საუკეთესი მონიტორები გეიმერებისთვის
გეიმინგისათვის მონიტორის შერჩევა ამაღელვებელი და არც ისე მარტივი საქმეა. მონიტორები განსხვავდება ფასით, ხარისხით, სხვდასხვა მახასიათებლებით, ამიტომ მისი შერჩევისას შეიძლება კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ.
საუკეთესო მონიტორის შერჩევას კიდევ უფრო ართულებს ის საკითხი რომ ტენდენციები და მოთხოვნილებები უსწრაფესად იცვლება და სულ უფრო ახალი და უკეთესი პროდუქცია გამოდის ბაზარზე.
ხოლო ზოგიერთი მომხმარებელი ამ მიზნით უკვე ტელევიზორსაც კი იყენებს, ახალი 4K ტელევიზორები ხომ გეიმინგისთვის შეიძლება ითქვას იდეალური არჩევანია.
ქვემოთ მაინც შევეცდებით საუკეთესო მოდელების განხილვას, ონლაინ მაღაზია isurve.ge-სთვის მომხმარებლების მაქსიმალური ინფორმირება ყველაზე სასიამოვნო გამოწვევა გახლავთ.
1.Asus ROG Swift PG279Q
ეკრანის ზომა: 27/ 16:9/ რეზოლუცია: 2560x1440 /165 Hz/ სიკაშკაშე 350 cd/M2. დაყოვნების დრო 4m/ ხედვის კუთხე: 178° მახაიათებლები: IPS პანელი, NVIdi G-Syc, ფილტრი-ცისფერი.
დღესდღეობით Asus ROG Swift PG279Q არის საუკეთესო გეიმინგ მონიტორი, მას აქვს 27 ინჩიანი ეკრანი, 2560x1440 რეზოლუციით, რომელიც შეიძლება ითქვას არის საუკეთესო მაღალი დონის თამაშისათვის.
ფერების სიმკვეთრე და ხარისხის გამა არის საუკეთესო, რომელიც წარმოქმნის მაღალი ხარიხის სურათს. აქვს G-Sync в PG279Q მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მუშაობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაყენებული გაქვთ ვიდეობარათი Nvidia, რომელიც წარმოადგენს მცირეოდენ მიზეზს რომ სხვა მოდელზე გააკეთოთ არჩევანი.
2.AOC Agon AG273QCG
ეკრანის ზომა: 27/ 16:9/ რეზოლუცია: 2560x1440 / 165 Hz/ სიკაშკაშე: 400cd/m2/ მახასიათებლები; TN პანელი, G-sync, HDR, RGB განათება, სათამაშო რეჟიმი.
27 დიუმიანი მონიტორი, რომელსაც გარშემო აქვს უწვრილესი ჩარჩო, გაფართოება 1440 პიქსელი, მას ასევე გააჩნია განათება 400 ნიტ და სერტიფიცირებულია VESA DisplayHDR 400-სათვის, ამიტომ ის ზედმეტად ფერადი და მკვთრია იმისათვის, რომ გადმოგვცეს ფერები ისეთი, როგორიც ის რეალურ ცხოვრებაშია.
თამაშებისათვის კი საუკეთესო ვარიანტია. თუ კი თამაშის დროს ტყვიას ვინმეს ააცილებთ ამისათვის ეკრანს ნამდვილად ვერ დაადანაშაულებთ.
3.ZOWIE XL2430
ეკრანის ზომა: 24”/ 16:9/ რეზოლუცია: 1920 x 1080 /144Hz / სიკაშკაშე 350 cd/M2. ლოდინის რეჟმი 1ms/ ხედვის კუთხე: 170° H, 160° Vმახაიათებლები: TN პანელი, შავი eQualizer 2.0
ZOWIE XL2430 აერთიანებს წარმოუდგენლად სწრაფ პანელს, ფანტასტიკური ხედვის კუთხით და განახლების მაჩვენებლით, რაც იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს საუკეთესო სათამაშო მონიტორს დაბალ ფასად.
პირველი განსაკუთრებულობაა რეაგირების დრო, რომლიც არის 1mc, და კადრების განახლება 144 Hr, რაც წინაპირობაა იმისა რომ თამაშის დროს შესაძლებელია წუთში 144 კადრის ჩვენება, თუკი თქვენი კომპიუტერის გრაფიკული პროცესორი შესაბამისი სტანდარტებისაა.
მას ასევე აქვს მახასიათებლები ჟანრების მიხედვით, ხელის პულტი სხვადახვა მონაცემების შესაცვლელად და რამოდენიმე სხვა სმარტ აქსესუარი.
ვინაიან XL2430-ში გამოიყენება TN (Twisted Nematic) LСD პანელი, მისი ხედვის კუთხეები არ არის ისეთი კარგი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი. XL2430 მაქსიმუმს აღწევს 1920 x 1080 გაფართოებით, რომელსაც თანამედროვე მონიტორების უმეტესობა ჯობნის. ერთადერთი გზა რომ გაუმჯობესდეს XL2430 ეს არის AMD FreeSync-ის მხარდაჭერა.
არსებობს ორი გზა, რომ გამოსცადოთ მონიტორი გეიმინგისათვის, პირველი- ითამაშოთ ამ მონიტორზე, რომელიც ეკრანზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით, დატესტავთ ფერების სიმკვეთრეს, გაფართოების კუთხეებს და სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც გეიმერეიბისთვის არის განკუთვნილი და მეორე, ტესტირება დამატებითი ხელსაწყოს დახმარებით.
ეს უფრო კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს, მაგრამ რთული გასაკეთებელია და გეიმერების უმრავლესობას შესაბამისი ხელსაწყო არ აქვთ. თუმცა არის სხვადასხვა საიტები, რომლის მეშვეობითაც თუკი მონიტორს მიაერთებთ თქვენს ნოუთბუქს შეძლებთ მის გატესტვას.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას