საბავშვო მანქანები - მოდელები და შერჩევის რეკომენდაციები

იმისათვის, რომ თქვენი შვილისთვის საუკეთესო საბავშვო მანქანა შეარჩიოთ, ყურადღებით უნდა მიუდგეთ ყიდვის პროცესს. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებლები და ამის შემდეგ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პუნქტებს:

დასაშვები წონა - გაითვალისწინეთ ბავშვის (ან ბავშვების) წონა და შეადარეთ იგი შერჩეული მოდელის მისაღებ ზღვარს. არ არის რეკომენდებული ავტომობილის მაქსიმალური დატვირთვა ან დასაშვებ სიჩქარეზე მეტით გადაადგილება, ვინაიდან ეს უარყოფითად მოქმედებს ელექტროძრავის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

აკუმულატორის ძაბვა -  ყველაზე ხშირად, მწარმოებლები იყენებენ 6, 12 და 18 ვოლტიან ბატარეებს. 6 ვოლტიანი ბატარეები შესაფერისია მცირე ზომის, ერთკაციანი მანქანებისთვის. უფროსი ასაკისთვის განკუთვნილი საბავშვო ელექტრო მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი ძაბვის ელემენტებით.

აკუმულატორის სიმძლავრე - სიმძლავრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იმოძრავებს მანქანა დატენვის გარეშე. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი, რომლის სიმძლავრეა 7 ამპერი საათში, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 12 ან 18 ამპერი საათში.

ძრავა და მისი სიმძლავრე-  მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებულია ძალაზე. 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აზრი არ აქვს ისეთი ელექტრომობილების  ყიდვას,  რომლებსაც ძლიერი ძრავა აქვს. აი, უფროსი ასაკის ბავშვებს კი ნამდვილად გაახარებთ მაღალძრავიანი მანქანები.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მანქანის ტიპს - თუ აპირებთ მაღალი გამავლობის მანქანის შეძენას, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ საბავშვო ჯიპები. ბევრ ბავშვს მოსწონს დიდი მანქანების ზუსტი ასლები, მაგრამ  ამ შემთხვევაში, მწარმოებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური ლიცენზია.

Porsche Macan 000500

საბავშვო მანქანა Porsche  აღჭურვილია განათების ფართო სპექტრით, რომელსაც აქვს ქვედა ფარები, LED პოზიციის შუქები და უკანა წითელი  ფარები. სალონიც და  ინსტრუმენტების პანელიც ასევე განათებულია ძალიან ლამაზად.

საბავშვო მანქანები - მოდელები და შერჩევის რეკომენდაციები

ტყავის კომფორტული სავარძელი ტარების დროს დამატებით კომფორტის ქმნის და მისი ანატომიური ფორმა უზრუნველყოფს ბავშვის სწორ პოზიციაზე ჯდომას. მანქანას აქვს ორი სიჩქარე წინა და უკანა სვლისთვის.

მწარმოებლის მიერ მოწოდებული ელემენტებით მანქანის ტარება შესაძლებელია 120 წუთის განმავლობაში, ხოლო სრულ დატენვას მხოლოდ 10 საათი სჭირდება. სათამაშო მანქანა  აქტიური ხდება სპეციალური ღილაკის გამოყენებით, ხოლო ძრავის  ჩართვისას  გამოსცემს რეალური მანქანის ხმას.

Audi Q7

სათამაშო მანქანა Audi Q7  რეალური ავტომობილის ზუსტი კოპირებაა, რომელიც დამზადებულია ავტომწარმოებლის ლიცენზიით, ხოლო ორიგინალი Audi-ის ემბლემა დამონტაჟებულია წინა მხარეს.

საბავშვო მანქანები - მოდელები და შერჩევის რეკომენდაციები

სალონში ჩამონტაჟებულია რადიოს  SD და USB კონექტორები. ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ მეხსიერების ბარათი (ფლეშკა),  რომელიც დაუკრავს  MP3 აუდიო ფაილებს. ძრავის  ჩართვისას  გამოსცემს რეალური მანქანის ხმას, ხოლო რეზინის ბორბლები და მაღალი ხარისხის ძრავა უზრუნველყოფს კომფორტულსა და გლუვ გადაადგილებას.

Buggy T009TT

ეს არის ორადგილიანი ელექტრო საბავშვო მანქანა, რომლითაც ბავშვებს შეუძლიათ თავიანთ მეგობრებთან ერთად გადაადგილება. მანქანის მართვისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სპეციალური ღვედებით.

საბავშვო მანქანები - მოდელები და შერჩევის რეკომენდაციები

ამ მოდელშიც შესაძლებელია MP3 პლეერის, SD ბარათის, USB დრაივის დაკავშირება, რათა ბავშვმა საკუთარ სიმღერებს მოუსმინოს.

რეზინის ბორბლები, რომლებსაც მძლავრი ფენა აქვთ,  ნაკლებად ექვემდებარებიან აბრაზიას და უფრო ძლიერია, ვიდრე პლასტმასის ბორბლები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი, რომელიც აკონტროლებს მანქანას Bluetooth ინტერფეისის გამოყენებით.