საათიანი სასაუბრო დროისთვის. Snapdragon 425 პროცესორი სიახლე არ არის, მაგრამ საიმედოდ უზრუნველყოფს პროგრამებთან მუშაობას.
უპირატესობები:
- თითის ანაბეჭდის სკანერი;
- 5000 mAh ბატარეა და სწრაფი დამუხტვის ფუნქცია;
- ხმამაღალი დინამიკი.
ნაკლოვანებები:
- სურათების გალერეის არარსებობა;
- სუსტი წინა კამერა.
მისი გამძლე კორპუსისა და ტევადი ბატარეის წყალობით, ეს მობილურები საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც მუშაობის დროს ბევრი მოგზაურობა უწევს.
Lenovo K5 Play - სმარტფონი მობილური თამაშებისთვის
მოწყობილობა მომხმარებელთა ყურადღებას თავისი ორიგინალური დიზაინით იპყრობს. 5.7 დიუმიან ეკრანს 1440 × 720 რეზოლუცია აქვს, რაც საკმარისია მკაფიო და ნათელი სურათებისთვის. Snapdragon 430 octa-core პროცესორი უზრუნველყოფს კარგ სიჩქარეს (განსაკუთრებით თამაშებისთვის), ხოლო დამატებით ეფექტს ქმნის 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება.
უპირატესობები:
- პროგრამებში სწრაფი მუშაობის მაჩვენებელი;
- სახისა და თითის სკანერი;
- ეკრანის კარგი ფორმატი 18: 9;
- მთავარი კამერის ორმაგი სენსორი;
- კარგი წინა კამერა - 8 მეგაპიქსელი.
ნაკლოვანებები:
- გრძელვადიანი მუშაობის დროს ძალიან თბება;
- დინამიკებიდან ხმის ცუდი ხარისხი.
ეწვიეთ Isurve.ge-ს მობილურების ონლაინ მაღაზიას, შეარჩიეთ სასურველი მოდელი და ბარათით ყიდვისას მიიღეთ ფასდაკლება ტელეფონებზე, ასევე სხვა პროდუქტზე. ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ საქართველოს მაშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე.
პოპულარული მოდელები