საუკეთესო აეროგრილები და შერჩევის პარამეტრები

     აეროგრილი ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის სამზარეულო ტექნიკაა, რომელიც ბევრი დიასახლისის ყოველდღიურ სამუშაო რუტინას ძალიან  ამარტივებს.

დღევანდელ აღწერაში შემოგთავაზებთ საუკეთესო მოდელის აეროგრილებს, მაგრამ  გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქალბატონისთვის ამ ტექნიკის მუშაობის სპეციფიკა  ნაკლებად ცნობილია ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აეროგრილის ყიდვისას.

რომელი აეროგრილის ყიდვა სჯობს?

საყოფაცხოვრებო ტიპის აეროგრილი შედგება რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან:

  • მინის ან ლითონის ავზი/კოლბა,  სადაც ხდება პროდუქტების მოთავსება და მომზადება;
  • სამუშაო ღუმელში განთავსებული ცხაურები,  სადგამები და სხვა მოწყობილობები, რომლებიც ემსახურებიან საკვების უკეთ განთავსებას;
  • თავსახური, რომელშიც ჩამონტაჟებულია გათბობის ელემენტი, ვენტილატორი და მართვის ბლოკი,  რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰერმეტულად დახურვაზე.

აეროგრილი  მუშაობს შემდეგი კომპონენტების და აღჭურვილობების გამოყენებით:

  1. ტაიმერი;
    2. ტემპერატურის რეგულირება;
    3. მინის საფარი;
    4. შუშის კონტეინერი;
    5. ორმაგი სტენდი;
    6. სადგამი.

კონტროლის ტიპი

მომზადების პროცესში საჭიროა დააყენოთ  შესაბამისი ტემპერატურა და დამუშავების დრო. უმარტივესი მოდელები აღჭურვილია მექანიკური რეგულატორებით, მათ შორის მბრუნავი ღილაკებით, რომლებიც რამდენიმე რეჟიმის დაყენების საშუალებას იძლევა.

ელექტრონული  მართვის ტიპი გულისხმობს სენსორული ღილაკების არსებობას,  ზოგჯერ კი ინფორმაციულ ეკრანს. ყველა ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ მიკროპროცესორის საშუალებით.

ყველაზე მოწინავე მოწყობილობების მეხსიერება შეიცავს სტანდარტულ პროგრამებს, რომლებსაც, დროთა განმავლობაში, შეუძლიათ შეცვალონ შერჩეული პროცესის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც აქტიურდებიან შესაბამის ღილაკებზე ერთი შეხებით. ასეთი ფუნქცია არ გამორიცხავს სხვადასხვა პარამეტრის დაყენების შესაძლებლობას.

Philips HD9241 / 40 XL

Philips  აეროგრილს  აქვს გამოსაწევი კოლბა, რომლის შიგნით დაყენებულია უჟანგავი ფოლადის კალათა. კალათა, რომელიც 1.2 კგ მოცულობის ხორცს იტევს, სრულიად უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად. სხეული თერმულად იზოლირებულია, რაც ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს. აეროგრილის ქვემოთ არის სპეციალური უჯრა, რომელშიც შესაძლებელია კაბელის შენახვა.

აეროგრილის მუშაობა  ხდება ელექტრონული მართვის ფუნქციით, რომელსაც ციფრული ეკრანი აქვს. მომხმარებელი თავად ადგენს ტემპერატურას და მომზადების 60 წუთამდე  ხანგრძლივობას.  საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააპაუზოთ კერძი და შემდეგ გააგრძელოთ მისი მომზადება, ხოლო როდესაც დადგენილი დრო ამოიწურება, მოწყობილობა სიგნალით შეგატყობინებთ.

საუკეთესო აეროგრილები და შერჩევის პარამეტრები

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 2100 W;
  • კოლბის სამუშაო მოცულობა - 1.6 ლ;
  • ტემპერატურის დიაპაზონი 60-200 ° C;
  • ზომები 31.5x30.2x42.3 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • ელეგანტური, დახვეწილი გარეგნობა;
  • ხარისხიანი მასალები;
  • მაღალი სიმძლავრე;
  • საიმედოობა;
  • მართვისა და მომსახურების მოხერხებულობა;
  • კომპლექტში შედის რეცეპტების წიგნი.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • იწონის 7 კგ-ს;
  • სამწუხაროდ, გარე ზედაპირებზე რჩება ნათითურები.

Kitfort KT-2206

Kitfort ბრენდის აეროგრილს აქვს უბრალო დიზაინი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებში. აქვს დიდი სენსორული ეკრანი და  შესაძლებელია 8 სტანდარტული პროგრამის გამოყენება ან სულაც,  საკუთარი რეცეპტების დამატება.  ტაიმერი გათვლილია 60 წუთზე.

საუკეთესო აეროგრილები და შერჩევის პარამეტრები

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1300 W;
  • კალათის სამუშაო მოცულობა 2.5 ლიტრი;
  • ტემპერატურის დიაპაზონი 80-200 ° C;
  • ზომები 33x26x34 სმ.

დადებითი მახასიათებელი:

  • კომპაქტურობა;
  • ენერგიის ეკონომიური მოხმარება;
  • კომფორტული მომსახურება;
  • მარტივი მართვა;
  • კაბელის შესანახი განყოფილება;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • მისაღები წონა - 4 კგ.

მინუსები

  • აეროგრილის კორპუსი ძალიან თბება;
  • სამწუხაროდ, არ აქვს საუკეთესო ხარისხის მასალები.

ENDEVER AF-118

აეროგრილის კორპუსი დამზადებულია შავი პლასტმასისგან, რომელიც ზედაპირზე დამონტაჟებულია რეზინის ფეხების საშუალებით. ქვედა ნაწილში  განთავსებულია კაბელის შესანახი განყოფილება.

მოწყობილობას აქვს თასი, რომელიც მოთავსებულია წინა მხრიდან, ხოლო ამ თასის  სახელური ძალიან კომფორტული და მყარია.  

საუკეთესო აეროგრილები და შერჩევის პარამეტრები

აეროგრილის მეხსიერებაში ჩაწერილია 6 სტანდარტული პროგრამა, ხოლო საკვების მომზადების დროს, შეგიძლიათ თავად დააყენოთ საჭირო ტემპერატურა.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1500 ვტ;
  • თასის სამუშაო მოცულობა 2.6 ლიტრი;
  • ტემპერატურის დიაპაზონი 80-200 ° C;
  • ზომები 32.5x27x34.5 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • კომპაქტური ზომები და მცირე წონა;
  • საკმარისი ენერგია;
  • არაწებოვანი საფარი;
  • ტაიმერი;
  • მოსახერხებელი მართვა;
  • ეკრანზე გამოტანილი დიდი ციფრები;
  • დაბალი ფასი.

მინუსები:

  • გათბობისას,  პლასტმასი გამოსცემს არასასიამოვნო სუნს.

პოპულარული მოდელები

აეროგრილი Kumtel HAF-01
აეროგრილი Kumtel HAF-01
Regular price 295.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი FRANKO FK-1003W
აეროგრილი FRANKO FK-1003W
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
Regular price 245.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი Weimar WE 5077
აეროგრილი Weimar WE 5077
Regular price 229.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი