საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

თუ ხართ პიკნიკების მოყვარული, ხშირად მოგზაურობთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქგარეთ და გატაცებული ხართ ველურ პირობებში მზარეულობით, ეს სტატია  აუცილებლად დაგაინტერესებთ.

დღეს მოგიყვებით სპეციალურად ლაშქრობებისა და პიკნიკებისთვის შექმნილი აეროგრილების და მათი ფასის  შესახებ.

ე.წ. Сamp აეროგრილებს, განსაკუთრებულს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ხდის. ისინი, პირველ რიგში, მოსახერხებელია მათი წონისა და ზომის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პიკნიკებზე წაღება დისკომფორტს არ შეგიქმნით.

მეორე მხრივ, გამძლეობით გამოირჩევიან, მართავენ და აკონტროლებენ ტემპერატურასა და სიჩქარეს. ამასთანავე, მათი გარეცხვა მარტივია.

Сamp აეროგრილები ამარტივებენ სასურველი კერძის სწრაფად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად მომზადებას. გარდა იმისა, რომ ცხიმი კანს არ დაგიწვავთ, მათი დახმარებით ველურ პირობებში შეძლებთ ხორცის, თევზის, ფრინველის მომზადებას, მცირედი რაოდენობის ცხიმის დამატების გარეშეც. ამასთან, გარანტირებულია კერძის დაბრაწული კანი, სირბილე და  ნოყიერება.

განვიხილოთ სხვადასხვა Сamp აეროგრილების მუშაობის პრინციპები. მიმოვიხილოთ მათი დანიშნულება და სხვადასხვა კრიტერიუმები, რათა ზუსტად და შეუცდომლად გავერკვეთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის სასურველი აეროგრილი.

The Lotus Grill

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

The Lotus Grill აეროგრილი ძალიან პოპულარულია წყნარი ოკეანეთის აღმოსავლეთ ქვეყნებში. ეს აეროგრილი ელექტროენერგიის მაგივრად ბატარეას იყენებს,რომელიც აკონტროლებს ტემპერატურას და ძალიან მოსახერხებელია პიკნიკებისთვის. მიუხედავად იმისა,რომ იგი მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, მისი ზედაპირი ყოველთვის ცივია.

The Cook-Air

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

The Cook-Air-ს თქვენი კერძების მომზადება ელექტროენერგიის გარეშე 1100 გრადუსზე შეუძლია. ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ნაკლებად მოსახერხებელია, ვიდრე ლოტუსის აეროგრილი, თუმცა შესაძლებელია მისი მრავალფეროვნი  გამოყენება.

მაგალითად, პროდუქტების შეწვასთან ერთად, აეროგრილს შეუძლია წყლის, ყავის, ნებისმიერი ცხელი სასმელის ადუღება და მომზადება. ამ აეროგრილის უდავო უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცალკეული კერძის მომზადებისას, თქვენ ვერ იგრძნობთ მის სუნს.

The TexSport Camp Grill

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

ალბათ, უკვე მიხვდით ამ აეროგრილის მუშაობის პრინციპს. დიახ, ეს ძალიან მარტივი მოწყობილობა ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალებაა პიკნიკებისა და ლაშქრობების დროს საკვების მოსამზადებლად. ამისთვის მთავარია გქონდეთ ნახშირი.

იგი გამძლეა, მყარი და ამავდროულად, ზომის თვალსაზრისით მოსახერხებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ გემრიელი კერძის მომლოდინეთა რაოდენობა არც თუ მცირეა. ამასთანავე, მისი ფორმა საშუალებას იძლევა, მასზე განთავსდეს რამდენიმე სახის  პროდუქტი და ისე მომზადდეს, რომ მათი ერთად ჩაყრა არ მოგიწიოთ (განსხვავებით სხვა გრილებისგან).

The Solaire Infrared Grill

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

The Solaire Infrared Grill-ის შექმნელები მას ყველაზე სწრაფ აეროგრილად ახასიათებენ. 10 წთ-ში თქვენ გემრიელი სტეიკის დაგემოვნებას შეძლებთ, დროის დაზოგვა კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიკნიკზე ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნული პროდუქტი შესაძლოა, ერთი შეხედვით მონსტრი გეგონოთ, თუმცა მხოლოდ 12 კგ-ს იწონის და  მოცულობის წყალობით, მას მრავალი სტუმრის გამასპინძლება შეუძლია. აეროგრილს აქვს უარყოფითი თვისებებიც.

მაგალითად, მას დაბალ ტემპერატურაზე პროდუქტის შეწვა არ შეუძლია და აეროგრილების კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გრილად მიიჩნევა.

The Coleman Road Trip XLE

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

ეს უცნაური ვიზუალის მქონე აეროგრილი ნამდვილად დაგაინტერესებთ. იგი ბუნებრივ აირზე მუშაობს და ბორბლების მეშვეობით ადვილად გადაადგილდება.

გრილი იძლევა საშუალებას, აკონტროლოთ კერძის მომზადების ტემპერატურა. ორი თეფშის მგავსი ზედაპირი კი საჭიროა იმისთვის, რომ მათზე კერძის ინგრედიენტები ან მომზადებისთვის საჭირო ნივთები განალაგოთ.

The Quick Grill

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

აეროგრილი, რომელსაც  ფოტოზე ხედავთ, იმისთვის შეიქმნა, რომ ლაშქრობებსა და პიკნიკებზე მისი წაღება ზურგჩანთით შეძლოთ. მისი დიზაინი მრავალჯერადი დაკეცვის საშუალებას იძლევა და ამასთანავე, მისი ზედაპირი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანს გაუმასპინძლდეს.

The Hamilton Beach Indoor Grill

საუკეთესო აეროგრილები სპეციალურად პიკნიკებისა და ლაშქრობებისთვის

ეს ჩვენ მიერ წარმოდგენილ აეროგრილებს შორის ერთადერთი დენზე მომუშავე ანუ ელექტრო გრილი გახლავთ. თუმცა, ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ. ძალიან მარტივად, მისი გაცხელება სახლის პირობებშია შესაძლებელი.

იგი რამდენიმე საათი ინარჩუნებს მაქსიმალურ ტემპერატურას, რაც იმას ნიშნავს, რომ ველურ ბუნებაში, იქ სადაც ელექტროენერგია არ გექნებათ, აეროგრილი კვლავ ცხელი დაგხვდებათ (რაც რა თქმა უნდა, ზედაპირს არ ეხება, ის სიგრილეს ინარჩუნებს).

როდესაც გარეთ ცივა, არსებული აეროგრილი შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ  გათბეთ და პარალელურად მოამზადოთ საყვარელი კერძი, მისი სურნელით ტკბობის თანხლებით.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული აეროგრილების შეძენას ტექნიკისა და ინტერნეტ მაღაზიებში შეძლებთ. ამიტომ, დაგეგმეთ შემდეგი მოგზაურობა თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ აეროგრილთან ერთად.

დაგისვამთ კითხვა, რატომ არსებობს სხვადასხვა ფასის აეროგრილები?

მთავარია ზუსტად იცოდეთ, როგორი Camp აეროგრილი გჭირდებათ, რისი მომზადება გსურთ და რაც მთავარია, ავტომობილით მოგზაურობთ, თუ ფეხით.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას