საიდან მოდის საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია?
ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია. საახალწლო ნაძვის ხის ყიდვა, მისი დამონტაჟება და გაფორმება არაა მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე და სასურველია თუკი მთელი ოჯახი იქნება ამ პროცესში ჩართული.
როგორც წესი, ნაძვის ხეს მამა ყიდულობს, ბავშვები საკუთარი ხელით აკეთებენ სათამაშოებს, ხოლო დედას შეუძლია ლამაზად ჩამოკიდოს ისინი. სწორედ ასეთ დეტალებშია მთელი ოჯახური იდილიის აზრი, რომლითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ დღესასწაულის განმავლობაში.
ძალიან ხშირად, როდესაც საშობაო ნაძვის ხის გაწყობას ვიწყებთ, არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს მთელი ის ტრადიცია, რომელიც ახალ წელს უკავშირდება. დღევანდელ აღწერაში ძალიან საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც კი გიფიქრიათ.
ნაძვის ხის ისტორია არც ისე უძველესი დროიდან იწყება. ახალ აღთქმაში, არსად არ არის საუბარი ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის მორთულ ხეზე. ფაქტია, რომ უფალს იერუსალიმში შესვლისას, ხალხი პალმის ტოტებით მიესალმა. ამდენად, ქრისტიანობაში პალმის ხე სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო იყო.
ჰავაიში პალმას დღესაც როგორც ნაძვის ხეს ისე იყენებენ, ხოლო აშშ-ში (ფლორიდაში), სპეციალური საშობაო პალმა იზრდება. ეს სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მისი წითელი ნაყოფი სწორედ დეკემბრისთვის მწიფდება.
ნაძვის ხის ისტორია და მისი ხსენება, პირველად წმინდა ბონიფასის ძველ გერმანულ ლეგენდაში გვხვდება. ქრისტიანობის უპირატესობის დასამტკიცებლად, მას სურდა წარმართული ღმერთების უძლურების დემონსტრირება და მოჭრა ოდინის (ტოროას) წმინდა ხე.
მე-15 საუკუნეში ლივონიაში (თანამედროვე ესტონეთის ტერიტორია), შავთავიანთა ძმათა გაერთიანებამ, რივერის მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე მორთო (თანამედროვე ტალინი), რომლის გარშემოც მოსახლეობამ სადღესასწაულო ცეკვები მოაწყო.
მე-16 საუკუნის ბრემენის ქრონიკა აღწერს საშობაო ნაძვის ხის მორთულობას ქაღალდებით, ყვავილებით, გირჩებით, თხილითა და ვაშლით.
ნაძვის ხის ისტორია გერმანიაშიც განსხვავებული იყო. მაგალითად, გერმანიაში არსებობდა უძველესი ჩვეულება, რომ ტყეში საახალწლო ნაძვის ხე ცვილის სანთლებითა და სათამაშოებით მორთულიყო. სხვადასხვა სახის ცერემონიალი იმართებოდა ასეთი ხის გარშემო. მოგვიანებით, ხეების გაწყობა დაიწყო სახლში.
როდესაც გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა მოინათლა, მრავალი რიტუალი და ჩვეულება ქრისტიანული შინაარსის გახდა. ამან ასევე იმოქმედა ნაძვის ხეების გაფორმების ჩვეულებაზე, რომელიც ემთხვევა შობას. უკვე შემდგომში, ნაძვი ოფიციალურად გახდა საშობაო ნაძვის ხე, რომელსაც ასევე უწოდეს <სანტა კლაუსის ხე>.
პირველი <ოფიციალური> ნაძვის ხის ისტორია მიეწერება მარტინ ლუთერს, რომელმაც საშობაოდ საკუთარ სახლში მოაწყო საახალწლო ნაძვის ხე, რომელშიც ცხოვრების სიმბოლოს ხედავდა.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...