საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები

 დღეს მიკროტალღური ღუმელების  მწარმოებლები მუდმივად აუმჯობესებენ ტექნიკის მახასიათებლებს, რათა მაქსიმალურად მოერგონ მომხმარებელთა სურვილებსა და მოთხოვნებს. მწარმოებლები ქმნიან ახალ, უფრო მოსახერხებელსა და ფუნქციურ მოდელებს, რათა მუდმივად მზარდ კონკურენტულ ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავონ.

ჩასაშენებელი  საყოფაცხოვრებო ტექნიკა  სამზარეულო მოდის ახალი ტენდენციაა,  რომელსაც არც მიკროტალღური ღუმელები ჩამორჩება. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით უფრო მეტს  ჩასაშენებელი მიკროტალღურების შესახებ და ბოლოსკენ  მოკლედ შემოგთავაზებთ ღუმელების  საუკეთესო მოდელებს.

რა უპირატესობა აქვს ჩასაშენებელ მიკროტალღურ  ღუმელებს?

ჩასაშენებელი ტექნიკა ათავისუფლებს ადგილს სამუშაო ზედაპირებზე - ეს არსებითად მნიშვნელოვანია  იმ დიასახლისებისთვის, რომლებსაც  განსაკუთრებით დიდი სამზარეულო არ აქვთ;
მიკროტალღური ღუმელის დამონტაჟება შესაძლებელია მოსახერხებელ სიმაღლეზე - გაითვალისწინეთ,  რომ  კარი მაქსიმუმ  მკერდის დონეზე უნდა იყოს;
არსებობს განსხვავებული დიზაინის  საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კლასიკურ,  ისე შედარებით თანამედროვე სტილში.  მრავალფეროვანი არჩევანი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შეარჩიოთ თქვენი სამზარეულოსთვის ზუსტად შესაფერისი  მოდელები;
ჩასაშენებელ მოდელებში კამერა ჩვეულებრივ უფრო ღრმაა, ვიდრე ტრადიციულ მოდელებში.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები?

მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ რა პარამეტრების გათვალისწინება გვჭირდება საუკეთესო მიკროტალღურების არჩევისთვის:

ტევადობის თვალსაზრისით,  მიკროტალღური ღუმელები შეიძლება იყოს პატარა - 19 ლიტრამდე,  საშუალო - 25 ლიტრამდე (3-4 კაციანი მცირე ოჯახისთვის) და  დიდი - 32 ლიტრამდე (მრავალშვილიანი ოჯახებისთვის).

სიმძლავრე - რაც უფრო დიდია პალატის შიდა მოცულობა,  მით მეტ ძალას მოითხოვს.

სოლო,  კონვექცია თუ გრილი? - სოლო ღუმელი იყენებს მხოლოდ მიკროტალღურ გამოსხივებას,  მაგრამ გამოიყენება როგორც გათბობისთვის,  ასევე კერძების მოსამზადებლადაც, ხოლო კონვექციური ღუმელი საშუალებას გაძლევთ გამოაცხოთ და შეწვათ ხორცი და თევზი, რომელსაც უგემრიელესი ხრაშუნა ქერქი ექნება. გრილს   ის ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ კარგად შემწვარი კერძები.

მართვის ტიპი პირდაპირ აისახება ფასზე. ყველაზე იაფიან მოდელებს აქვთ მარტივი,  მექანიკური ტიპის კონტროლი. ღილაკებით მართვა უფრო ხშირად საშუალო ფასების სეგმენტში გვხვდება, ხოლო სენსორული კონტროლი, რომელიც,  რა თქმა უნდა,  მოსახერხებელი და თანამედროვეა, მაღალფასიან მოდელებშია წარმოგენილი.

განათება დღეს უკვე უმეტეს მიკროტალღურებში გვხვდება. მართლაც, საკმაოდ რთულია პროდუქტის მომზადების კონტროლი განათების გარეშე. ამდენად, ბუნებრივია, რომ პალატის ნათურებით წარმოდგენილი მიკროტალღური ღუმელები  ბევრად უფრო მოსახერხებელია.

და ბოლოსკენ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ცნობილი მწარმოებლის პროდუქციების განხილვას, რომელიც საბოლოო არჩევანის მიღებაში იმედია დაგეხმარებათ.

Bosch BFL 634GS1

მიკროტალღური ღუმელი  Bosch   გამოირჩევა კარგი ფუნქციონირებითა და მოხერხებულობით, რაც ბრენდის პოპულარობის გათვალისწინებით, გასაკვირი  სულაც არ არის. პროდუქტის გერმანული ხარისხი შერწყმულია არაჩვეულებრივ ფუნქციებთან, რომლის სიჭარბითაც ბოშს შეუძლია იამაყოს. ღუმელში ჩამონტაჟებულია 7 ავტომატური პროგრამა და ელექტრონული მართვა. კამერის შიდა მოცულობაა 21 ლიტრი, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები

Indesit MWI 222.2

თუ ისეთ მოდელს ეძებთ, რომელშიც ფასი და ხარისხი შესანიშნავად იქნება ერთმანეთთან შერწყმული, მაშინ  Indesit მიკროტალღური ღუმელი მართლაც კარგი არჩევანია.

შიდა პალატის მოცულობა 25 ლიტრია, ხოლო სიმძლავრე 900 ვტ-ია, რომელსაც გრილის ფუნქცია და ელექტრონული მართვის შესაძლებლობა აქვს.  საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულებით, მყიდველი იღებს საიმედო მოწყობილობას, რომელსაც დამატებით საკმაოდ ფართო კამერა და განათება აქვს.

საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები

Midea AG 925 BVW

მიკროტალღური ღუმელი Midea  მუშაობს მხოლოდ სოლო რეჟიმში. ამასთან, აქვს  25-ლიტრიანი ფართო პალატა,  რომელშიც შესაძლებელია გალღობის რეჟიმის გამოყენებაც. თანამედროვე დიზაინის ღუმელს აქვს  8 პროგრამა,  საათის კონტროლი, ტაიმერი, ხმოვანი სიგნალი და ჩაშენებული საათი.

საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები

Whirlpool AMW 730/WH

იტალიელი მწარმოებლის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი Whirlpool ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია, რომლის პალატის ტევადობაა 31 ლიტრი.ხელმისაწვდომი ფასით, ამ ღუმელისგან მფლობელი მიიღებს გალღობის რეჟიმს და 800 W-იანი სიმძლავრის ზედა გრილის ფუნქციას. მოწყობილობა იმართება ელექტრონული პანელიდან სენსორული გადამრთველებით.

 ჩვენს დღევანდელ ბლოგში საუბარი გვქონდა მიკროტალღური ღუმელების ჩასაშენებელ მოდლებზე, ზოგადი ინფორმაცია ამ პროდუქტზე შეგიძლიათ იხილოთ: მიკროტალღური ღუმელების შესახებ

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
Regular price 279.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი